არქივი

ყველაზე მდიდარი, ძუნწი ქალი მსოფლიოში

b32fd6af7e75
ცოტა ხნის უკან ჩემს თაროზე აღმოვაჩინე ინგლისურის სახელმძღვანელო, რომელიც დაახლოებით 1995 წელსაა გამოცემული. ამ წიგნში რამოდენიმე საინტერესო სტატიას გადავაწყდი და პერიოდულად მოგაწვდით ხოლმე თითო სტატიას მდიდარ ადამიანებზე.

ჰენრიეტა (ჰეთი) გრინი დედისერთა, განებივრებული ბავშვი იყო. ის დაიბადა მასაჩუსეტსის შტატში, აშშ-ში 1835 წელს. მამამისი მილიონერი ბიზნესმენი იყო. დედამისი ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ 2 წლის ასაკიდან მამას იგი თავისთან მიჰყყავდა სამსახურში, ასწავლიდა საფონდო ბირჟებისა და აქციების კონტროლს. 6 წლის ასაკში მან დაიწყო ყოველდღიური ფინანსური გაზეთების კითხვა და საკუთარი საბანკო ანგარიშიც გახსნა.
მამამისი გარდაიცვალა, როდესაც ჰეთი 21 წლის იყო და მას დაუტოვა 7.5 მილიონი დოლარი. ის წავიდა ნიუ იორკში და ეს ფული ვოლ სთრითში დააბანდა. ჰეთი ყოველ პენის ზოგავდა. ჭამდა ყველაზე იაფ რესტორანში 15 ცენტად. ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი, მაგრამ საძულველი ქალი მსოფლიოში. მას ეძახდნენ ” ვოლ სტრიტის კუდიანს (The Witch of Wall Street)”. 33 წლის ასაკში გათხოვდა ედვარდ გრინზე, მულტი მილიონერზე და ეყოლა ორი ვაჟი: ნედი და სილვია.
dcf121c511d0
ჰეთის სიძუნწე ლეგენდალური იყო. ის ყოველთვის დავობდა მაღაზიაში საქონლის ფასებზე. ჰენრიეტა მიდიოდა ადგილობრივ სასურსათო მაღაზიაში, რათა ეყიდა გაფუჭებული ორცხობილები, რომელიც უფრო იაფი იყო და ასევე იმისათვის, რომ უფასო ძვალი მიეღო თავისი საყვარელი ძაღლისთვის დიუვისთვის. ერთხელ მან ორი ცენტის ღირებულების მარკა დაკარგა და მთელი ღამე მის ძებნაში გაატარა. ის არასდროს ყიდულობდა ტანსაცმელს და ყოველთვის ძველი, შავი, დაკონკილი ქვედა ბოლო ეცვა. ყველაზე საშინელი ისაა, რომ როდესაც მისი შვილი ნედი წაიქცა და მუხლი დაიზიანა, მან უარი უთხრა ექიმს ფულის გადახდაზე და საათები ეძებდა უფასო სამედიცინო დახმარებას. საბოლოოდ ნედის ფეხი ამპუტირებული იქნა!
ჰენრიეტა გრინი 1916 წელს გარდაიცვალა და თავის შვილებს 100 მილიონი, დღევანდელი კურსით კი 9,3 მილიარდი დოლარი დაუტოვა. თავისმა ქალიშვილმა ამ ფულით საავადმყოფო ააშენა.

405394b40e73
d91f74f2dc9e

kaxamadridista

var 14 wlis, vswavlob 144-e sajaro skolashi

მსგავსი ამბები

Back to top button