არქივი

The Incredible HULK VS The HULK

db410dff7926

მოგესალმებით, ალბათ ყველას გსმენიათ ჰალკზე, კინოდან ან მულტფილმიდან, თუმცა პოსტი კინოს ეხება. მე დღეს ერთმანეთს შევადარებ ჰალკსა და წარმოუდგენელ ჰალკს, მართალია ჩემს მიერ მოხსენიებული გმირები ერთი და იგივე პიროვნებანი არიან მაგრამ თუ მათ ერთმანეთს შევდარებთ ბევრ განსხვავებას ვიპოვით…

პირველ რიგში იმას გეტყვით რომ ჰალკი ახალგაზრდაა და შესაბამისად ჯანმრთელი და ღონიერი, ხოლო წარმოუდგენელი ჰალკი იგივე ადამიანია უბრალოდ მას ასაკი და გამოცდილება მოემატა, ჩემი მიზანია დაგიმტკიცოთ რომ მათში განსხვავება მარტო ეს არაა მაშ დავიწყოთ: ფიზიკურად ისინი დიდად განსხვავდებიან, ჰალკს კანის ფერი ღია მწვანე აქვს ხოლო წარმოუდგენელ ჰალკს მუქი,
ჰალკი მუდმივად იზრდება როცა იგი ჰალკის მდგომარეობაში გადადის ანუ ტრანსფორმაციას განიცდის იგი ფიზიკურად წარმოუდგენელი ჰალკის ხელაა თუმცა დრო და დრო რაც უფრო ბრაზდება და პულსი უჩქარდება მისი ზომა კიდევ უფრო იზრდება ხოლო წარმოუდგენელი ჰალკი როცა გაბრაზდება პულსი მოემატება და ჰალკის მდგომარეობაში გადავა ერთხელ გაიზრდება და მისი ზრდის პროცესი რჩება.

ეს იყო ჰალკის ტრანსფორმაცია, ალბათ შენიშნეთ რომ იგი ტრანსფორმაციის შემდეგ კიდევ გაიზარდა რაც დაფიქსირდა 2.10 წუთიდან 2.18-მდე. ასევე ჰალკსა და წარმოუდგენელ ჰალკს შორის განსხვავება არის მრისხანება წარმოუდგენელი ჰალკი ჰალკზე ბევრად მრისხანეა, რაც ადვილი შესამჩნევია, ბრძოლა ორივეს შესანიშნავი აქვს და ორივე მათგანი შთამბეჭდავია მაგრამ მე უპირატესობას მაინც ჰალკს ვანიჭებ, თუმცა ორივე მათგანი 1 პიროვნებაა.

მსგავსი ამბები

Back to top button