რა უნდა ვიცოდეთ თვლემის შესახებ?
საერთოდ, ძილს ადამიანის ცხოვრებაში დიდი ადგილი უკავია. ის, თუ როგორ გძინავთ, მეტყველებს იმაზე, ვინ ხართ. თვლემაში გატარებული დრო კი, მოქმედებს თქვენზე მთელი დღის განმავლობაში.
10– 20 წუთი, რომელსაც თვლემაში ატარებთ, გჭირდებათ სრული გამოღვიძებისთვის და გამოფხიზლებისთვის.
თვლემის დროს, ფანქრის ხელში დაჭერა ალბერტ აინშტაინს უყვარდა. როდესაც ფანქარი ვარდებოდა ის იღვიძებდა. ამ ხრიკს სალვადორ დალიც იყენებდა, განსხვავება იმაშია, რომ მას ფანქრის მაგივრად გასაღები ეჭირა ხელში.
თვლემას 26 წუთის განმავლობაში “ნასას თვლემას” ეძახიან, მას შემდეგ რაც 1995 წელს, ნასას ექსპერტმა მარკ როუსქაინდმააღმოაჩინა და შემდეგ მკვლევრებმა დამტკიცეც, რომ 26 წუთიანი თვლემა, პილოტების ფრენებს 54 %– ით უმჯობესებს.
არალოგიკურია, მაგრამ კოფეინი მოქმედებას მხოლოდ და მხოლოდ 45 წუთში იწყებს, ასე რომ მიირთვით ყავა თვლემის წინ და როდესაც გაიღვიძებთ მშვენიერ ფორმაში იქნებით.
თვლემა 60 წუთის განმავლობაში სასარგებლოა კოგნიტიური მეხსიერებისთვის.
იმისთვის, რომ დროზე გაიღვიძოთ, დააყენეთ ტელეფონზე მაღვიძარა.
90 წუთიანი თვლემა აუმჯობესებს აღქმით პროცესებს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ნიღაბი კომფორტული ძილისთვის, რათა არაფერი გიშლიდეთ ხელს.
წყარო – aww.ge