არქივი

წვრილმანი საგნების წვრილმანი ისტორიები

e1464cee32ab

2cdfa22ddf64
1. სავარცხელი
მიჩნეულია, რომ დედამიწის უძველესი მაცხოვრებლები თმის დასავარცხნად, თევზის ჩონჩხს იყენებდნენ.უცნობია სად და როდის დაამზადეს პირველი სავარცხელი, მაგრამ ერთ-ერთი უძველესი, რომის ტერიტორიაზე გათხრების დროსაა ნაპოვნი.სავარცხელი ცხოველის განიერი ძვლისაგან იყო გაკეთებული, რომელსაც სახელური და ერთმანეთისგან 0,2 სმ-ით დაშორებული ხელით ამოჭრილი 8 კბილი ჰქონდა.შემდეგში სავარცხლებს უკვე ხისგან,მარჯნისგან,სპილოს ძვლისგან,კუს ჯავშნისა და სხვადასხვა ცხოველის რქებისგან ამზადებდნენ. მე-19 საუკუნის შუა პერიოდამდე ამ მასალით სარგებლობდნენ. 1869 წელს ძმებმა ისაია და ჯონ ჰაიატებმა გამოიგონეს ცელულოიდი, რომელმაც სავარცხლის წარმოება მთლიანად შეცვალა.სპილოსა და კუს მოდგმაც განადგურებას გადაურჩა და ადამიანებმაც უფრო იაფფასიანი სავარცხელი მიიღეს. :)
31162b1158c0
2. ფეხსაცმლის ზონრები
მეტად უცნაურია, მაგრამ ისტორიამ არ შემოინახა იმ გენიოსის სახელი, ვინც ზონრები გამოიგონა. სამაგიეროდ, როგორღაც დაიცვა და შემოინახა თარიღი,როცა ეს მოვლენა მოხდა _ 1790 წლის 27 მარტი. სწორედ ამ დღეს ინგლისში ყელიანი ფეხსაცმლისთვის ლითონის ბუნიკიანი პირველი ზონარი გაჩნდა.ამ გამოგონებამდე ყველა ფეხსაცმელი აბზინდით იკვრებოდა.
18176a94972e
3. კბილის ჯაგრისი
პირის ღრუს ჰიგიენაზე ძვ.ეგვიპტელები ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 3 ათასი წლის წინ ზრუნავდნენ. მათ სარკოფაგებში აღმოჩენილია კბილის ჯაგრისები ხის ტოტებისაგან გაკეთებული გაწეწილ-გაბუებული ბოლოებით.თანამედროვე ჯაგრისის წინაპრად კი ჩინელი იმპერატორის მითითებით 1498 წელს დამზადებული პირველი ჯაგრისი ითვლება. ჩინურ ჯაგრისებში გამოყენებული იყო გარეული ღორის ჯაგარი, ტარად ხე ან ცხოველის ძვალი. მე-17 საუკუნეში ამ გამოგონებამ ევროპამდე მიაღწია , სადაც იმ დროს კბილებს არ იხეხავდნენ . სისუფთავის მოყვარული ევროპელები კბილის გასაწმენდად _ ბატის ფრთის,უფრო მდიდრები სპილენძისა და ვერცხლის კბილსაჩიჩქნებს იყენებდნენ ან უბრალოდ კბილებს ნაჭრით ისუფთავებდნენ.შემდეგ ევროპელებმა ღორის უხეში ჯაგარი ცხენის უფრორ ბილი ბეწვით შეცვალეს. 1937 წელს ნეილონი გამოიგონეს და 1938 წლიდან ბეწვი ნეილონმა შეცვალა, თუმცა ”ცხოველური წარმოშობის” ჯაგრისების გამოყენება დიდი პოპულარობით გრძელდებოდა, ვინაიდან უფრო რბილი იყო დახელოვნურისგან განსხვავებით ღრძილებს არ ფხაჭნიდა.
b4760cafa007
4. დანა-ჩანგალი
ძვ.რომაელები და ბერძნები ხელით ჭამდნენ და თითებს პურით იწმენდნენ.მოგვიანებით საბერძნეთში ხელებზე მაგარ ბუნიკიან სპეციალურ ხელთათმანებს იკეთებდნენ. საერთოდ კოვზის პირველსახე ჯერ კიდევ 3 ათასი ჩვენს ერამდე იქმნებოდა. მას თიხისაგან, ცხოველთა ძვლებისა და რქებისგან აკეთებდნენ. ასევე ხმარებაში იყო ზღვის ნიჟარები .პირველი ვერცხლის კოვზები მოკლე ტარიანი იყო და მუშტში ეჭირათ. თანამედროვე ჩანგლის მსგავსი ნივთი, ხუთი, ზოგჯერ მეტი კბილით, აზიაში X საუკუნეში გაჩნდა. 100 წლის შემდეგ ამ გამოგონებამ ევროპამდეც მიაღწია. მე-18 საუკუნის ბოლოს პრაქტიკულად ევროპის ყველა ქვეყანაში წაწვეტებულთავიანი სასადილო დანები მომრგვალებულპირიანმა შეცვალა.დანის წვერზე საჭმლის ნაჭრების წამოგების აუცილებლობა უკვე აღარ იყო, ვინაიდან ამ ფუნქციას ჩანგალი ასრულებდა.
82b1e66034e0
5.ღილები
უძველესი ადამიანები თავიანთი სამოსის ნაჭრებს მცენარის ეკლებით,წკირებითა და ცხოველთა ძვლებით აერთებდნენ.ძვ.ეგვიპტეში ბალთებს იყენებდნენ ან სამოსის ერთ ნაჭერს მეორეში გაკეთებულ ხვრელში ნასკვავდნენ.სახელდობრ ვინ გამოიგონა ღილი , უცნობია.მეცნიერთა ერთი ნაწილის ვარაუდით , ესენი ბერძნები ან რომაელები იყვენენ, მეორე ვერსიით – ღილი ხმარებაში აზიიდან შემოვიდა.მას უპირატესად სპილოს ძვლისაგან აკეთებდნენ. ღილებმა ფართო გამოყენება მხოლოდ მე-13 საუკუნეში ჰპოვა და თითქმის მე18 საუკუნემდე სიმდიდრისა და კეთილშობილი წარმომავლობის ნიშანი იყო. მეფეები და არისტოკრატები თავს უფლებას აძლევდნენ და ოქროს და ვერცხლის ღილებს უკვეთავდნენ.თითქმის მე-19 საუკუნემდე ღილები იმდენად ძვირი იყო, რომ მათ ერთი ტანსაცმლიდან მეორეზე აკერებდნენ.
0844d22ac9ce
6. ნემსი და მაკრატელი
კერვის ისტორია 20 ათასზე მეტ წელს ითვლის.პირველყოფილი ადამიანები ტყავებს ეკლითა და გათლილი ქვებით ხვრეტდნენ. ნახვრეტებში ცხოველთა მყესებს უყრიდნენ და ”კოსტუმებს” ამგვარად იკერავდნენ. ქვის , ცხოველის ძვლისა და რქისაგან დამზადებული ყუნწიანი ნემსები თანამედროვე დასავლეთ ევროპისა და შუა აზიის ტერიტორიაზეა ნაპოვნი.აფრიკაში ნემსის მაგივრობას პალმის ფოთლების მსხვილი ძარღვი ასრულებდა, რომელზეც მცენარეულ ძაფს აბამდნენ. ვარაუდობენ, რომ ფოლადის პირველი ნემსი ჩინეთში დაამზადეს. აქვე ჩვენს ერამდე მე-3 საუკუნეში გამოიგონეს სათითე. მავრიტანიაში მცხოვრებმა ტომებმა ეს გამოგონება დასავლეთამდე მიიტანეს.ნემსების მასობრივი წარმოება მე-14 საუკუნში ჯერ -ნიურნბერგში, შემდეგ კი ინგლისში დაიწყეს.მექანიზებული წარმოების წესით პირველი ნემსი 1785 წელს დაამზადეს.
თანამედროვე მაკრატლის პირველი წინაპარი ძვ.ეგვიპტის ნანგრევებში იპოვეს. ის მთლიანი ლითონის ნატეხისგან იყო გაკეთებული და არა 2 გადაჯვარედინებული პირისაგან. აღნიშნული მაკრატელი ჩვენს ერამდე მე-16 საუკუნით თარიღდება. მაკრატელი იმ სახით, რაც დღესაა ცნობილი, ლეონარდო დავინჩიმ გამოიგონა.

მსგავსი ამბები

Back to top button