გართობაკულტურა

დაგ ლაიმანმა ტომ კრუზი მთვარეზე გაუშვა

893e26c8bff2

ტომ კრუზი აგრძელებს თანამშრომლობას მძაფრსიუჟეტიანი ფილმის,,მომავლის ზღვარის’’ რეჟისორ დაგ ლაიმანთან. როგორც იტყობინება გამომცემლობა Variety, ისინი ერთად გეგმავენ შექმნან ფანტასტიკური ფილმი სახელწოდებით ,,Luna-park’’.
სიუჟეტის ცენტრში იქნებიან მსხვილი კორპორაციის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც იგზავნებიან არასანქცირებულად მთვარეზე სამოგზაუროდ, რათა მოიპარონ ენერგიის წყარო.
სავარაუდოა,რომ ლაიმანი დიდიხანი ოცნებობდა ამ პროექტის რეალიზებაზე და 2011 წელს სტუდიები Paramount и Skydance დათანხმდნენ კიდეც დაეფინანსებინათ იგი, მაგრამ საბოლოოდ მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ფილმის წარმოების ბიუჯეტი აღემატებოდა 100 მილიონ დოლარს.
კრუზის მონაწილეობა ხელშეკრულებით ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ ის ფაქტი, რომ იგი დაინტერესებულია იძლევა შანსს იმისა, რომ პარტნიორი შეძლებს იპოვოს ინვესტორი და დაიწყოს სცენარის მომზადება.
შეგახსენებთ, რომ ფილმი ,, მომავლის ზღვარი’’ რომლის ღირებულება 178 მილიონ დოლარს შეადგენდა და კრიტიკოსებისგან იყო ძირითადად დადებითი შეფასებები, მან მსოფლიო სალაროებში მხოლოდ 369 მილიონი დოლარი მოიპოვა.
ლაიმანის შემდეგი სარეჟისორო პროექტი იქნება დრამა სახელწოდებით ,,მენა’’, რომელშიც მთავარ როლს ისევ ტომ კრუზი ითამაშებს. ფილმს მაყურებელს 2017 წელს წარუდგენენ.

687b14ea8fb0

11830f9933ba

3072b2f66e1b

მსგავსი ამბები

Back to top button