არქივი

მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავი 15 ფოტო და მათი ისტორიები.

915

შესაფერის დროსა და ადგილას სწორად გადაღებულ ფოტოს უდიდესი ძალისხმევა აქვს-მას ისტორიის შექმნა ძალუძს. გთავაზობთ ემოციურად ძლიერ 15 სურათს…

1. სანამ მეზღვაური უცნობ ექთანს ჰკოცნიდა, მისი მომავალი მეუღლე კაცისგან რამდენიმე ნაბიჯით მოშორებით იდგა.
241

მეზღვაური, ჯორჯ მენდონზა კინო-თეატრში ფილმს „ყველაზე მომხიბვლელ გოგონასთან ერთად“, რიტა პეტრისთან ერთად უყურებდა, როდესაც ფილმის ჩვენება შეწყდა. იაპონიამ იარაღი დაყარა და ომი დამთავრდა. ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. ჯორჯმა დაინახა უცნობი ექთანი, ხელი სტაცა მას და აკოცა. ის და რიტა კი, ამ ამბიდან უკვე 60 წელია, დაქორწინებულები არიან.

2. ფოტოზე აღბეჭდილ ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ, რომ ისინი ამერიკელმა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს.
328

ზუსტად მაშინ, როდესაც რუზველტი გარდაიცვალა, ამერიკელი ჯარისკაცების ჯგუფი გერმანიაში, მატარებლის სადგურში გაემართნენ. იქ იწვნენ ადამიანები, რომლებმაც მათი მისვლა ვერც კი შეამჩნიეს. ფოტო სწორედ იმ მომენტშია გადაღებული, როდესაც ადამიანებმა ნელ-ნელა იწყეს იმის გაცნობიერება, რომ გადარჩნენ.

3. ფოტოგრაფმა გააბრაზა უინსტონ ჩერჩილი, რადგან სიგარეტი გამოართვა.
424

ფოტოგრაფმა ჩერჩილი გააბრაზა, რადგან სურათის გადაღებისას, სიგარეტი გამოართვა.

4. მარგარეტ ბურკს მოუწია ესწავლა, როგორ მუშაობდა ჯარა, სანამ ამ ფოტოს გადაიღებდა.
63

მარგარეტ ბურკი, ცნობილი ფოტოგრაფი, ინდოეთს დამოუკიდებლობის მიღებამდე ეწვია. განდის მდივანმა მას შეატყობინა, რომ ფოტოს გადაღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებდა, თუ ჯარას გამოყენებას ისწავლიდა. მან ისწავლა. ასევე, მდივანმა ფოტოგრაფს უთხრა, რომ არ დალაპარაკებოდა განდის, რადგან ეს მისი სიჩუმის დღე იყო და არ გამოყენებინა ნათელი ფერები, რადგან ის მაჰათმას არ მოსწონდა.

5. ნორმანი ამოშალეს ოლიმპიური თამაშების სიიდან, რადგან ის მხარს უჭერდა შავკანიანთა უფლებებს.
716

ეს ფოტო 1968 წლის ოლიმპიური თამაშების დროსაა გადაღებული. ტომი სმიტისა და ჯონ კარლოსის ეს მისალმება ნიშნავდა მისალმებას ფერადკანიანებისადმი. იდეის ავტორი იყო პიტერ ნორმანი, რომელიც თავად არ გამოიყენა მისალმების ეს ჟესტი. ის ჩამოაშორეს ოლიმპიურ თამაშებს, რის გამოც მას დეპრესია დაემართა, რის გამოც ალკოჰოლისა და ნარკოტიკის მოხმარება დაიწყო.

6. ჰენრი ბრესონი იღებდა ინდოეთს, რომელმაც მაშინ მიიღო დამოუკიდებლობა და აღბეჭდა ეს მომენტი პანდიტ ნერუსა და ედვინა მაუნტბეტენს შორის.
816

ედვინა და ნერუ რაღაცაზე იცინიან. ამ ფოტოს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან გაირკვა, რომ ნერუს ედვინას მიმართ სიმპათიები ჰქონდა.

7. ამ კადრის გადაღების შემდეგ, ომაირა სანჩესი გარდაიცვალა.
915

1985 წელი, მაშინ, როდესაც ვულკანმა ამოხეთქა. გოგონა წყალსა და ბეტონში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. ის 13 წლის იყო.

8. ავღანელი გოგონა ლტოლვილების ბანაკში, სკოლის მოსწავლე იყო.
1012

ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფოტოა. ავღანელი გოგონა შარბათ გულაა, რომელსაც ხშირად უწოდებენ ავღანელ მონა ლიზას.

9. ღიმილით დაღლილმა, ალბერტ აინშტაინმა ფოტოგრაფს ენა გამოუყო, რომელიც მას საიუბილეო ფოტოს უღებდა.
1169

72 წლის აინშტაინის სურათი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გახდა.

10. ექვსმა ადამიანმა აწია დროშა, მათგან სამი მალევე დაიღუპა, სამი კი გადარჩა.
1218

ამ ფოტომ პულიცერის პრემია მოიგო, რომელზეც აღბეჭდილია 6 მეომარი, მეორე მსოფლიო ომის დროს, რომლებიც ამერიკის დროშას მაღლა სწევენ. მათგან მეექვსე ადამიანმა, ბრძოლის ველის დატოვებაზე უარი განაცხადა. მაგრამ ის გარიცხეს. როდესაც გაიგო, რომ მისი მეგობრები გარდაიცვალნენ, მან მთელი ცხოვრება სინდისის ქენჯნაში გაატარა.

11. ეს ფოტო ორმა ფოტოგრაფმა გადაიღო. ერთ-ერთი მათგანი პულიცერის პრემიით დააჯილდოვეს.
1317

1995 წელს, ოკლაჰომას დაბომბვის დროს, მეხანძრეს ხელში სისხლიანი ბავშვი უჭირავს.

12. პაციენტმა ექიმზე დიდხანს იცოცხლა.
142

დაფიქსირებულია ექიმი, რომელმაც გულის გადანერგვის 23-საათიანი ოპერაცია ჩაატარა. მის ასისტენტს კუთხეში სძინავს. პაციენტი არა მხოლოდ გადარჩა, არამედ ექიმზე დიდხანსაც კი იცოცხლა.

13. იმ შიშის რაც მან სუდანში ნანახის გამო გადატანა და კიდევ, კრიტიკის გამო, თუ რატომ არ დაეხმარა ის გოგონას, ფოტოგრაფმა ამ ფოტოს
გადაღებიდან რამდენიმე თვეში, სუიციდი სცადა.

1517

ხედავთ, რომ ფოტოზე აღბეჭდილია შიმშილისგან განადგურებული გოგონა, რომელსაც ელოდება ფასკუნჯი, რათა გაიტაცოს. ფოტოგრაფმა სურათი გადაიღო და მტაცებელი ფრინველი გააგდო. მან პულიცერის პრემია მიიღო. მაგრამ შიშისა და კრიტიკის გამო, 3 თვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა.

14. ამ ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ, ამერიკის მთავრობამ ბანაკში საკვები და სასმელი წყალი გაგზავნა.

1616

ეს გადასახლებული დედაა, დიდი დეპრესიის პერიოდი.

15. მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობაში დაახლოებით, 3 000 ადამიანი დაშავდა.
23

11 სექტემბერი.

 

წყარო : aww.ge

Back to top button