კულტურა

ბენჯამენ ბატონის უცნაური საქმე

3112e7fthecuriouscaseofbenjaminbutton

ორიგინალური დასახელება: The Curious Case of Benjamin Button
გამოსვლის თარიღი: 25 დეკემბერი 2008
ჟანრი: ფენტეზი, მელოდრამა, დრამა.
სცენარი: ერიკ როტი, რობინ სუიკორდი
რეჟისორი: დევიდ ფინჩერი
როლებში: ბრედ პიტი, კეიტ ბლანშეტი, ტილდა სუინტონი, ელლი ფანინგი, ჯეისონ ფლემინგი, ჯულია ორმონდი, ელიას კოტეასი, ტარაჯი პ. ხენსონი, ჯოშ სტიუარტი, ფაუნ ა. ჩემბერსი.

ფილმის შესახებ:
ფილმში მოთხრობილია ბენჯამენ ბატონის სამე, კაცის რომელიც ცხოვრებას იწყებს უკუსვლით ძალიან უცნაურ გარემოებაში.

ცხოვრება იზომება არა წუთებით, არამედ წამებით…
მართალია ბატონი გოგი გვახარია უფრო დაწვრილებულ და ჩამოყალიბებულ აზრს მოგაწვდიდათ ამ ფილმის შესახებ, მაგრამ არ შემიძლია, რომ მეც 2-იოდე სიტყვა არ მოგახსენოთ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ვარ გაუბედურებული ამ ახალი წლის გადამკიდე და ისე მეძინება ამ წუთას ვერ აგიხსნით :dabneuli: ამიტომ რასაც დავწერ ის იქნება ჩემი მაქსიმუმი ამ მდგომარეობიდან გამომდინარე! :)

მოკლედ 2 წუთის წინ დავამთავრე ამ ფილმის ყურება და ძალიან მინდოდა აქ დამეპოსტა ჩემი გრძნობები. როლებში ალბათ წაიკითხეთ ვისაც იხილავთ, ამიტომ დიდხანს არ შევჩერდები: ბრედ პიტი არის ალბათ ერთერთი იმ მსახიობებიდან, ვისაც შეგვიძლია თამამად და ხმამაღლა ვუწოდოთ გენიოსები! ოქროს გლობუსი უკვე მიიღო და დარწმუნებული ვარ ოსკარსაც აიღებს თუ არ ჩააწყეს სერიალების (გაქცევა, დაკარგულები და მსგავსი სლეობების) წარმომადგენლებმა :D რა შემიძლია ვთქვა ქეით ბლანშეტზე ისეთი რაც თქვენ არ იცით. ასეთი მომხიბვლელი და ლამაზი თვით ელიზაბეტშიც კი არ ყოფილა. მთლიანად ფილმი არის მისი ბენეფისი, როგორ ინარჩუნებს ასეთ ფორმას ეს 40 წლის ქალბატონი :)

ოქროს გლობუსზე უკვე საკმაო წარმატება ჰპოვა ამ ძალიან უცნურმა ფილმმა და იგივეს ელოდება ალბათ ყველა ვინც ტრეილერი მინც ნახა ;) მოკლედ რო ვთქვა, მე არ მინახავს ამ ფილმზე უკეთესი რამ ცხოვრებაში… სცენარი, გადაღება, მსახიობების შერჩევა, საუნდტრეკები, რეჟისურა, უბრალო წვრილმნები… ყველაფერი იდეალურია. თან ფილმი გრძელდება 2 საათი და 43 წუთი, მაგრამ ისე გაირბენს ეს დრო ვერც კი გამოერკვევით რა მოხდა. მე მეტს აღარ ან ვეღარ გავაგრძელებ (სასტიკად მეძინება :dzili:) და დაგიტოვებთ აქ ტრეილერს. აუცილებლად უყურეთ ყველამ და გპირდებით ეს 2 საათი და 43 წუთი არ იქნება ტყვილად დახარჯული დრო, რადგან დიდ სიამოვნებას მიიღებთ.

ეს ფილმი გახდება არამარტო წლის საუკეთესო, არამედ ყველა დროის საუკეთესოც!

საიტის წესებიდან გამომდინარე არ დაიდება აქ კინო გადმოსაწერად. (პოვნა არ გაგიჭირდებათ ;))

იმედია არ მოგაბეზრეთ ამდენი ლაპარაკით თავი. კომენტარებში დაწერეთ როგორ მოგეწონებათ…

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button