მისტიკასაკითხავისასარგებლო

ანგელოზი რომელსაც სტანდარტულად თეთრი ფრთები არ აქვს …

მწამს რომ რაღაც ქმედებაში, რომელიც შენდა უნებურად და ზოგჯერ შემთხვევით ხდება, დიდი საიდუმლო იმალება, ისეთი დიდიც, რომ შეიძლება რადიკალურად შეამოატრიალოს შენი აზროვნების ტიპი, შეცვალოს შენი დამოკიდებულებები რეალური და აფსტარქტული სამყაროების შესახებ, სამყაროების, რომლებიც გვზრდიან არარეალისტული და პაციფისტური შეხედულებების ჩამოსაყალიბებლად და ანგრევენ ჩვენს მიერ მანამდე შექმნილ უსასრულო სამყაროებს. სახელმწიფო, რელიგია, კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის პიროვნულ შეხედულებებს, რეალისტურად აღქმული სამყაროს მიმართ, გვისახავენ ილუზიებს, რომელიც ყველაზე ,,აღმატებულ” არსებებად გვაქცევს, ადამიანთა თავისუფალი აზროვნების ნგრევა იწვევს თვითმყოფადობის რაციონალისტურ ფატალიზებას.

ასეთი შესავალი რატომ მოვაყოლე? რამდენიმე კვირის წინ შემემთხვა ისტორია, რომელმაც შემცვალა პიროვნულად, არსობრივად, გამიჩნდა რწმენა, რომ ოდესმე ადამინთა მოდგმა შეიცვლება და გახდება ისეთი თავისუფალი და თვითდამკვიდერებული, რომ საკუთარ შეხედულებებს ( სრული მნიშვნელობით ) არ გადააბიჯებს, გახდება ყველაზე ,,მაღალი” თავისუფალი, რომელიც არ გაითვალიოსწინებს გარემო ფაქტორებს და არ გახდება ტყვე საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების შესაბამისად არ განადიდებს, მწვერვალზე არ აიყვანს სხვა ადამიანს, ნივთს, რელიგის, სახელმწიფოს და კანონს. გახდება ერთპიროვნული ლიდერი საკუთარი სამყაროსი, რომელსაც შექმნის იმჟამად უნაყოფო მიწაზე.

ისტორია

დილის შვიდი საათი და ისევ დაღლილობა, ურექციოდ აწკრიალებული მაღვიძარა, მასაც ეტყობა, რომ დღეს ცუდ განწყობაზეა, რატომღაც ხმა იმაზე დაბალი აქვს ვიდრე მაშინ როცა სულ ახალი იყო, მოთენთილი გდიხარ საწოლზე უენერგიოდ, წამოდგომას ცდილობ, მაგრამ ვერ ახერხებ, ბოლო ძალებს იკრებ და საწოლზე წამომჯდარი ფიქრობ ტანსაცმელზე, რომელიც იატაკზე გაფენილა, ვერაფერს იხსენებ, ფიქრობ, მაგრამ დაბრკოლებას აწყდები და ხვდები, რომ თავი საშინლად გისკდება, საწოლიდან დგები და ცალი თვალით უყურებ შენს გარშემო სივრცეს, მეორე თვალიც ცდილობს არ გამოტოვოს ,,საოცნებო” გარემოს აღქმა იმ მომენტში, მაგრამ ვერ ახერხებს, ხელს თვალზე იდებ და ეს ტკივილი თავის ტკივილს აჭარბებს. სამზარეულოში შედიხარ და ინსტიქტურად მაცივარს ეძებ, პოულობ, მაგრამ იმედი გიცრუვდება, გაღებისას მხოლოდ შენს გაცხელებულ სახეს ეხეთქება ცივი ჰაერის ნაწილაკები, არაფერი გხვდება და იქ ჩერდები რამდენიმე წუთით, ყველაზე სასიამოვნო პროცესს აწყდები ამ სიტუაციაში, ქურთუკის ძებნას იწყებ რადგან შიმშილით არ მოკვდე ამ დილით, იხედები საფულეში და ოც ლარიანს პოულობ დიდი ბედნიერებაა, ამ მომენტში ძალაინ დიდიც კი, რადგან არ მოგიწევს დღეს მაინც სუპერმარკეტის ,,გაქურდვა”. სწრაფად ჩარბიხარ კიბეს და ორ წუთში მარკეტის შუშიანი ვიტრინის წინ ჩერდები, სწრაფად ავლებ თვალს საკუთარი თავის გამოსახულებას შუშაზე და ფიქრობ ადამიანზე, რომელიც უბედურია და ეს უბედურება, ახლა უკვე, მკაფიოდ აღბეჭდილა სახეზე, ამ გამოსახულებას ვიტრინა სამუდამოდ იმახსოვრებს, შემდეგი ადამიანი, რომელიც გაბედავს და მის წინ დადგება, იგი ადამიანთა საუკუნო სევდას აჩვენებს მას და …

სუპერმარკეტში შევდივარ და ბოსტნეულის სექციას ვაწყდები, რომელიც, რატომრაც არასასურველია ჩემთვის, მივდივარ მეორე სექციისკენ და იქ ვჩერდები, ხმა მეკარგება, ვშეშდები, ვხედავ გოგოს, რომელიც შოკოლადების სექციასთან დგას და ურეაქციოდ მისჩერებია მათ, იფიქრებდით შიკოლადის სურნელი უნდა ასდიოდესო, მაგრამ არა, მას ატმის პატარა ყვავილის სუნი ჰქონდა, ჩვეულებრივი არსება იყო სამყაროში, ძალიან ჩვეულებრივიც კი, მაგრამ იმ ,,ერთისთვის” ყველაზე ძვირფასი. ანგელოზი რომელსაც სტანდარტულად თეთრი ფრთები არა აქვს, სამყაროს სახე იყო მანამდე, სანამ მის სახეს დავინახავდი, შემობრუნებისას ( მისი ) ვნახე მისი ნატანჯი, ნაბიჯებგადავლილი, უმანკო სახე, მის თვალებს შევხედე და ჩავედი ღრმად, ქვეცნობიერს გავცდი და უსასრულობაში არმოვჩნდი, დავინახე ბნელ კუთხეში მჯდომი გამხეცებული, მაგრამ უდიდესი სილამაზის მქონე არსება, რომელიც სიცარიელემ, ცხოვრების სიცარიელემ, დაატყვევა და გაქრა, გაქრა მისი სილამაზე, ბედნიერება, სიმშვიდე და სითეთრეში ჩავიკარგე …

თეგები

timo

love to my home, job and hug ... :D

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close