TECH & მეცნიერებაგართობა

რომელი საკვები პროდუქტი არ უნდა მიირთვათ, თუ მაღალი წნევა გაწუხებთ

1364

თუ მაღალი წნევა გაწუხებთ, შემდეგი პროდუქტების მიღება უნდა აკრძალოთ, ან შეზღუდოთ მაინც:

წითელი ხორცი
ცხიმიანი ხორცი გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლო არ არის.

მწნილი
მწნილი სავსეა K ვიტამინით და არ ნაკლებად კალორიულია, მაგრამ ის სავსეა ნატრიუმით. საშუალო ზომის მწნილი შეიცავს, დაახლოებით, 570 მგ. ნატრიუმს, ეს რაოდენობა კი 1/3-ჯერ მეტია დღიურად რეკომენდირებული მისაღები მწნილის დოზისა.

მჟავე კომბოსტო
მჟავე კომბოსტო შეიცავს რკინას, ბოჭკოვან ქსოვილს, C და K ვიტამინებს, რაც იმუნიტეტის დონეს ამაღლებს. ის, ასევე, ნაკლებად კალორიულია, მაგრამ მასში 460 მგ-ზე მეტი ნატრიუმია.

შაქარი
ტკბილეული წონის მატებას უწყობს ხელს. ზედმეტი წონა კი მაღალი წნევის განმაპირობებელი ერთ-ერთი პირობაა. ის ცუდად მოქმედებს გულის მუშაობაზე და შესაძლოა, შეანელოს სისხლის მიმოქცევა.

მარილი
ნატრიუმის მეტისმეტი მიღება, მნიშვნელოვნად წევს წნევას. მას შეუძლია, გულისა და არტერიების სერიოზული დაზიანება.

ალკოჰოლი
ალკოჰოლის ზედმეტმა დოზამ შესაძლოა, გამოიწვიოს წნევის მომატება. ჰიპერტონიით დაავადებულებმა ალკოჰოლური სასმელების მიღება უნდა აკრძალონ, ან ისინი ზომიერად მიიღონ.

რას ნიშნავს ალკოჰოლის ზომიერი დოზა:

– დღეში ერთი ჭიქა, 65 წელზე ზემოთ მამაკაცებისთვის
– დღეში ორი ჭიქა, 65 წელზე ახალგაზრდა მამაკაცებისთვის
– დღეში ერთი ჭიქა, ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისთვის

ნატურალური რძე
რძე კალციუმის საბადოა, მაგრამ მაღალი ცხიმიანობის მქონე რძის ნაწარმი იმაზე მეტ ცხიმს შეიცავს, ვიდრე ის ადამიანის ორგანიზმისთვის საჭიროა. ერთი ფინჯანი ნატურალური რძე შეიცავს 8 გრ. ცხიმს. მისი ზედმეტი დოზა კი იწვევს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს.

 

წყარო – aww.ge

იხილეთ ასევე
Close
Back to top button