გამოგონებასაკითხავიუცნაური

პოლუსებს მიღმა არსებული კაცობრიობისთვის დღემდე უცნობი გეოგრაფიული ზონა და იქ არსებული განვითარებული ცივილიზაცია?

არსებობს სხვადასხვა დროის მოგზაურთა მიერ შედგენილი ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის რუკები, სადაც 84-ე ჩრდილოეთ განედზე და 160-ე დასავლეთ გრძედზე აღნიშნულია ხმელეთი, რომელსაც ვერცერთ თანამედროვე რუკაზე ვერ ვიპოვით. მაგრამ თითოეულ ასეთ მოგზაურს რეალური სათავგადასავლო ისტორია აკავშირებს ამ მიწასთან და მათ მიერ იქაური კლიმატი აღიწერება ისე, რომ არანაირად არ შეესაბამება ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის კლიმატს.


დიდი ხანია მსოფლიოში არსებობს რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით შემუშავებული თეორია, რომლის თვალსაზრისითაც დედამიწის შიგნით არის სფერული ფორმის სიცარიელე,

რომლის ცენტრიც ემთხვევა დედამიწის ცენტრს. ასე რომ ამ თეორიიდან გამომდინარე, დედამიწას გააჩნია გარე ზედაპირის გარდა შიგა ზედაპირიც.
ამ ორ ზედაპირს შორის არსებული მიწის სისქეა საშუალოდ 1100 კილომეტრი.
ამ ორ ზედაპირს შორის იმყოფება გრავიტაციული ცენტრი, რომელიც არა ერთ წერტილში, არამედ ამ ორი ზედაპირის ნებისმიერ ორ უახლოეს წერტილს შორის იმყოფება, ამიტომ, თუკი დედამიწის ზედაპირზე ფიზიკური სხეულების მიზიდვა ხდება დედამიწის ცენტრისკენ, დედამიწის შიგა ზედაპირზე პირიქით, მიზიდულობა მიმართულია დედამიწის ცენტრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
ეს ორი ზედაპირი ერთმანეთს უერთდება ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებში არსებული თითო პოლარული ღიობით.
ეს ღიობები არ არის იმგვარი, რომ მასში შეიძლებოდეს ფიზიკური სხეულის „ჩავარდნა“. პირიქით, თუკი მოგზაური გადაინაცვლებს ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანიდან ამ ღიობში, ის ვერც კი ამჩნევს, რომ რაიმე სახის ღიობში შეიძლება იმყოფებოდეს. ამის შემდგომ კი, როცა ღიობიდან მოგზაური უკვე დედამიწის შიგა ზედაპირზე გადაინაცვლებს, მან არც კი იცის თუ სად იმყოფება და თავის ადგილმდებარეობად ისევ ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანე მიაჩნია.
თუ ამ ღიობებს შევხედავთ ჭრილში (რომელიც ნაჩვენებია ბოლო სურათში), დავინახავთ, რომ ეს ღიობები დედამიწის შიგა და გარე ზედაპირებს ერთმანეთთან წრიული ფორმის ზედაპირებით აერთებს.
ეს ღიობები უზრუნველყოფს იმას, რომ შიგა და გარე ზედაპირებს გააჩნიათ საერთო ჰიდროსფერო და ატმოსფერო.
რაც შეეხება შიგა ზედაპირის განათებას, შიგა ზედაპირი განათებულია დედამიწის შიგნით არსებული სფერული სიცარიელის ცენტრში უწონო მდგომარეობაში არსებული პატარა ზომის ცენტრალური მზით, რომელიც ანათებს დედამიწის მთელს შიგნითა ზედაპირს ერთდროულად და ამიტომ: აქ არის მუდმივად დღე, არ არსებობს სეზონური ცვალებადობა და არის ყველგან მუდმივი ტემპერატურა.
შიგა ზედაპირზე არსებობს: ზღვები, ოკეანეები, კუნძულები და კონტინენტებიც კი, აქაურობა გამოირჩევა მდიდარი ფლორითა და ფაუნით.
რაც შეეხება პოლარული ხვრელების ადგილმდებარეობას, ჩრდილოეთ პოლარული ღიობი რუკაზე მდებარეობს ზუსტად იქ, სადაც მოგზაურების მიერ თავიანთ რუკებზე ხმელეთია აღნიშნული, ანუ 84-ე ჩრდილოეთ განედზე და 160-ე დასავლეთ გრძედზე, რაშიც ეს თეორია გულისხმობს იმას, რომ მოგზაურების მიერ რუკაზე აღნიშნული ხმელეთი არა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში, არამედ პოლარული ღიობის მიღმა, დედამიწის ქვედა ზედაპირზე მდებარეობს, რომელიც მოგზაურებმა შეცდომით დაიტანეს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში.

სამხრეთ პოლარული ღიობი კი მდებარეობს ზუსტად ჩრდილოეთ პოლარული ღიობის საწინააღმდეგო მხარეს, ანუ 84-ე სამხრეთ განედსა და 20-ე აღმოსავლეთ გრძედზე, რომელიც მდებარეობს ანტარქტიდის იმ ნაწილში, სადაც არის არა ხმელეთი, არამედ გაყინული წყალი და ამიტომ, სამხრეთ პოლარული ღიობი ამოვსებულია ყინულით. მაგრამ ამ ყინულში არსებობს გვირაბები, რომლებიც ამოვსებულია წყლით და გადის დედამიწის ქვედა ზედაპირზე.
შემდეგ სურათში ნაჩვენებია ანტარქტიდა ყინულის საფარველის გარეშე:

ეს თეორია არ ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, პირიქით, ის არსებული ფიზიკის კანონების გათვალისწინებითაა შემუშავებული და „ფუტურო დედამიწის“ თეორიის (Hollow Earth Theory) სახელითაა ცნობილი.
არსებობს ვიდეო რგოლი, სადაც ეს ყველაფერი თვალსაჩინოდაა ნაჩვენები და ამავე დროს თითქმის სრულ ინფორმაციას იძლევა ამ ყველაფერზე.

ამ ვიდეო რგოლში ნახსენებია ამერიკელი ადმირალი, რიჩარდ ეველინ ბირდი, რომელიც ერთ ერთი პიროვნებაა მათგან ვინც რეალურად იმყოფებოდა აღნიშნულ გეოგრაფიულ ზონაში. მან აღწერა თავისი თავგადასავალი თავისი მოკლე დღიურით, რომლის ქართული ვერსიის წაკითხვასაც აქვე შეძლებთ:

ადმირალი რიჩარდ ეველინ ბირდის დღიური

კვლევითი ფრენა ჩრდილოეთ პოლუსის თავზე
(თებერვალი – მარტი, 1947 წელი)

(ჩემი საიდუმლო დღიური დედამიწის შიდა მხარის შესახებ)

მე ვწერ ამ დღიურს საიდუმლოდ. ეს უკავშირდება ჩემს არქტიკულ ფრენას, ათას ცხრაას ორმოცდაშვიდი წლის ცხრამეტ თებერვალს.

მე არ მაქვს უფლება გამოვამჟღავნო შემდეგი დოკუმენტაცია ამ წერილის სახით… შესაძლოა ეს დოკუმენტი ვერასდროს ვერ განიხილოს საჯაროდ, მაგრამ მე უნდა შევასრულო ჩემი მოვალეობა და წერილობით ჩამოვაყალიბო ჩემი თავგადასავალი, რათა ერთ დღესაც წაიკითხოს ყველამ.

ბორტის ჟურნალი: არქტიკული ბაზა, 2/19/1947

06:00 სთ – ყველაფერი სრულყოფილადაა მზად ჩრდილოეთის დასაზვერად. საფრენად რეზერვუარებიც სავსეა საწვავით 06:10 სთ-ზე.

06:20 სთ – ინდიკატორი აჩვენებს, რომ საწვავის ბაკი საკმაოდ სავსეა, მიმართულებაც სწორია და ფრენაც შეუფერხებელი.

07:30 სთ – რადიოს ფუნქციონირებას ვამოწმებთ საბაზო ბანაკის მიმართ; ყველაფერი წესრიგშია და რადიო მიღებაც ნორმალურია.

07:40 სთ – ძრავაში შეინიშნება საწვავის მცირე გაჟონვა, თუმცა საწვავის წნევის ინდიკატორი აჩვენებს ნორმალურ წნევას.

08:00 სთ – მცირე ტურბულენტობა აღინიშნება აღმოსავლეთის მიმართულებით 2321 ფუტის (707,4408 მეტრის) სიმაღლეზე. კორექტირება მოვახდინეთ 1700 ფუტზე (518,16 მეტრზე). ტურბულენტობა წინსვლაში აღარ გვაფერხებს, მაგრამ ქარის სიძლიერე გაიზარდა, შევიტანეთ მცირე ცვლილებები დროსელირების კონტროლში, ახლა თვითმფრინავი ძალიან კარგ მდგომარეობაშია.

08:15 სთ – გავიარეთ რადიო შემოწმება საბაზო ბანაკთან მიმართებაში და სიტუაცია ნორმალურია.

08:30 სთ – ტურბულენტობა ისევ შეგვხვდა, სიმაღლე გავზარდეთ 2900 ფუტით (883,92 მეტრით) და ისევ შეიქმნა შეუფერხებელი ფრენის პირობები.

09:10 სთ – ჩვენს ქვემოთ ვრცელი ყინული და თოვლია, შეინიშნება მოყვითალო ბუნებაც, რომელიც მიმოფანტულია ხაზოვნად, ასევე შეინიშნება მოწითალო და მოიისფრო ფერებიც. კომპასი დაბზრიალდა ორი სრული ბრუნით და დაუბრუნდა საწყის მიმართულებას. მდგომარეობა ხელახლა შემოწმდა საბაზო ბანაკის მიერ, გადავეცით ინფორმაცია თოვლის და ყინულის ქვეშ არსებული შეფერილობების შესახებ.

09:10 სთ – ორივე მაგნიტურმა კომპასმა და ჰირო კომპასმაც დაიწყეს წრიულად ბრუნვა და მერყეობა. შეუძლებელია მიმართულების კონტროლი მოწყობილობების მეშვეობით. გადავედით მზის კომპასის გამოყენებაზე, ჯერ კიდევ ყველაფერი კარგადაა. ჩვენი მხრიდან კონტროლზე, თვითმფრინავის რეაგირება დაბალი ხარისხისაა, მაგრამ ბორტზე არ ფიქსირდება გაყინვა!

09:15 სთ – გარკვეულ მანძილზე გამოჩნდა რაღაც მთები.

09:49 სთ – მთების პირველად დანახვიდან 29 წუთი გავიდა. ეს არ არის ილუზია, ეს ნამდვილად მთებია და ჩამწკრივებულია პატარა რიგებად, რომელიც არასდროს მინახავს.

09:55 სთ – სიმაღლე შევცვალეთ 2950 ფუტამდე (899,16 მეტრამდე). განმეორებით ისევ შევეჩეხეთ ძლიერ ტურბულენტობას.

10:00 სთ – გადავუფრინეთ მთების პატარა მწკრივს. მიმდინარეობს ჩრდილოეთის მიმართულებით სვლა. მთების მწკრივის გადაღმა გამოჩნდა რაღაც ხეობა, რომელშიც მიედინება პატარა მდინარე. წესით, ეს მწვანე ხეობა, რომელიც ჩვენს ქვევითაა, არ უნდა არსებულიყო აქ! რაღაც ნამდვილად უჩვეულო და ანომალიურია აქ! ჩვენ წესით უნდა ვიმყოფებოდეთ ყინულის და თოვლის თავზე! მთების ფერდობებზე უზარმაზარი ტყეებია. ჩვენი სანავიგაციო მოწყობილობები კვლავ ბზრიალებენ, ხოლო ჰიროსკოპი ქანაობს წინ და უკან.

10:05 სთ – სიმაღლე შევცვალეთ 1400 ფუტით (426,72 მეტრით) და ხეობაზე უკეთ დასაკვირვებლად მოვბრუნდით მარცხნივ. ეს არის მწვანე ხავსი ან ხშირი ბალახი. სინათლე სხვანაირია. შეუძლებელია ჩემთვის მზის დანახვა. კიდევ ერთხელ მოვბრუნდით მარცხნივ და ჩვენს ქვევით შევნიშნეთ რაღაც, რომელიც ჩანს, რომ არის, რომელიღაც სახეობის დიდი ცხოველი. ის ჩანს როგორც სპილო! არა!!! ეს უფრო გავს მამონტს! დაუჯერებელია! მაგრამ, ის იქ არის! სიმაღლე შევამცირეთ 1000 ფუტით (304,8 მეტრით) და დავიჭირეთ დურბინდები ცხოველზე უკეთ დასაკვირვებლად. აღნიშნული დასტურდება, რომ ეს ნამდვილად მამონტია! ამას ვატყობინებთ საბაზო ბანაკში.

10:30 სთ – ახლა გადავაწყდით უფრო მეტ გორაკებიან ბორცვებს. გარე ტემპერატურის ინდიკატორი აჩვენებს 74 გრადუსს ფარენჰეიტით (დაახლოებით 23,3 გრადუსი ცელსიუსით)! ვაგრძელებთ ჩვენი მიმართულებით სვლას. სანავიგაციო მოწყობილობების ჩვენება ნორმალურია. მათმა ქმედებამ შემაფიქრიანა. ვცდილობ საბაზო ბანაკთან დაკავშირებას, მაგრამ რადიო არ ფუნქციონირებს!

11:30 სთ – წინ შევნიშნეთ რაღაც, რომელიც როგორც ჩანს ქალაქია!!!! შეუძლებელია! თვითმფრინავი ჩანს შემსუბუქებული და უცნაურად მოქმედუნარიანი. მართვას ვერ ვახერხებთ!! ღმერთო ჩემო!!! ჩანან უცნაური ტიპის საფრენი აპარატები. ისინი ერთად ახლოვდებიან სწრაფი სიჩქარით. არიან დისკის ფორმის და კაშკაშებენ. ახლა, ისინი არიან საკმარისად ახლოს იმის დასანახად, თუ რა სიმბოლოები ახატიათ. ეს არის სვასტიკა!!! ფანტასტიკურია! სად ვიმყოფებით?! რა მოხდა?! ხელახლა მივმართე მართვის მოწყობილობებს, ისინი კი არ რეაგირებენ!!!! ჩვენ ვართ გამოჭერილები, რაღაც უხილავი ძალის მიერ!

11:35 სთ – ჩვენი რადიო ახმაურდა და ლაპარაკი ისმის ინგლისურად. სავარაუდოა, რომ ცოტაოდენი სკანდინავიური ან გერმანული აქცენტით! შეტყობინება იყო: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ადმირალო ჩვენს სამფლობელოში. ჩვენ დაგსვამთ მიწაზე ზუსტად შვიდ წუთში! მოიხსენით დაძაბულობა ადმირალო, თქვენ იმყოფებით თქვენს მიმართ დადებითად განწყობილი პირების ხელში“. შევნიშნე, რომ ჩვენი თვითმფრინავის ძრავები გამოირთო! თვითმფრინავი რაღაც უცნაური კონტროლის ქვეშაა და ახლა თვითონ იცვლის მიმართულებას. თვითმფრინავის სამართავად მართვის მოწყობილობები არის უსარგელო.

11:40 სთ – მივიღეთ კიდევ ერთი შტყობინება რადიოთი. ახლა დავიწყეთ მიწაზე დაშვების პროცესი და თვითმფრინავი მომენტებში ოდნავ ირწევა, დავიწყეთ ძირს დაშვება, მაგრამ ვუჭირავართ რაღაც დიდ უხილავ ლიფტს! ნელა დავეშვით დაბლა და მიწაზე დაჯდომისას, მიწასთან შეხების მომენტში, განვიცადეთ ერთადერთი უმნიშვნელო ბიძგი!

11:45 სთ – ბორტის ჟურნალში სასწრაფოდ ვაკეთებ ბოლო ჩანაწერს. რამოდენიმე მამაკაცი ფეხით უახლოვდება ჩვენს თვითმფრინავს, ისინი არიან მაღლები და ქერები. მოშორებით მოჩანს დიდი მოციმციმე ქალაქი, რომელიც ფეთქავს ცისარტყელას ფერებში. არ ვიცი, რა უნდა მოხდეს ახლა, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე ნიშანს იმისას, რომ იარაღი აქვთ. მესმის ხმა, რომელიც მეძახის სახელით და მეუბნება, რომ გავაღო თვითმფრინავის სატვირთო კარი, რაც მე შევასრულე. ბორტის ჟურნალის დასასრული.

ამ მომენტიდან ვწერ მხოლოდ იმას, რაც დამამახსოვრდა. რომ არ ყოფილიყო ჩემს თავს ქაოსი, კიდევ მეტს შევამჩნევდი და არაფერი გამომრჩებოდა.

მე და რადისტი გავედით თვითმფრინავიდან და მათ მიგვიღეს გულთბილად. მაშინვე ავედით პატარა პლათფორმის მსგავს სატრანსპორტო საშუალებაში, რომელსაც არ გააჩნდა ბორბლები! მას მივყავართ კაშკაშა ქალაქისკენ დიდი სიჩქარით. რომ მივუახლოვდით ქალაქს, ის გამოიყურებოდა როგორც კრისტალის მასალით ნაგები. მალევე მივედით დიდ შენობასთან, როგორი ტიპის შენობაც არასდროს მინახავს. მოგვაწოდეს გარკვეული სახის თბილი სასმელი, რომლის გემოსაც ვერაფერს შევადარებ ისეთს, რომელიც ოდესმე გამისინჯავს, ეს არის უგემრიელესი. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, ჩვენი ორი მოულოდნელად გამოჩენილი მასპინძელი შემოდის ჩვენს განყოფილებაში და გვიცხადებენ, რომ გავყვეთ მათ. ვემორჩილები მათ, რადგან არ მაქვს არჩევანი. ჩემი რადისტი იქ დარჩა, გავიარეთ მოკლე მანძილი და შევედით როგორც ჩანს ლიფტში. ზოგიერთი მომენტისთვის ვეშვებოდით დაბლა, შემდგომ ლიფტი ჩერდება და მისი კარი უხმაუროთ იღება ზედა მიმართულებით! მაშინვე განვაგრძობთ ქვევით მყოფ გრძელ კორიდორში სვლას, რომელიც განათებულია ვარდისფერი შუქით, რაც როგორც ჩანს ძლიერად სხივდება კედლებიდან! ერთ – ერთმა მათგანმა გაგვაჩერა დიდ კარებამდე არმისულები. ამ კარზე რაღაც წარწერაა, რომლის წაკითხვაც არ შემიძლია. ეს დიდი კარი სრიალით, უხმაუროდ გაიღო და შესვლის ნიშნად თავი დავიქნიე. ერთ – ერთი ჩემი მასპინძელთაგანი მეუბნება:“არ შეშინდეთ ადმირალო, თქვენ გაქვთ ოფიციალური შეხვედრა მთავარ პირთან…“

შევედი და საკუთარი თვალით ვიხილე, რაღაც მშვენიერი შეფერილობა, რომელსაც თითქოს მთლიანად მოეცვა მთელი ოთახი. შემდგომ დავაკვირდი ჩემს გარშემო მყოფებს. რაც მინახავს საკუთარი თვალით მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რასაც ახლა ვხედავ, ეს არის ყველაზე ლამაზი სანახაობა. ეს არის იმდენად მშვენიერი და საუცხოო, რამდენადაც ძნელია აღსაწერად. ეს არის რაღაც დახვეწილი და ფაქიზი რამ. ვფიქრობ, რომ არ არსებობს ადამიანისთვის სიტყვები, რომლებიც შეიძლება აღწერდეს ამ ყველაფერს დეტალებში! უცბად აზრები შემაწყვეტინა თბილმა და მდიდარი ხმამ: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სამფლობელოში, ადმირალო“. ამის შემდგომ ვხედავ კაცს, რომელსაც აქვს დახვეწილი მანერები და ეტყობა ასაკი. ის იჯდა გრძელ მაგიდასთან. მან მიმანიშნა, რომ დავმჯდარიყავი მაგიდასთან მდგარ ერთ – ერთ სკამზე. როცა დავჯექი, მან თითები მიაბჯინა ერთმანეთს და გაიღიმა. შემდგომ განაგრძო საუბარი ისეთივე ხმით: „ჩვენ აქ შემოსვლის უფლება დაგრთეთ, თქვენი სულგრძელებისა და დედამიწის ზედაპირზე სახელგანთქმულობის გამო, ადმირალო.“

დედამიწის ზედაპირის გაგონებაზე ნახევრად სუნთქვა შემეკვრა!

„კი“ – ღიმილით მიმეორებს მთავარი პირი. „შენ ახლა იმყოფები არიანის სამფლობელოში, დედამიწის შიგნითა მხარეს. ჩვენ არ დაგაყოვნებთ დიდხანს, უსაფრთხოდ დაგაბრუნდებით ზედაპირზე და იგივე მანძილის გავლა მოგიწევთ უკან დასაბრუნებლად, რაც აქ მოსასვლელად დაგჭირდათ. მაგრამ, ახლა, ადმირალო, მე გეტყვი, თუ რატომ მოგიწვიეს აქ. ჩვენი ინტერესი გაჩნდა, მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენმა რასამ გამოიყენა პირველი ატომური ბომბები იაპონიაში, ჰიროსიმასა და ნაგასაკიში. იმ საგანგაშო დროს, ჩვენ გავაგზავნეთ ჩვენი საფრენი აპარატები, „ფლუგელრადები“ (Flügelrad), თქვენს მხარეს, დედამიწის ზედაპირზე, იმის შესასწავლად თუ რა მოიმოქმედა თქვენმა რასამ. ეს რათქმაუნდა უკვე წარსულია, ჩემო ძვირფასო ადმირალო, მაგრამ კიდევ უნდა ვილაპარაკო. როგორც თქვენ ხედავთ, ჩვენ არასოდეს ჩავრეულვართ თქვენი რასის ომებში და ბარბაროსობაში, მაგრამ ახლა, ასე აღარ გავაგრძელებთ, რადგანაც თქვენ ისწავლეთ ისეთი ძალის გამოყენება, რომელიც არ არის კაცობრიობისთვის განკუთვნილი, კერძოდ ატომური იარაღის. ჩვენი მისიის წევრებმა უკვე მიიღეს ცნობები, თქვენი ცივილიზაციის შესაძლებლობებზე, რომლებიც აქამდე ჯერ არ შეგვიმჩნევია. ახლა თქვენ მოწმე ხართ იმისა, რომ არსებობს ჩვენი ცივილიზაცია. თქვენ ხედავთ ჩვენს კულტურას და მეცნიერებას, რომელიც თქვენი რასისას მრავალი ათასწლეულით უსწრებს, ადმირალო.“

მე გავაწყვეტინე:“კი, მაგრამ ამან რა უნდა მიქნას მე, ბატონო?“

მისი თვალები გამოიყურებოდა ისე, რომ ჩანდა ჩემს აზრს ღრმად ჩაწვდა და გარკვეული დროითი შუალედის შემდეგ მიპასუხა: „იქ თქვენს შორის არსებობენ ისეთები, რომელთაც უნდათ ნგრევა მსოფლიოში, იმაზე მეტად ვიდრე საკუთარი ძალების დათმობა, როგორც მათ ჩვევიათ…“ მე თავი დავუქნიე, შემდგომ მან გააგრძელა: „1945 წელს და მას შემდეგ ჩვენ ვცდილობდით თქვენს რასასთან კონტაქტზე გასვლას, მაგრამ ჩვენს ძალისხმევას მტრული დამოკიდებულება შეხვდა. ჩვენს „ფლუგელრადებს“ (Flügelrad) ცეცხლი გაუხსნეს. დიახ, მაშინაც კი ატარებდა თქვენი საბრძოლო თვითმფრინავები ჩვენს მიმართ არაკეთილგანწყობას. ასე რომ, ახლა, მე გეუბნები შენ, შვილო, არსებობს დიდი „ქარიშხალი“ თქვენს მსოფლიოში, რომელიც არ დაცხრება კიდევ მრავალი წელი. რაც მოხდა ეს შესაძლოა უბრალო გაბრაზებად ჩაითვალოს, იმასთან შედარებით, რაც თქვენ გელით. თქვენი კულტურის ყველა ყვავილი ფეხქვეშ გაითელება და ყველა ადამიანი ქაოსში მოექცევა. თქვენი ბოლო ომი მხოლოდ პრელუდიაა იმისა, რაც ჯერ კიდევ არ დამტყდარა თქვენი რასის თავს. ჩვენ ამას აქ ყოველი საათის განმავლობაში უფრო და უფრო აშკარად ვხედავთ… ახლა იტყვით თქვენ, რომ მე ვცდები?“

მე ვუთხარი: „არა, ეს მოხდა უკვე ერთხელ აქამდე, დადგა ბნელი ხანა და ხუთას წელიწადზე დიდხანს გაგრძელდა“.

მან მიპასუხა: „კი, შვილო, მაგრამ „ბნელი ხანა“, რომელიც ახლა უნდა დაატყდეს თქვენს რასას, დედამიწას სუდარასავით გადაეფარება. მაგრამ მე მჯერა, რომ ზოგიერთი თქვენი რასის წარმომადგენელი გადაურჩება ამ ქარიშხალს, ამის შემდგომ კი, უკვე ვერ ვიტყვი რა მოხდება. ჩვენ „ვხედავთ შორიდან“, რომ თქვენი რასის ცივილიზაციის ნანგრევებიდან აღმოცენდება ახალი ცივილიზაცია, რომელიც იქნება თავისი დაკარგული ლეგენდარული „განძის“ ძიებაში და ეს განძი კი იქნება აქ, შვილო, დაიმახსოვრე ეს. როდესაც დადგება ეს დრო, ჩვენ კვლავ დავეხმარებით თქვენს რასასა და კულტურას აღორძინებაში. ალბათ, იმ დროისთვის, თქვენ მიხვდებით და გეცოდინებათ, რომ ომი უსარგებლოა და დამანგრეველი. ამის შემდგომ კი, თქვენი რასის კულტურა და მეცნიერება დაიწყებს ხელახალ განვითარებას. შენ კი ახლა, შვილო, დედამიწის ზედაპირს უნდა დაუბრუნდე ამ გზავნილით.“

ამ სიტყვებით ჩვენი შეხვედრა ჩანდა, რომ უკვე დასრულებული იყო. ამ ყველაფერს ვუყურებდი ისე, რომ თითქოს სიზმარი იყო… მაგრამ მაინც ვიცოდი, რომ რეალობა იყო. რაღაც უცნაური მიზეზით წინ დავიხარე, ალბათ იმისთვის, რომ მათდამი პატივსცემა და თავმდაბლობა გამომეჩინა, მაგრამ თუ რატომ, მაინც არ ვიცი ბოლომდე.

უეცრად, კვლავ აღმოვჩნდი იმ ორ სიმპათიურ მასპინძელთან ერთად, რომლებმაც მომიყვანეს აქ. ისინი ჩემს გვერდით იყვნენ. „აქეთ, ამ გზით, ადმირალო“; მიმითითა ერთმა მათგანმა. სანამ აქაურობას დავტოვებდი, ერთხელაც მოვბრუნდი უკან და დავინახე მთავარი პირი. ის იღიმოდა მშვიდი და მოხუცი სახით, მან მითხრა: „მშვიდობით შვილო“ და დახვეწილი ჟესტიკულაციით, მოხდენილი, სუსტი ხელის მოძრაობით დამემშვიდობა, აქ უკვე მართლაც დამთავრებული იყო ჩვენი შეხვედრა.

სწრაფი ფეხის ნაბიჯით გამოვიარეთ უკან მთავარი პირის ოთახის დიდი კარი და კიდევ ერთხელ შევედით ლიფტში. კარი უხმაუროდ ჩამოსრიალდა ზევიდან ქვევით და დავიწყეთ ზევით სვლა. ერთ – ერთმა მასპინძელთაგანმა მითხრა: „ადმირალო, უნდა ვიჩქაროთ, მთავარ პირს სურს, რომ მეტად აღარ გახანგრძლივდეს თქვენი დაგეგმილი განრიგი და თქვენ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეთ თქვენს რასას მისი გზავნილით“.

მე აღარაფერი მითქვამს. ეს ყველაფერი თითქმის არ მჯეროდა და ლიფტის გაჩერებამ კიდევ ერთხელ მომწყვიტა საკუთარი ფიქრებს. შევედი ოთახში და დამხვდა ჩემი რადისტი. მისი სახე შეშფოთებულობას გამოხატავდა. როგორც კი მივუახლოვდი, ვუთხარი: „ყველაფერი კარგადაა, ჰოვი, ყველაფერი კარგად“. ამ ორმა ადამიანმა მიგვიყვანა სატრანსპორტო საშუალებასთან, რომელიც ჩვენთვის იყო განკუთვნილი; ჩვენ ავედით მასზე და მალევე დავბრუნდით ჩვენს თვითმფრინავთან. თვითმფრინავის ძრავები გამორთული იყო და მასზე დაუყონებლივ გადავედით. მას შემდეგ, რაც სატვირთო კარი დავკეტეთ, რაღაც უხილავი ძალის შედეგად, დაიწყო თვითმფრინავის ზევით აწევის პროცესი, ეს გაგრძელდა სანამ მივაღწევდით 2 700 ფუტის (822.96 მეტრის) სიმაღლეს. მათი ორი საჰაერო ხომალდი იყო გარკვეული მანძილით შორს, რომლებიც მეგზურობას გვიწევდნენ უკან დასაბრუნებლად. უნდა ვთქვა, რომ საჰაერო სიჩქარის ინდიკატორი არანაირ სიჩქარეს არ აჩვენებდა, მაგრამ გადავაადგილდებოდით ძალიან დიდი სიჩქარით.

02:15 სთ – მოდის რადიო შეტყობინება: „ჩვენ ახლა გტოვებთ, ადმირალო, თავისუფლები ხართ ჩვენი კონტროლისგან. Auf Wiedersehen (გერმანულად – „ნახვამდის“)!!!“ ჩვენ დავინახეთ როგორ გაუჩინარდნენ „ფლუგელრადები“ (Flügelrad) ცისფერ ცაში.

თვითმფრინავზე უეცრად ვიგრძენით, რომ მასზე მომენტალურად შეწყდა გარედან კონტროლი. ჩვენ სწრაფადვე ჩავერთეთ თვითმფრინავის მართვაში, ცოტა ხანი კი არ ვლაპარაკობდით, რადგანაც თითოეული ჩვენგანი ვიყავით ჩვენს ფიქრებში გადართული.

ბორტის ჟურნალის ჩანაწერი გრძელედება:
02:20 სთ – ჩვენ ვართ ისევ ყინულიანი და თოვლიანი ვრცელი სივრცის თავზე, საბაზო ბანაკამდე გვაშორებს დაახლოებით 27 წუთი. გავგზავნეთ რადიო შეტყობინება და მათაც გვიპასუხეს. ვაცხადებთ, რომ ვითარება ნორმალურია.

03:00 სთ – საბაზო ბანაკში დაჯდომა განვახორციელეთ წარმატებით. ახლა მე მაქვს დავალება…
ჩანაწერის დასასრული

1947 წლის 11 მარტი. ახლახანს დავესწარი პერსონალის შეხვედრას პენტაგონში. სრულად განვაცხადე ჩემი აღმოჩენა და ის გზავნილი, რაც მთავარი პირისგან გადმომეცა. მოხდა ყველაფრის სათანადოდ ჩაწერა. ამ ყველაფერს პრეზიდენტმა გაუკეთა ანალიზი. ახლა დაკავებული ვარ რამოდენიმე საათით (უკვე ექვსი საათი და ოცდაცხრამეტი წუთია ზუსტად). უმაღლესმა ეროვნულმა ძალებმა და სამედიცინო ჯგუფმა გამომკითხა შეუპოვრად. ეს იყო ტანჯვა!!!!. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების ძალებს ვყავდი მკაცრი კონტროლის ქვეშ. მე მიბრძანეს დუმილი, იმასთან დაკავშირებით რაც ვიცი და ეს ყველაფერი გასაიდუმლოვდა სახელით „HUMANITY1111“, დაუჯერებელია! გამახსენდა, რომ მე სამხედრო ვარ და ამიტომ, ბრძანებებს უნდა დავემორჩილო.

30/12/56: საბოლოო ჩანაწერი:

რამდენიმე წელი გავიდა 1947 წელის შემდეგ. 1947 წელი არ ყოფილა ჩემთვის სასიკეთო… ახლა, ამ ერთადერთ დღიურში ვაკეთებ ჩემს საბოლოო ჩანაწერს. საბოლოოდ, უნდა განვაცხადო, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ეს მოვლენა საიდუმლოდ შევინახე. ეს სრულიად ეწინააღმდეგებოდა ჩემს მორალურ უფლებებს. როგორც ყველა სიმართლე, ესეც უნდა გაცხადდეს, რადგანც ამ მოვლენის გაცხადება იქნება ნამდვილი ტრიუმფი.
ეს შეიძლება იყოს კაცობრიობის ერთადერთი იმედი. მე ვნახე სიმართლე, რამაც სულიერად დამაჩქარა, რომ განმეცხადებინა ის, ამ დროს კი თავისუფლებაც მომეცა! მე მაქვს მოხდილი ჩემი ვალდებულება ვეებერთელა სამხედრო სამრეწველო კომპლექსის მიმართ. ახლა, არქტიკული ღამე იწყებს მოახლოვებას, მაგრამ ის არაა მუდმივი. ისე, როგორც არქტიკული ღამე მთავრდება, ასევე სიმართლის ბრწყინვალე მზეც ისევ ამოვა… და ის, ვინც არის სიბნელეში, აღმოჩნდება სინათლეში. იმიტომ, რომ მე ვიხილე ის მიწა, რომელიც არის პოლუსის მიღმა, რაც არის კაცობრიობის დიდი უცოდინრობის ცენტრი.

ადმირალი რიჩარდ ე. ბირდი
შეერთებული შტატების საადმირალო
1956 წლის 24 დეკემბერი

როგორც ჩანს ადმირალი რიჩარდ ბირდის დღიური გერმანელების განვითარებულ ტექნიკაზეც მოგვითხრობს. ამაზე უფრო ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ამავე საიტზე.

აღსანიშნავია, რომ ადრმირალი რიჩარდ ბირდის დღიურის გარდა, არსებობს კიდევ არაერთი დამამტკიცებელი საბუთი, იმისა, რომ „ფუტურო დედამიწის“ თეორია რეალობას ასახავს. მაგალითად, ერთ ერთი ასეთი ფაქტია ნაცისტურ გერმანიაში საიდუმლოდ 1944 წელს დაბეჭდილი გერმანული რუკების არსებობა (მეორე მსოფლიო ომის დასასრულს აშშ-ს ჩაუვარდა ხელში, როდესაც გერმანია დამარცხდა), რომლებზეც დედამიწის შიგა ზედაპირის ორივე ნახევარსფეროს გეოგრაფიაა გადმოცემული და გეოგრაფიული ობიექტები გერმანულ სახელწოდებებს ატარებენ.

ამ რუკებს ასევე მოყვება ჭრილში ნაჩვენები ანტარქტიდაზე არსებული სამხრეთ პოლარული ღიობის ნახაზი, რომელიც გერმანული წყალქვეშა ნავებისთვის იყო განკუთვნილი.

ამ ნახაზს მოყვება ინსტრუქციაც კი, რათა წყალქვეშა ნავები უსაფრთოდ გადაადგილებულიყვნენ ყინულებში არსებული წყლით სავსე გვირაბებით.

ამ ყველაფერთან ერთად, ისიც უნდა ითქვას, რომ „ფუტურო დედამიწის“ თემა ბოლო ხანებში მსოფლიოში იმდენად პოპულარულია გახდა, რომ 2016 წელს იგეგმება მძაფრ-სიუჟეტიანი, ფანტასტიკური და კომედიური ჟანრის მხატვრული ფილმის გამოსვლა, სახელად „რკინის ზეცა 2“ (Iron Sky 2), რომლის შინაარსიც სწორედ ამ თემას ეხება.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close