გართობაკულტურა

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (20 ნაწილი)

141ba1a260be
Periscope – პროგრამა იმისათვის რომ აწარმოოთ ვიდეო სტრიმინგი და ჩატი ნებისმიერი ადგილიდან ტლეეფონის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ პროგრამაში ჩართოთ კამერა და აწარმოოთ ლაივ სტრიმინგი იმ ადგილიდან სადაც იმყოფებით. Periscope-ს ასევე აქვს ჩატი და ამ ჩატიდან შეგიძლიათ ურთიერთობა იმ ხალხთან რომელიც თქვენ იმ პერიოდში გიყურებთ შეგიძლიათ მათთვის როგორც წერილების ასევე სმაილების და სხვადასხვა ფაილების გაგზავნა. სასურველ მომხმარებელთან კონტაქტი კი მისი მეგობრების სიაში დამატებით შეგიძლიათ. გირჩევთ ჩაიწეროთ ეს პროგრამა და ეკონტაქტოთ ადამიანებს თქვენი ლაივ სტრიმინგის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ნებისმიერ წერტილში ასე რომ წარმატებულ სტრიმინგს გისურვებთ.
3dd23d5a41c0
Camera Filters & Photo Editor – საუკეთესო პროგრამა მათთვის ვისაც სურს გადაღებული სურათების თავის გემოზე გადაკეთება უფრო დახვეწა და მარტივად მეგობრებისთვის სოციალურ ქსელში გაზიარება პროგრამაში არის მრავალი ეფექტი რომელიც ფოტოს საუკეთესოდ გადაქცევაში დაგეხმარებათ. პრიდაპირ პროგრამიდანვე გაუსვლელად შეგიძლიათ აირჩიოთ თუ საიდან გინდათ სურათის გამარიაჟება და შეცვლა ანუ ამ შემთხვევაში ტელეფონის ძირითადი გალერიიდან შემდეგ სურვილისამებრ ავარჩიოთ და დავადოთ სასურველი ეფექტი რომელიც პროგრამას მრავლად 15-ზე მეტი მოყვება და შევაფასოთ გამოსული ფოტო თუ არ მოგწონთ ფოტოს რომელიმე ნაწილი მარტივად შეიძლება ამ ნაწილის Crop სერვისით ამოჭრა. Camera Filters & Photo Editor ამასთანავე გვაძლევს საშუალებას პირდაპირ პროგრამიდან გადავიღოთ ფოტოსურათები და შემდეგ ადვილად დავადოთ ეფექტები მოკლედ რომ ვთქვა ის ფოტოედიტორების ერთ-ერთი წამყვანი და ლიდერი პროგრამაა და ამიტომაც მე გირჩევთ მის ჩაწერას რადგან გახადოთ თქვენი ფოტოები ისეთი უნაკლო როგორცსაც თქვენ ინატრებთ.
98f97dc2d457
Yandex Weather – ცნობილი რუსული ინტერნეტ კომპანიის Yandex-ის კიდევ ერთი შესანიშნავი პროდუქტი რომელიც ამინდის პროგნოზის სახითაა წარმოდგენილი. პროგრამაში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დღის და ღამის ამინდის პროგნოზი ასევე მისი საათობრივი ცვალებადობა და მომდევნო დღეების და კვირის დაზუსტებული ინფორმაცია ამინდის შესახებ რომელიც რათქმაუნდა მუდმივად განახლებადია. შეგახსენებთ რომ პროგრამას სჭირდება ინტერნეტი იმისათვის რომ ნახოთ და შემდეგ სურვილისამებრ გაანახლოთ ამინდის ცნობა გირჩევთ რომ ჩაიწეროთ Yandex Weather და გაიგოთ დარია თუ ავდარია. მომავალ პოსტებში Yandex-ის სხვა ბევრ საინტერესო მობილურისათვის განკუთვნილ სერვისსაც მრავლად შემოგთავაზებთ ისევე როგორც წინა პოსტებში.
343ae16bcde4
Fideo – ძალიან სასაცილო პროგრამა Fideo ანუ იგივე Fun Video ალბათ ბევრჯერ გნდომებიათ რომ სასაცილო ვიდეოები გადაგეღოთ და ამით თქვენი მეგობრები გაგეშარჟებინოთ და გახუმრებოდით ეს პროგრამა ზუსტად თქვენთვისაა. აპლიკაციას მოყვება მრავალი ისეთი ფუნქცია რომ ვიდეო აქციუოთ ერთი ჩვეულებრივი კარდიდან უბრალოდ შესანიშნავ სასაცილო ქმნილებად პროგრამას აქვს ბევრი სერვისის იმისათვის რომ დავხვეწოთ ეს ვიდეო და შემდეგ გავუზიაროთ მეგობრებს ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ ვიდეოს ჟანრი და დააჯგუფოთ ისინი ჟანრების და კატეგორიებით. ფავორიტი ვიდეოები რომლებიც ძალიან მოგეწონათ ისევე როგორც თქვენ ასევე თქვენს მეგობრებსაც და ახლობლებს შეგიძლიათ შეინახოთ ფავორიტების განყოფილებაში გადაღებული ვიდეოს გაზიარება შეგიძლიათ სოციალური ქსელების საშუალებით მაგალითად:Facebook Twitter Instagram და Google Plus ასე რომ ვისაც გინდათ გართობა ვიდეოებით ჩაიწერეთ ეს პროგრამა.

Back to top button