ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (19 ნაწილი)


Auto Math Photo – ძალიან საინტერესო პროგრამა მათთვის ვისაც უნდა რომ დაწეროს მათემატიკის დავალებები და საკონტროლოები უშეცდომოდ და სწრაფად და მარტივად გამოთვალოს ესა თუ ის ამოცანა თუ გამოსახულება. მარტივად ამა თუ იმ გამოსახულებაზე მაგალითზე ან ამოცანაზე ფოტოს გადაღებით პროგრამა მაშინვე ავტომატურად დაგიანგარიშებთ სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში ზუსტ პასუხს. ალბათ ზოგიერთი ადამიანი გაიფიქრებს რომ ტექნიკას და პროგრამებს ხშირად მოსდით შეცდომები მაგრამ თუ იცით ცოტაოდენი მათემატიკა შეგიძლიათ გადაამოწმოთ პროგრამის მიერ დაწერილი მაგალითის შედეგი და თავადაც კარგად მიხვდეთ რომ ეს პროგრამა ნამდვილად არ ტყუის და ის მართლაც რომ სწრაფად და შესანიშნავად ითვლის იმ ამოცანას რომელის გამოთვლაზეც მას მიუთითებთ. პროგრამა ასევე იმახსოვრებს თქვენ ისტორიას თუ რა დროს რომელი მაგალითი გამოთვალეთ და შესაძლებელია რომ ნახოთ და იპოვოთ დაკარგული ამოცანა გირჩევთ ჩაიწეროთ ეს პროგრამა და გამოიყენოთ რათქმაუნდა თქვენს სასარგებლოდ წარმატებულად დაწერილ საშინაო დავალებებს და საკონტროლოებს გისურვებთ.

SnapLock – პროგრამა მათთვის ვისაც მობეზრდა სტანდარტული განბლოკვის ღილაკი თავის მობილურში და უნდა ახლით ჩანაცვლება მაშინ ეს პროგრამა გთავაზობთ უამრავ კარგ სერვისს რითიც თქვენ ტელეფონს უფრო დახვეწილს და პრაქტიკულს გახდით. ერთ-ერთი ყველაზე კარგი სერვისის არის ის რომ Sms-ის ან რაიმე თამაშის პროგრამის თუ ფაილის ნოთიფიკაციების მოსვლის შემდეგ თქვენ არ დაგჭირდებათ განბლოკვის მოხსნა და წერილების ისე ნახვა არამედ პირდაპირ ეკრანზევე სანამ მას განბლოკავთ ეკრანიდანვე დაინახავთ თუ რა წერილია და საჭიროების შემთხვევაში სრულად მოინახულებთ მას. პროგრამას დამატებული აქვს ასევე ამინდის პროგნოზი რომელიც მომენტალურად ძალიან მალე განახლებადია და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაადგინოთ რა ამინდია ახლა და რამდენი იქნება დღის განმავლობაში ასევე შეგიძლიათ იხილოთ მომდენო დღეების ამინდი როგორც დღის ასევე საღამოს ამინდის პროგნოზი.

Farkle Live – საინტერესო თამაში მათთვის ვისაც უნდა რომ ითამაშოს კამათელი ცოცხალ ანუ ლაივ მოთამაშეებთან ტელეფონის საშუალებით ეს თამაში ზუსტად ამის საშუალებას გაძლევთ. თქვენ შეგიძკლიათ ისწავლოთ კამათლის თამაში პირდაპირ თამაშიდანვე ასევე იყიდოთ ჩიპები და სწრაფად ერთი თითის დაწკაპებით ჩაერთოთ თამაშში და მოიგოთ რაც შეიძლება ბევრი ხელი და გაიუნჯობესოთ თქვენი რეიტინგი და გაზარდოთ და დააგროვოთ ბევრი ჩიპი. გეტყვით რომ თამაშს სჭირდება ინტერნეტის წვდომა ტელეფონში წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ შეძლებთ თამაშს. Farkle Live-ში არის რამოდენიმე თამაშის მოდელი და ასევე შეგიძლიათ ქულების შენახვა და დაგვროვება რითიც ოპონენტს უნდა გაასწროთ და მოიგოთ თამაში.

Despicable Me – მინიონები და ფილმი საზიზღარი მე რომელმაც ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი ახლა შეგიძლიათ ნახოთ თამაში Despicable Me სადაც თქვენ ხართ მინიონი და გმართებთ რაც შეიძლება მეტი სირბილი დაბრკოლებების გადალახვა და ასევე ქულების და ფულის მოგროვება. თამაშში შეგხვდებათ ბონუსები ასევე ბანანები რომელთა აღების შემდეგ დააგროვებთ ქულებს და ფულს რითიც თქვენი რეიტინგი აიწევს და გადალახავთ ტურებს. თამაშში არის სხვადასხვა გზები და ძალიან ბევრი ტური რომელთა გადალახვაც დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და ნამდვილად კარგად გაერთობით ასე რომ გირჩევთ ჩაიწეროთ ეს თამაში.

თეგები
Close
Close