გართობაკულტურა

საინტერესო საიტები (ოცდამესამე ნაწილი)

31e4764875e8
Websta – განსაკუთრებით გამოსადეგარი საიტი მათთვის ვისაც უყვარს ფოტოების გადაღება და კერძოდ კი Instagram. ალბათ ბევრჯერ გქონიათ შემთხვევა რომ გინდათ ანახოთ მეგობარს თქვენი ფოტო ინსტაგრამზე მაგრამ ის ვერ ხსნის ან ვერ იწერს ამ ფოტოს რადგან ინსტაგრამიდან ფოტოს გადმოწერა შეზღუდულია და Instagram-ის ვებ ვერსია არ გვანიჭებს ამდენ შესაძლებლობას ეს საიტი ამ პრობლემის მოსაგვარებლადაა. Websta დაგეხმარებათ თქვენი Instagram-ზე ატვირთული ფოტოები გადაიტანოთ საიტზე და მარტივი ლინკის საშუალერბით გახადოთ ხელმისაწვდომი სხვებისათვის გარდა ამისა ინსტაგრამს აქვს ფუნქცია როდესაც პროფილი დაბლოკილია ვერ ნახულობენ თქვენს ფოტოებს ამ საიტით კი შეგიძლიათ ეს პრივატული და ანონიმური ფოტოებიც დადოთ ასევე ტეგების საშუალებით მოძებნოთ ფოტოები და ნახოთ ყველა ცხელი და პოპულარული ფოტოები ინსტაგრამიდან რაც კი განთავსებულა Websta-ზე.
722fcee14081
Tastebuds – მუსიკის მოყვარული ადამიანებისათვის განკუთვნილი ძალიან კარგი სოციალური ქსელი სადაც ისინი გაერთიანდებიან საკუთარი მუსიკალური შეხედულებების შესაბამისად და ინტერესებიდან გამომდინარე დაუმეგობრდებიან ერთმანეთს. საიტს აქვს ძალიან კარგი წერილების სისტემა რომლითაც ადვილად შეძლებთ გაუზიაროთ საკუთარი შეხედულებები სხვებს. Tastebuds-ზე სწრაფი რეგისტრაცია შესაძლებელია სოციალური ქსელების საშუალებით მაგალითად Facebook-ის დახმარებით. გირჩევთ გადახვიდეთ ამ საიტზე დარეგისტრირდეთ გაიცნოთ ასევე კარგი ადამიანები თქვენი მუსიკალური შეხედულებების და აზრის მიხედვით და დაუმეგობრდეთ მათ რაც მთავარია იყოთ ყოველთვის მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ახალი სიახლეების მოლოდინში და შეაფასოთ ხარისხიანი მუსიკა.
d8389549e2bb
Moborg – გსურთ ანდროიდის თამაშების გადმოწერა ინტერნეტიდან ? მაშინ ეს საიტი ზუსტადაც რომ თქვენთვისაა საიტზე იხილავთ ანდროიდის ძალიან ბევრ თამაშს პროგრამას ტელეფონისათვის განკუთვნილ ფონებს და Wallpaper-ებს და ასევე ბევრ საჭირო ინფორმაციას. საიტი გამოადგება მასაც ვისაც აქვს Iphone რადგან მათთვისაც არის სპეციალური კატეგორია და  Iphone თამაშები და პროგრამები. Moborg-ზე ნახავთ რინგტონებს ანუ ზარების არჩევანს რომლის დაყენებაც შეგიძლიათ ტელეფონზე ჩამონათვალში შეხვდებით როგორც პოპულარულ ასევე ახალ რინგტონებსაც სხვადასხვა მუსიკის ჟანრში. საიტს აქვს ერთი ძალიან კარგი და დადებითი სერვისი Select Phone სადაც უნდა აირჩიოთ თქვენი ტელეფონის ბრენდი და შემდეგ ტელეფონის მოდელი ამის შემდგომ თქვენ საიტზე ყოველი შესვლისას აღარ დაგჭირდებათ ტელეფონის მოდელის მითითება და პირდაპირ ამოაგდებს იმ თამაშებსა და პროგრამებს რომლებიც თქვენი ტელეფონისთვისაა განკუთვნილი და რომელ თამაშსაც პროგრამასაც ან ფაილსაც თქვენი ტელეფონი უპრობლემოდ გახსნის ეს სერვისი არის იმისთვის რომ დაზოგოთ დრო და ამასთანავე ჩაიწეროთ ზუსტად თქვენი ტელეფონისათვის განკუთვნილი პროდუქცია რომელიც Moborg-ზეა განთავსებული ასე რომ შედით ამ საიტზე და ისარგებლეთ მისი სერვისებით.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button