არქივი

ცოტა რამ სამყაროს შესახებ (ნაწ. 1)

http://images.nationalgeographic.com/wpf/media-live/photos/000/340/overrides/space138-interacting-galaxies_34010_600x450.jpg

აქ ნახავთ საინტერესო ფაქტებს სამყაროს შესახებ.

რას ეწოდება სამყარო?

სიტყვა “სამყარო” (სხვაგვარად კოსმოსი) ეწოდება მთელ მსოფლიოს. სამყაროს ასეთ გაგება დამკვიდრდა უძველეს დროში და მოიცავს ყოველივე იმას, რაც ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებობს. დედამიწა, რომელზეც ცხოვრობს ადამიანი,  ერთ-ერთი იმ უთვალავი სხეულთაგანია, რომლებიც შეადგენდნენ უსასრულო სამყაროს. ბევრ მათგანზე არსებობს ყველა პირობა სიცოცხლის წარმოშობისა და განვითარებისათვის.

რა მართავს ციური სხეულების მოძრაობას?

ციურ სხეულთა მოძრაობა ძირითადად არ განსხვავდება დედამიწაზე სხეულთა მოძრაობისგან. ამიტომ ჩვენ მიერ გაცემული პასუხი ერთნაირად შეეხება იმ კანონებს, რომლებსაც ემორჩილებიან როგორც ციური, ისე დედამიწაზე არსებული სხეულები. ზოგადად თუ ვიტყვით, მოძრაობა დამოკიდებულია იმ ძალებზე, რომლებიც სხეულზე მოქმედებენ მისი მოძრაობის დროს, აგრეთვე იმაზე, რასაც მეცნიერებაში უწოდებენ საწყის პირობებს. მოვიყვანოთ მაგალითი.

ჩვენ ქვას ვისვრით დედამიწის ზედაპირის მიმართ გარკვეული კუთხით. მასზე რომ არ ემოქმედა რაიმე ძალებს, იგი სწორხაზოვნად და მუდმივი სიჩქარით გადაადგილდებოდა. მაგრამ სიმძიმის დალის მოქმედების შედეგად ქვა მრუდხაზოვნად მოძრაობს (პარაბოლზე)  და ბოლოს მიწაზე ეცემა. მოძრაობის ხაზის გამრუდება სიმძიმის ძალის შედეგია. მოძრაობის დროს  ქვის მიმართ სხვა ძალებსაც რომ ემოქმედა, ხაზის ფორმა შეიცვლებოდა ამ ძალების მოქმედების მიხედვით.

http://startswithabang.com/wp-content/uploads/2008/09/hubblepic_zoom.jpg

დავუშვათ, რომ შევუდექით ციურ სხეულთა  მოძრაობის გამოკვლევას. თუ ვიცით კანონი, რომლის მიხედვითაც ძალები მოქმედებენ სხეულზე, აგრეთვე ჩვენთვის ცნობილია საწყისი პირობები, შეგვიძლია გავიანგარიშოთ, რა ხაზზე იმოძრავებს ციური სხეული და წინასწარ განვჭვრიტოთ, თუ სად და როდის გამოჩნდება იგი ცაზე.  თუ, მაგალითად, არ ვიცით კანონი, რომლითაც ძალები მოქმედებენ სხეულზე,  მაგრამ სამაგიეროდ, ვიცით საწყისი  პირობები, შეგვიძლია სხეულის მოძრაობაზე დაკვირვებით მაშინვე გავიგოთ ძალის მოქმედების რომელ კანონს ექვემდებარება იგი.  და ბოლოს, თუ ვიცით კანონი,  რომლითაც ძალები მოქმედებენ სხეულზე, შეგვიძლია გავიგოთ საწყისი პირობები. ჩვენ თითქოს გამოვიცნობთ ამ სხეულის წარსულს, რომელზეც არ შეგვიძლია უშუალო დაკვირვება ვაწარმოოთ.

http://edu.glogster.com/media/1/8/23/0/8230035.jpg

ციური სხეულების მოძრაობას ძირითადად მართავს ბუნებაში არსებულ სხეულებს შორის
ურთიერთმიზიდულობის ძალა. ამას ჩვენ ვუწოდებთ მსოფლიო მიზიდულობის კანონს. პირველად იგი 250 წლის წინ ისააკ ნიუტონმა ჩამოაყალიბა. მაგალითად, მზის სისტემაში პლანეტები მოძრაობენ უპირატესად მზის მიზიდულობის ძალის გავლენით.

(ასევე მზეს თავის მხრივ იზიდავს თითოეული პლანეტა). ეს იმიტომ ხდება, რომ მზის მასა ათასჯერ და
უფრო მეტად აღემატება თვით ყველაზე დიდი პლანეტის მასას.

პლანეტების ურთირთმიზიდულობის ძალები უმნიშვნელოა მზის მიზიდულობის ძალასთან შედარებით და
სწორედ ამიტომ პლანეტები ბრუნავენ მზის გარშემო ელიფსური ხაზით, რომელიც ძლიერ უახლოვდება
წრეს.

სხვა სხეულები-კომეტები-მსოფლიო მიზიდულობის კანონის თანახმად, მზის გარშემო მოძრაობენ მრუდზე,
რომელიც უახლოვდება პარაბოლს. კომეტების და პლანეტების განსხვავებული მოძრაობა უნდა ავხსნათ
მათი მოძრაობის სხვადასხვა საწყისი პირობებით.

http://content5.videojug.com/4f/4f36b196-793e-483e-e14e-ff0008c94d89/what-is-a-comet.WidePlayer.jpg

ეს ჩემი პირველი პოსტია და ბევრი ვიწვალე.  ძალიან გთხოვთ გამომიქვეყნოთ. შემდეგში ბევრად უფრო საინტერესო იქნება.

მსგავსი ამბები

Back to top button