არქივი

“და ვინჩის კოდი”

80cbfe2fecd1
ალბათ უმეტესობას გაქვთ ნანახი მხატვრული ფილმი “და ვინჩის კოდი” … მასში აღწერილია ბევრი ისეთი რამ რაც ყოვლად ეწინააღმდეგება ეკლესიურ მოძღვრებას…
2c5ede5cd539
სადაც ნათქვამია რომ ყველა დროის უდიდესი მხატვარი, ლეონარდო და ვინჩი თავის ნახატებში შიფრავს იმას რომ ვითომ იესო-ქრისტეს ცოლი იყო მარია მაგდალინელი და მათ შთამომავლობაც დარჩათ…

4d5eee6c46f7
ეს ფაქტი ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას, მაგრამ მოდით დავაკონკრეტოთ რა შეესაბამება სიმართლეს და რა არა… :) მოცემული ფილმის ყურება კი შეგიძლიათ ინტერნეტში

ბმული
ბმული 2

1.და ვინჩის ნახატებში არ არის დადგენილი თუ რა საიდუმლო იმალება ან საერთოდ იმალება თუ არა რამე..

2.თუნდაც და ვინჩის დაეწერა სიტყვა სიტყვით რომ ეს ესეა და ეს იდეა ეწინააღმდეგება ეკლესიურ მოძღვრებას რომელს დაუჯერებდით ეკლესიას თუ და ვინჩის?

3.ფილმში აღწერილია რომ ქრისტეს შთამომავლები ტამპლიერთა რაინდთა ორდენი იყო… ეს ორდენი რომის პაპმა გარკვეული დავალებებისთვის შექმნა მაგრამ 2 საუკუნის შემდეგ რომის პაპის ბრძანებითვე ყველა ტამპლიერი კოცონზე დაწვეს რატომ?

4.და ვინჩის ნახატზე “საიდუმლო სერობა” ქრისტეს გვერდით ქალი ზის რატომ?

ასე შემდეგ და ასე შემდეგ უამრავი კითხვა გროვდება მაგრამ დამიჯერეთ არაა მიზანშეწონილი რომ ამერიკული ბოევიკ ფანტასტიკების :D ყურების შემდეგ რამე დაიჯეროთ… :)აი ნამდვილი და ძალიან საინტერესო ლეგენდასავით თუ როგორ დაიხატა ‘საიდუმლო სერობა”:
”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით. ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო. ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ჩანახატი გააკეთა.

სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა. კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გ

აჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, სეშინებულმა წამოიყვურა: – ეს ნახატი მე ნანახი მაქვს! – კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს. – სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა..

ეს კი “მონა ლიზას” განხილვა : ლეონარდო და ვინჩის არც ერთ ნახატში არ არის ასეთი სივრცის სიღრმე, როგორც „მონა ლიზაში“.”მონა ლიზამ” მოიპოვა მსოფლიო აღიარება არა მარტო ლეონარდოს ხარისხიანი შესრულების გამო, რაც აოცებს მხატვრობის არაპროფესიონალ მოყვარულებსა და პროფესიონალებს. ნახატი წლების განმავლობაში შეისწავლებოდა ისტორიკოსების მიერ და უამრავ ასლს აკეთებდნენ მხატვრები, მაგრამ იგი დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ ხელოვანთა რიგებში იქნებოდა ცნობილი რომ არა მისი გამორჩეული ისტორია.1911 წელს ნახატი მოპარულ იქნა და მისი პოვნა მხოლოდ 3 წლის შემდეგ მოხერხდა. იგი დაუბრუნდა მუზეუმს.

ამ 3 წლის განმავლობაში კი „მონა ლიზა“ არ ჩამოსულა მსოფლიოს ცნობილ ჟურნალ-გაზეთთა ყდებიდან. არც არის გასაკვირი, რომ „მონა ლიზას“ ყველაზე მეტჯერ უკეთებდნენ ასლს, ვიდრე სხვა რომელიმე ნახატს. მას ეთაყვანებოდნენ, როგორც მსოფლიო კლასიკის შედევრს. ძნელია ნახატზე გამოსახული პიროვნების იდენთიფიცირება . დღემდე არსებობდა რამდენიმე სადვაო და ხშირად აბსურდული მოსაზრება ამ პიროვნების ვინაობის შესახებ:
ფლორენციელი ვაჭრის დელ ჯოკონდოს ცოლი;
ეკატერინე სფორცა;
იზაბელა დ’ესტე;
უბრალოდ იდეალური ქალი;
ახალგაზრდა ყმაწვილი ქალის სამოსში;
ლეონარდოს ავტოპორტრეტი.

საიდუმლო, რომელსაც უცნობი ქალის პორტრეტი მოიცავს, ყოველდღიურად მუზეუმში მილიონობით მნახველს იზიდავს.
73ffc110eedd

წყარო: /samecniero.blogspot.com

მსგავსი ამბები

Back to top button