გართობაკულტურა

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (9 ნაწილი)

6993a23a6317
B1 Free Archiver – საინტერესო პროგრამა რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა ფაილების არქივის აამორქივებაში ასევე სხვადასხვა არქივების შექმნაში პროგრამა თავსებადია ისეთ ფორმატებთან როგორებიცაა Apk. დაიმახსოვრეთ რომ ეს ფორმატი ანდროიდის სმარტფონებში ხშირად გვხვდება ასევ პროგრამას აქვს 7z  და Zipx ასევე მრავალი სხვა არქივის და ფაილების ფორმატი. თქვენივე შექმნილ ფაილებში ასევე ადვილად შეძლებთ სასურველი ფოტოს ვიდეოს ან სხვადასხვა მასალის ატვირთვას შეფერხების და ზედმეტი პრობლემების გარეშე ასე რომ ჩაიწერეთ ეს პროგრამა ნამდვილად გამოგადგებათ.
3f3de7bc58c0
Cpu Tuner – ძალიან კარგი პროგრამა იმათთვის ვისაც სურს სრული დატვირთვით აამუშავოს ტელეფონის პროცესორი ეს ფუნქცია და პროგრამა საშუალებას მოგვცემს მაქსიმალურად ავასწრაფოთ პროცესორის სიჩქარე და შემდეგ უსწრაფესად გავხსნათ სასურველი ფაილი თამაში ან პროგრამა. პროცესორის ამუშავება შესაძლებელია როგორც დაბალ ასევე საშუალო და უმაღლეს სისწრაფეზე რის შემდეგაც თამაშები რომლებიც პროგრამის ჩაწერამდე ჭედავდა აღარ გაჭედავს პროგრამის ასამუშავებლად აუცილებელია თქვენი ტელეფონი იყოს დარუთული ანუ გაკეთებული ჰქონდეს Root შემდეგ პოსტში შევეცდები ვნახო და დავწერო იმ პროგრამებზე რომლებიც ტელეფონში Root-ის გასაკეთებლად დაგვეხმარება ასე რომ დაელოდეთ Root-ის გასაკეთებელ პროგრამებს მომდევო პოსტებში.
f7c46b6df97d
Boxing: Defending Champion – თამაში კრივზე სადაც თქვენი მიზანია დაამარცხოთ რაც შეიძლება მეტი მეტოქე და მოიპოვოთ საუკეთესოს სტატუსი მსოფლიო კრივის ლეგენდებს შორის. თამაშის დაწყებისას თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა აირჩიოთ ერთი ბოქსიორი და შემდეგ ის მართოთ რინგზე ასევე კარგად მოიგერიოთ მოწინააღმდეგის შეტევები და თავადაც მიაყენოთ დარტყმები თამაშში მნიშვნელოვანია მოწინააღმდეგის შეცოდომაზე გამოჭერა რათა შემდგომ ადვილად მიაღწიოთ წარმატებას. თამაშს აქვს ძალიან კარგი გრაფიკა რითიც ნამდვილად არ დარჩებით უსიამოვნოდ.
d7f86018cbb9
Guess Car Brand – ძალიან საინტერესო და განსხვავებული თამაში მათთვის ვისაც უყვარს მანქანები და ასევე მანქანების ცნობილი ბრენდების ერთმანეთთან შედარება ან გამოცნობა თამაშის ჩაწერის შემდეგ თქვენი მიზანია ლოგოს მიხედვით ააწყოთ სწორი ბრენდის სახელი ანუ ლოგოს შესაბამისად მიუთითოთ რომელ სამანქანო ბრენდს ეკუთვნის ეს ლოგო სწორი პასუხის დაფიქსირების შემთხვევაში კი გადალახოთ სხვადასხვა რთული ტური და საბოლოოდ მიაღწიოთ მიზანს და დახუროთ თამაში. თამაშში იქნება წარმოდგენილი როგორც ცნობილი სამანქანო ბრენდების ლოგოები ასევე უცნობი და მრავალი უცხო ქვეყნის მანქანის ლოგოები ასე რომ მათი გამოცნობა მხოლოდ და მხოლოდ თქვენს ცნოდნაზე და მანქანებში ინტელექტზეა დამოკიდებული.

Back to top button