ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

საინტერესო საიტები (მეოცე ნაწილი)


FileHippo – საიტი მათთვის ვისაც სურს ლიცენზირებული პროგრამებისა და თამაშების ჩაწერა კომპიუტერში. ხშირად არის ის პრობლემა როდესაც ამა თუ იმ საიტიდან გადმოწერილ პროგრამებს მოყვება შემაწუხებელი რეკლამები ამიტომაც ამ საიტზე განთავსებულია მხოლოდ ლიცენზირებული პროგრამები. ფაილების გადმოწერის შემთხვევაში შემაწუხებელი რეკლამები და Pop up-ები არ შეგაწუხებთ. საიტის კიდევ ერთი უპირატესობა მდგომარეობს იმაში რომ რომელიმე პროგრამის განახლების შემთხვევაში ახალი ვერსია აუცილებლად დაემატება საიტზე და შეძლებთ რომ ჩაიწეროთ ბოლო განახლებები ანუ უახლესი ვერსიები. პროგრამები არის როგორც Windows პლატფორმის კომპიუტერებისათვის ასევე Mac პლატფორმის კომპიუტერებისათვის. განახლებული პროგრამების და ვებ სიახლეების შესახებ საიტზე არის სიახლეების კატეგორია სადაც გაეცნობით ცვლილებებს და ახალ ამბებს პროგრამების შესახებ.

Lastfm – შესანიშნავი საიტი მათთვის ვისაც უყვარს მუსიკის მოსმენა და სიახლეების გაგება მსოფლიო მუსიკალური სამყაროდან. საიტზე შეხვდებით პოპულალური მუსიკების ჩამონათვალს ასევე პოპულალური ჯგუფების სიას. საიტზე სპეციალურად არის დამატებული ივენთების კატეგორია სადაც ემატება ყველა მნიშნველოვანი ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ რომელიც მუსიკის განხრით იმართება მსოფლიოს მაშტაბით. Lastfm-ზე გაკეთებულია საუკეთესო მომღერლების ჩამონათვალი ანუ რომელ მომღერალს მოუსმინეს უფრო ბევრჯერ კვირის განმავლობაში.


Vessoft – შესანიშნავი პროგრამების საიტი სადაც შეხვდებით პროგრამების უახლეს განახლებებს და პროგრამული ფაილების 20-ზე მეტ გადმოსაწერ კატეგორიას თითუეული სიახლე არის კარგად შემოწმებული და მათი გადმოწერის შემთხვევაში არ შეგექმნებათ პროგრამის მოხმარებასთან დაკავშირებული არანაირი პროგრამა ასევე საიტს Language ანუ ენების ჩამონათვალში აქვს ქართული ენა რითიც საიტი შესაძლებელია გადავიყვანოთ ქართულ ენაზე.

თეგები
Close
Close