ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (7 ნაწილი)


Jelly Jump – კიდევ ერთი კარგი თამაში Ketchapp-სგან სადაც თქვენი მისიაა ახტუნაოთ ჟელეს კუბი ისე რომ არ გაგჭყლიტონ სხვადასხვა დაბრკოლებებმა და ბოლომდე შეასრულოთ თქვენი დასახული მისია. თამაშს აქვს ძალიან კარგი გრაფიკა და უამრავი შესაძლებლობა იმისათვის რომ არ მოიწყინოთ თითუეული წაგებული თამაშის ანუ ტურის შემდეგ თქვენთვის სრულად ახალი და სხვადასხვა ფერის ჟელეს კუბები ჩამოდის. თამაში არის ძალიან სახალისო და გასართობი ასე რომ ჩაიწერეთ თქვენს ტელეფონში და არ მოიწყინოთ პრინციპში ამის არანაირი სრუვილი არ გექნებათ რადგან Ketchapp-ის თამაშები ყოველთვის განუმეორებელია.

FxCamera- ძალიან ბევრჯერ გამიგონია ლაპარაკი იმის შესახებ რომ ადამიანები ტელეფონის კამერას და კამერის ფერებს უჩივოდნენ ამიტომაც გადავწყვიტე შემოგთავაზოთ ეს შესანიშნავი აპლიკაცია მათ ვისაც არ გაკმაყოფილებთ თქვენი ტელეფონის კამერის მონაცემები და გსურთ რომ ფოტოები უფრო უკეთესი განათებით და უფრო კარგი ხარისხით გადადიღოთ ვიდრე აქამდე. პროგრამის გადმოწერის შემდეგ თქვენ შესაძლებლობა გეძლევათ სრულად გამოიყენოთ ამ აპლიკაციის მახასიათებლები და თქვენი ფოტოები გაალამაზოთ 15-ზე მეტი ეფექტით ასევე ადვილად გადაიღოთ დაარედაქტიროთ ფოტოები.

Volleyball: Extreme edition – საუკეთესო და შესანიშნავი თამაში რაც კი არსებობს ხელბურთის თამაშებს შორის.  Volleyball: Extreme edition-ის გადმოწერის შემდეგ თქვენ შეძლებთ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ქვეყანა და შეერკინოთ მოწინააღმდეგეს პლიაჟის ხელბურთში. თამაში ვიზუალურად ძალიან კარგია და მას ასევე აქვს ხელბურთის მოედნის ძალიან ბევრი თემა რომლის მეშვეობით შეიძლება თამაშის სასურველ სტილში გადაყვანა და მაქსიმალურად თქვენს გემოვნებაზე მორგება ამ ეტაპზე მხოლოდ 5 სტილია დამატებული Level-ების სახით. თამაშში მოწინააღმდეგე ქვეყნის არჩევა თქვენ თვითონვე შეგიძლიათ ასევე შესაძლებელია კაცთა და ქალთა ნაკრებების არჩევა ანუ შეგიძლიათ ითამაშოთ როგორც კაცთა ასევე ქალთა ნაკრებით.

Game Booster – პროგრამა რომელიც თამაშების მოყვარულ ყველა ადამიანს გამოადგება იმაში რომ მათი საყვარელი და ფავორიტი თამაშები ითამაშონ ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ალბათ ხშირად გქონიათ შემთხვევა როდესაც ამა თუ იმ თამაშს თქვენთვის უნებურად გაუჭედია ისეთ მნიშვნელოვან მომენტში რომ მეორედ ამ შანსის მიღება ძალიან რთული იქნებოდა Game Booster დაგეხმარებათ ასეთი პრობლემების მოგვარებაში და მისი ტელეფონში დაინსტალირების შემდეგ და Boost-ის გაკეთების შემდგომ შეძლებთ ყოველგვარი შეფრხებისა და გაჭედვის გარეშე ითამაშოთ თქვენთვის საყვარელი თამაშები მოკლედ ეს ძალიან კარგი პროგრამაა და გირჩევთ ჩაიწეროთ Game Booster მოამზადებს თქვენს ტელეფონს იმისათვის რომ ყველანაირი თამაში უპრობლემოდ ჩართოთ.

თეგები
Close
Close