არქივი

ცხოველი, რომელიც ყველაზე მეტხანს ცოცხლობს

75a0af86d1e3
ყველაზე ხანგრძლივი სისცოცხლით ზღვის წითელი ზღარბი გამოირჩევა, რომელმაც ცხოველთა შორის საუკეთესო მაჩვენებელით აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. ეს არის უხერხემლო ცხოველი, რომელიც დასავლეთ ამერიკაში წყალმარჩხის სანაპიროზე ბინადრობს.

ზღვის ზღარბი განვითარების ყველა საფეხურს ერთი თვის განმავლობაში გადის. 2 წლის ასაკში მისი სიგრძე უკვე 4 სმ-ია, ყოველწლიურად კი მას 0,1 სმ ემატება. წითელმა ზღარბმა სწავლულთა განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ დაიპყრო, რაც ერთ-ერთი ცოცხალი ზღარბის დაბადების დღე გახდა ცნობილი, რომელიც 1805 წლით დათარიღდა. სულ მალე კი გაირკვა, რომ ამ უბერებელი ცხოველის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება და თავისუფლად შეუძლია გამრავლება.

დიდი ხნის წინათ მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ მისი სიცოცხლის მაქსიმალური მაჩვენებელი 15 წელია. თუმცა გამოკვლევებმა, რომელიც მეცნიერთა მიერ კალიფორნიის უნივერსიტეტში იქნა ჩატარებული, აჩვენა, რომ ზღვის ზღარბი ”უკვდავია” და რაც მთავარია მას სიბერის ნიშნები არ აწუხებს. ბიოლოგების განმარტებით 100 წლის ზღვის ზღარბს სიცოცხლის ზუსტად იმდენი შანსი აქვს რამდენიც 10 წლისას. აქედან გამომდინარე იქმნება შთაბეჭდილება, რომ თუ, ამ უწყინარ ცხოველს არასასიამოვნო გარემო პირობებისაგან – კერძოდ, მტაცებლებისა და მებადურებისაგან დავიცავთ, ის არა ერთი, არამედ მრავალი ასეული წლის განმავლობაში თავისუფლად შეძლებს ცხოვრებას.

5290765ad7f8

75a0af86d1e3

მსგავსი ამბები

Back to top button