არქივი

ყველაზე, ყველაზე, ყველაზე …

2947b9022af9

ყველაზე დიდი მარიოს თოჯინა

თუ თქვენ გაქვთ ზედმეტი ორი მილიონი დოლარი და თამაშების ცნობილი პერსონაჟის – მარიოს ფანიც ხართ, მაშინ დროა მიაშუროთ ჰოლანდიურ E-bay-ს სადაც ამჟამად იყიდება ლეგოს კონსტრუქტორისაგან დამზადებული ყველაზე დიდი მარიოს თოჯინა მსოფლიოში. თოჯინა 40.000 დეტალისგან შედგება, იწონის 80 კილოგრამს და 1,8 მეტრი სიმაღლისაა. თოჯინის საწყისი ფასი 2,250 ევროა თუმცა მისი ავტორი ვინმე დირკ ვან ჰესბროკი იმედოვნებს რომ თოჯინას 2 მილიონ ევროდ მიჰყიდის კოლექციონერებს, მისი თქმით ეს თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება

36bc0bdfe7c9

ყველაზე დიდი აღლუმი

500 ტანკი, 151 სამხედრო თვითმფრინავი, ბირთვული რაკეტები – აი, ის არასრული ნუსხა, რამაც 1-ელ ოქტომბერს პეკინის ცენტრში ჩაიარა ან დედაქალაქს
გადაუფრინა.
ამ დღეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ აღნიშნა შექმნიდან 60 წლისთავი, რაც ხელისუფლებამ მარჯვედ გამოიყენა – მსოფლიოს დაანახვა, თუ რა ძალას ფლობს ჩინეთის შეიარაღებული ძალები.
საგულისხმოა, რომ აღლუმზე ჩინელებმა აჩვენეს სამხედრო საიდუმლო საბრძოლო ტექნიკის 52 ნიმუშიც, რომელთა ნაწილის შესახებ უცხო ქვეყნების დაზვერვებმა არაფერი იცოდნენ.
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის ალბათ უსიამოვნო მოულოდნელობა გამოდგა აღლუმზე გამოყვანილი Dong Feng-31A ტიპის მობილური საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც ინდივიდუალური დამიზნების სამი ბირთვული ქობინი მიაქვს. ამ რაკეტით ჩინეთს შეუძლია მიაღწიოს აშშ-ის დასავლეთ სანაპიროს, რაც ამერიკელებისთვის სერიოზული საფრთხეა.
1-ელი ოქტომბრის აღლუმით პეკინმა მთელ მსოფლიოს შეაცვლევინა აზრი ჩინეთის არმიაზე. აქამდე მიჩნეული იყო, რომ ჩინეთის თითქმის 2,3 მლნ-იანი შეიარაღებული ძალები მხოლოდ რაოდენობით შეიძლებოდა ყოფილიყო სახიფათო, ხოლო შეიარაღება მოძველებული ჰქონდა.
ამიერიდან კი გაცხადდა, რომ ჩინეთის არმიამ გადაიარაღება დაიწყო და სერიოზული ანგარიშგასაწევი ძალა ხდება თვით აშშ-ისთვის, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე, ინდოეთსა და იაპონიაზე.
ჩინური არმიის ასეთი გაძლიერება იმანაც განაპირობა, რომ პეკინმა ბოლო წლებში რუსეთისგან იყიდა თანამედროვე საბრძოლო ტექნიკა და მათი წარმოების ტექნოლოგიები. რუსეთში ნაყიდი Су-27 ტიპის გამანადგურებლების ბაზაზე ჩინელმა კონსტრუქტორებმა მისი ასლი, J-11 შექმნეს. დღეს მოსკოვი კი აპროტესტებს ჩინელების მიერ საბჭოთა და რუსული საბრძოლო ტექნიკის კოპირებას, მაგრამ უკვე გვიანია.
ჩინეთისთვის ყველაზე საშიში ამერიკული ატომური ავიამზიდებია. თვითონ ჩინეთიც იწყებს ავიამზიდების მშენებლობას და თან ამერიკული “მცურავი კუნძულების” გასანადგურებლად მსოფლიოში უნიკალურ იარაღს ქმნის – მართვად ბალისტიკურ რაკეტას, რომელსაც მოძრავი სამიზნის – ავიამზიდების აფეთქება შეუძლია.
1-ელ ოქტომბერს აღლუმზე ჩინეთმა მსოფლიო დონის განაცხადი გააკეთა – იგი პრეტენზიას აცხადებს დადგეს ზესახელმწიფოებს – აშშ-სა და რუსეთს შორის და მოსკოვი გვერდზეც გასწიოს.

44b184289d6b

მსოფლიოში ყველაზე იაფი ავტომანქანა

კომპანია “Renault”-მა და ინდურმა კომპანიამ “Bajaj” ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სუპერიაფფასიანი ავტომანქანის გამოშვებას ითვალისწინებს.

როგორც ნიუ-დელიში გამართულ პრესკონფერენციაზე “Renault”-ის პრეზიდენტმა კარლოს გონმა განაცხადა, იაფფასიან მოდელს მომხმარებელი 2012 წელს მიიღებს. ავტომანქანა პირობითი სახელწოდებით ULC (ultra low cost), სულ 2500 აშშ დოლარი ეღირება.

ახალი მოდელი ინდური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. თუმცა, დაინტერესების შემთხვევაში, ის სხვა ქვეყნებშიც გაიყიდება.

ავტომანქანას “Bajaj” დააპროექტებს, ინდოეთში და სხვა ქვეყნებში მის მარკეტინგზე კი, “Renault” და მისი პარტნიორი “Nissan” იზრუნებს. ავტომობილი მახარათშას შტატის ქალაქ ჩაკანში მდებარე ქარხანაში აეწყობა. ქარხნის სიმძლავრე წელიწადში 400 ათასი ერთეული მანქანა იქნება.

7e102bba5ddd

მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდი

მსოფლიოში ყველაზე დიდი მკერდის მფლობელი 15 წლის ჩინელი ტინგ ხიაფენია სოფელ ჩანგადან.ჯერ კიდე 15 წლის გოგონას თითო მკერდი 10 კილოგრამს იწონის,48 სანტიმეტრზეა ჩამოკიდებული და 30 სანტიმატრითაა ნეკნებისგან დაცილებული.

ტინგი ამბობს,რომ გოგოებს მასთან ურთიერთობა არ სურთ.ისინი მას გამოუსწორებელ მახინჯად თვლიან.ბიჭები კი სიცილს ვერ იკავებენ და მას საკუთარი რძის ცეხის გახსნას ურჩევენ.

მსგავსი ამბები

Back to top button