არქივი

ფრინველი რომელიც ფერს იცვლის

a2a8abb71277
ტურაკო-ნაირფერი ფერებით მორთული და მოხატული ფრინველია,ფრთები წითელი ხასხასა ფერისაა,შუა ნაწილი მუქი ლურჯი,დასაწყისი-მუქი მწვანე.იგი აფრიკის ტყეების ბინადარია.სიცხეს გაურბის და ჩრდილს აფარებს თავს.ის არც წვიმის მოყვარულია,წვიმის დროს ისე სველდება,რომ ფრენა აღარ შეუძლია.აღსანიშნავია რომ წვიმის დროს ბუმბულიდან წითელი ფერი სცილდება და წითლად შეღებილი წვიმის წყალი წურწურით ჩამოდის.ამგვარად,წვიმის წყლით იგი ხუნდება და ლურჯდება,წითელი ფერი ეკარგება,მაგრამ ეს დროებითი მოვლენაა.გადაიღებს წვიმა და გაშრებატურაკოს ბუმბული.ის ისევ ალაპლაპდება მზეზე წითლად.
5669e94aa2d7
ფრინველი წითელ ფერს მაშინვე კარგავს როგორც კი ხელში დაიჭერთ ან მის ბუმბულს ხელს გადაუსმევთ.ბუმბულის ფერის ცვლის უნარი მხოლოდ ცოცხალი ტურაკოებისთვისაა დამახასიათებელი.მკვდარი ფრინველის ბუმბული დასველებით ფერს არ იცვლის.მეცნიერები ამტკიცებენ,რომ ტურაკოს ფერის ცვლა დაკავშირებულია ნერვული სისტემის გაღიზიანებასთან.
38d8894f3107

ბუმბულის ფერისცვალება,ტურაკოს გარდა არც ერთ სხვა ფრინველს არ ახასიათებს.

Back to top button