გასართობისაკითხავიუცნაური

7 დამაჯერებელი ნიშანი იმისა, რომ სხვა პლანეტებზე შესაძლოა არსებობს სიცოცხლე

ჩვენ არ გვაქვს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ სადმე სხვა პლანეტაზე არსებობს სიცოცხლე. მიუხედავად ამისა არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი ნიშნები იმისა, რომ ადამიანი აღმოაჩენს სიცოცხლეს დედამიწის ფარგლებს გარეთ.

1)ექსტრემოფილები დედამიწაზე: ექსტრემოფილები ეს არის ცოცხალი ორგანიზმები, რომლებსაც აქვთ უნარი იცოცხლონ ადამიანის გადმოსახედიდან სრულიად გაუსაძლის პირობებში: ექსტრემალურ სიცხეში ან სიცივეში, მომწამლავ ქიმიურ ნივთიერებებში და ვაკუუმშიც კი. ადამიანმა აღმოაჩინა არსებები, რომლებიც ცხოვრობენ ვულკანების კრატერებში, ანდების მლაშე წყალსაცავებში და ინტარქტიდის ყინულებში. ამ პატარა არსებებს აქვთ უნარი იცოცხლონ კოსმოსის ვაკუუმშიც კი. სხვა სიტყვებით, ჩვენ ვიცით, რომ სიცოცხლე შეიძლება არსებობდეს სხვა პლანეტებზე, ჩვენ ის ჯერ უბრალოდ ვერ ვიპოვეთ.

2)სიცოცხლის ქიმიური პრეკურსორების არსებობა სხვა პლანეტებზე: პრეკურსორი ეს არის ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს მიზნობრივი მატერიის შექმნის ქიმიურ რეაქციაში. როგორც ჩანს დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნა ეს იყო რიგი ქიმიური რეაქციების შედეგი, რომლებმაც შექმნეს ნუკლეომჟავები, ცხიმები, ცილები, ნახშირწყლები და ლიპიდები. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ სხვა პლანეტებზეც არსებობს ეს “სიცოცხლის წინამორბედები”. მაგალითად პლანეტა ტიტანის ატმოსფეროში აღმოჩენილია ეს პრეკურსორები. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვიპოვია სიცოცხლე ჩვენ ვიპოვეთ მისი “ინგრედიენტები”.

3)დედამიწის ტიპის პლანეტების რიცხვის მატება: დედამიწის მსგავსი პლანეტების აღმოჩენის ტემპი თანდათანობით მატულობს. აღმოჩენილია ათობით დედამიწის მსგავსი პლანეტა, რომელიც მზის ანალოგის ირგვლივ ბრუნავს. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მრავალ მსგავს პლანეტას ვპოულობთ, სრულიად შესაძლებელია, რომ შემდეგ მათგანზე აღმოვაჩინოთ ესა თუ ის სიცოცხლის ტიპი.

4)დედამიწაზე მცხოვრები სახეობების მრავალმხრივობა: დედამიწა მრავალჯერ მოხვედრილა სხვადასხვა კრიზისულ სიტუაციაში, მაგრამ სიცოცხლე მასზე მაინც გრძელდებოდა. შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე საკმაოდ “ჯიუტია”. ასევე ცოცხალი ორგანიზმების მრავალი სახეობიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ სრულიად შესაძლებელია მსგავსი რამ სხვაგანაც ხდებოდეს სამყაროში.

5)დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნასთან დაკავშირებული საიდუმლოებანი: ჩვენ გვაქვს სხვადასხვა თეორიები იმის შესახებ თუ, როგორ წარმოიქმნა სიცოცხლე დედამიწაზე. გაუგებარია თუ რამ მისცა ბიძგი სიცოცხლის წარმოქმნას, მით უმეტეს, რომ მილიონობით წლის წინ ამისათვის სრულიად შეუსაბამო პირობები იყო, ატმოსფერო მეთანით იყო სავსე, ხოლო დედამიწა დაფარული იყო ლავით. ერთ-ერთი თეორია ამბობს, რომ სიცოცხლე ჩაისახა მარსზე და შემდეგ მეტეორიტების საშუალებით ჩამოაღწია დედამიწაზე (პანსთერმიის თეორია). თუ ეს ასეა სრულიად შესაძლებელია, რომ სიცოცხლე სხვაგანაც გავრცელებულიყო.

6)მტკიცებულებები იმისა, რომ ზღვები, ტბები და მდინარეები მზის სისტემის სხვა პლანეტებზეც არსებობდა: სიცოცხლე ოკეანეში ჩაისახა. შესაძლებელია მსგავსი რამ სხვა პლანეტებზეც მომხდარიყო? სრულიად შესაძლებელია, ჩვენ ხომ უამრავი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ჩვენს მეზობელ პლანეტებზეც ოდესღაც არსებობდა წყალი. მარსზე ოდესღაც წყალი მიედინებოდა, ტიტანზე არსებობს ამომშრალი მდინარეები, ხოლო ევროპაზე (იუპიტერის თანამგზავრი) არსებობს უზარმაზარი ოკეანე, რომელიც სრულიად დაფარულია ყინულით. შესაძლებელი, რომ ამ პლანეტებზე არსებობდა სიცოცხლე, ან იქნებ დღესაც არსებობს?

7)ევოლუციის თეორია: ადამიანები ხშირად იყენებენ ფერმის პარადოქსს იმის ასახსნელად თუ რატომ ვერ ვიპოვით ჩვენ სიცოცხლეს სამყაროში. სხვა მხრიდან არსებობს ევოლუციის თეორია, რომელიც ამტკიცებს, რომ სიცოცხლე ეთვისება გარემომცველ სამყაროს. მართალია დარვინი საერთოდ არ ფიქრობდა სიცოცხლეზე დედამიწის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ამ თეორიის ახალი ინტერპრეტაციები ამტკიცებს, რომ სიცოცხლე განიცდის ადაპტაციას და შეუძლია არსებობა ღია კოსმოსის პირობებშიც კი.

 

წყარო : intermedia.ge

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close