ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (2 ნაწილი)


Swamp Attack – თამაში სროლებზე სადაც თქვენი მიზანია დაიცვათ თქვენი სახლი შეშლილი ცხოველებისგან და ასევე ზომბებისგან. თამაშს გააჩნია ძალიან კარგი გრაფიკა და მარტივად გაიგებთ მის წესებს. Swamp Attack-ის გადმოწერა შეიძლება როგორც Google Play-დან ასევე Mobogenie-დან. თამაშში უნდა დაიცვათ თქვენი სახლი და შენობა ასე რომ ვისაც დაცვის სტილის თამაშები მოგწონთ სადაც არ უნდა დათმოთ შენობები მტრებისაგან გადაწერეთ და ისიამოვნეთ. თამაშში არის სხვადასხვა ქულების დაგროვების პრინციპი რის შემდეგაც უფრო კარგ და მაღალ ტურებში გადადიხართ. ადვილი საშოვნელია ასევე ამ თამაშის Mod money-ანუ ფულის უფასო დაგროვების Apk-ი.

Minuum Keyboard – პატარა და გამოსადეგი აპლიკაცია ვისაც მოსწყინდა მის ტელეფონში მოსაწყენი კლავიატურა. Minuum Keyboard-ის ჩაწერის შემდეგ თქვენს წინაში იქნება სრულიად გამარტივებული ძალიან დახვეწილი და ლამაზი კლავიატურა რომელზეც ბეჭდვა არასდროს არ მოგბეზრდებათ თანაც რაც მთავარია მისი ჩაწერა ტელეფონში და დაყენება ძალიან ადვილია. აპლიკაციის გადმოწერა შეიძლება Google Play-დან ან Mobogenie-დან. აპლიკაციას მოყვება მრავალი ენა. თქვენ შეძლებთ სურვილისამებრ დააყენოთ სასურველი ენა და გაამარტივოთ თქვენი ანდროიდი.

Virtual Horse Racing – თამაში მათთვის ვისაც უყვრს ცხენები დოღი და ცოტაოდენი აზარტი. თქვენ ყოველი ახალი გარბენის ანუ ცხენების დოღის წინ დებს ფსონს სასურველ მოთამაშეზე და თქვენი მიზანია რომ ამ მოთამაშემ გაიმარჯვოს. მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა შეადგენს 8 კაცს. დოღის წინ შეგიძლიათ ნახოთ ამა თუ იმ ცხენისა და მოჯირითის მონაცემები თუ რამდენად არიან ფსიქოლოგიურად მზად ამ დოღისთვის ასევე როგორ არიან ისინი ფიზიკურად მზად. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ დოღის მერე ადგილების ანუ რეიტინგის გადანაწილება ასევე მოგებული და წაგებული ბილეთები და ფსონები და ასე შემდეგ მოკლედ ცხენების მოყვარულებმა გადაწერეთ ეს თამაში Google Play-დან ან Mobogenie-დან და გაერთეთ.

Lazy Swipe – აპლიკაცია რომელიც ანდროიდ მარკეტებზე გამოჩენიდანვე გახდა პოპულალური მაგრამ შეიძლება თქვენ კიდევ არ იცით მის შესახებ Lazy Swipe არის აპლიკაცია რომელსაც აქვს ძალიან დახვეწილი დიზაინი და გამარტივებული სტრუქტურა იმისა თუ როგორ დავაყენოთ ჩვენთვის სასურველი და საყვარელი პროგრამები და თამაშები ჩვენთვის ხელსაყრელ ადგილას ტელეფონის ეკრანზე.  Lazy Swipe-ს ჩაწერის შემდეგ კუთხეში გაჩნდება მრგვალი ფორმის ადგილი სადაც უნდა დაამატოთ თქვენი საყვარელი აპლიკაციები ან თამაშები ასევე მას აქვს ფანარის ჩართვის ინტერნეტის ჩართვის სიკაშკაშის დამარეგულირებელი ხელსაწყოები და მრავალი სხვა სერვისი. აპლიკაციის გამოდწერა შეგიძლიათ Google Play-დან ან Mobogenie-დან.

თეგები
Close
Close