TECH & მეცნიერებაგართობა

CONCEPT ART & DIGITAL ART (ნაწილი 2)

Amazing Digital Art and Photomanipulation By Wojciech Magierski11Wojciech+Magierski 2

ეს გახლავთ ჩემი წინა პოსტის გაგრძელება.
სანამ გაგაცნობდეთ სხვადასხვა ავტორებს და მათ ნამუშევრებს (მემგონი დაგპირდით თანაც), მანამ მინდა CONCEPT ART–ის და DIGITAL ART–ის განმარტება, ისტორია და მათ შესახებ ინფორმაცია გიამბობთ. ამ ნაწილში ორივეს ვერ მოვასწრებ, მაგრამ არაუშავს, წინ მესამე ნაწილიც გელოდებათ. ამ ნაწილში Concept Art-ს განვიხილავ.
Concept Art არის ილუსტრაციის ერთ–ერთი ფორმა, რომლის ძირითადი მიზანია წარგვიდგინოს დიზაინი, იდეა, ხასიათი (ფილმებისთვის და ვიდეოთამაშებისთვის, ანიმაციებისთვის და ა.შ.) სანამ ის ჩაიდება რაიმე სახის პროდუქტში და გახდება რაიმე დიდის ნაწილი. Concept Art–ი ასევე განიხილება როგორც ვიზუალური განვითარება და კონცეპციური დიზაინი. ეს დიზაინი შეიძლება ეხებოდეს მოდასაც, სცენოგრაფიასაც და არქიტექტურასაც. არ არის ცნობილი ვინ შექმნა სახვითი ხელოვნების ეს მიმდინარეობა და ამაზე დღესაც დავა მიმდინარეობს. თუმცა ვისაც არ უნდა გამოეგონა, Concept Art–ი როგორც ტერმინი პირველად 1930–იან წლებში დისნეის კომპანიის მიერ იყო ნახსენები.
თავდაპირველად მსგავს სტილში ნახატებს ხელოვანთა ძალიან მცირე ნაწილი ხატავდა იმ პერიოდში, როცა არ იყო განვითარებული კომპიუტერული პროგრამები და მათი გამოყენების მეთოდები. დღეს ამ სტილის ნახატები იხატება Photoshop–ით ან Corel Painter–ით(გააჩნია მხატვარის არჩევანს). Concept Art–ის მთავარი თემები ძირითადად ფანტაზია და მეცნიერული გამოგონებებია (ანუ, წინასწარი პროგნოზები თუ რას შეიძლება მეცნიერებამ მიაღწიოს მომავალში).

ეს არის მოკლე ინფორმაცია. ახლა კი ორივე სტილს ისევ და ისევ შევაერთებ და ჩამოვთვლი რამდენიმე ჩემთვის საყვარელ ავტორს… :)

შემდეგი ნახატები ეკუთვნის პოლონელ მხატვარ Wojciech Magierski–ს. ინტერნეტსივრცეში ის ასევე ცნობილია როგორც M4gik. აი მისი ნამუშევრები:
Amazing Digital Art and Photomanipulation By Wojciech Magierski11
Wojciech+Magierski 2
thumbs Wojciech Magierski
mag lg
Wojciech Magierski 8

Jose Paulo Reis (ხოსე პაულო რეისი) გახლავთ უაღრესად ნიჭიერი პორტუგალიელი ხელოვანი. მისი ნამუშევრები გვაოგნებს ხარისხით და კლასით. მის ნამუშევრებში შეიმჩნევა სპექტრების, ფერების ფართო გამოყენება და მისი სურათებიც კარგადაა დამუშავებული.
digitalart josereis
Jose Paulo Reis 3
531971 481814781869510 1194328602 n
20110422 shockblast image5600 777
josereis digitalart10

Pierre Doucin–ი გახლავთ Digital Art-ის ერთ–ერთი (უხეშად რომ ვთქვათ) ძლიერი სპეციალისტი იტალიიდან. ის დაეუფლა უახლეს ციფრულ რევოლუციას და შექმნა საკუთარი განუმეორებელი სტილი. მის ნამუშევრებში სიამოვნება მთავარი თემაა. ეს არის მისი კლიენტების ჩამონათვალი: Renault(ანუ ავტომობილი რენო), BNP Paribas, Computer Art, PSD Mag, Factory 311, Hub, Magic Garden, Emergence და სხვები.
(ზოგიერთ სურათს აქვს სათაური, რომელიც თავზე აწერია, ზემოდან.)

ალისია (Alicia)
Doucin Pierre Illustrations 11

შეშლილი (Psycho)
debutart pierre doucin 11970

ჰიპჰოპ სესია (HipHop Session)
debutart pierre doucin 11759

შამათი (Checkmate)
thumbs Pierre Doucin 01

გატეხილი (Broken)
brokenglish

Pure (ამ სურათთან მიმართებაში ითარგმნება არა როგორც”წმინდა”, არამედ როგორც “ქალწული”)
PureHD

ეს სიახლე ცოტა მოკლე გამომივიდა, ამიტომ მაპატიეთ. შემდეგი ნაწილი უფრო გრძელი იქნება და არანაკლებ საინტერესო.

ასევე იმათთვის, ვისაც სურს ამ ხელოვნების დაუფლება, არის ძალიან კარგი ვიდეოგაქკეთილი, რომელიც დამეხმარა ძალიან. ვინც ინგლისური იცით შეგიძლიათ გადახვიდეთ ბმულზე და გაიგოთ როგორ იხატება Photoshop-ით უბრალო ხე, და რა ფუნქციებს იყენებს მხატვარი.

წყარო: http://www.4love.ge

მსგავსი ამბები

Back to top button