გასართობიკრეატივისასარგებლო

კოქტეილი. როგორ ამზადებენ კოქტეილს და მარტივი რეცეპტები

image

კოქტეილი სხვადასხვა სპირტიანი ნაყენის, ღვინის, არყის, კონიაკის, რომის, ჯინის, ხილის, ნაღების, კვერცხის, თაფლის, ნაყინის, საკვები ყინულისა და სხვათა შერევით მიღებული სასმელია. კოქტეილს ამზადებენ ორი სახისას – მაგარსა და სადესერტოს. ამზადებენ ლითონის სპეციალურ ჭურჭელში (შეიკერში), ზოგჯერ კი – უშუალოდ ჭიქაში.

 

image

 

კოქტეილის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ ეს მცირე ალკოჰოლიანი სასმელია, რომელიც სამ ან მეტ ინგრედიენტს შეიცავს. თუ შერეული ინგრედიენტი მხოლოდ ორია, მაშინ ეს სასმელი მხოლოდ შერეულია, მაგრამ კოქტეილად არ ითვლება.

 

image

 

პირველად კოქტეილი ნიუ-იორკში, 1806 წლის მაისის ცნობარში “Balance and Columbian Repository” ახსენეს, სადაც სასმელს შემდეგი განმარტება ჰქონდა: “მასტიმულირებელი ლიქიორი, რომელიც ნებისმიერი სპირტიანი სასმელისაგან შედგება. აგრეთვე მას ემატება შაქარი, წყალი და მცენარეული ნაყენი”.
სიტყვა კოქტეილის წარმომავლობასთან დაკავშირებით უამრავი ვერსია არსებობს, თუმცა ლექსიკონების უმრავლესობაში მითითებულია, რომ სიტყვის წარმომავლობა უცნობია.

 

image

 

ორი საუკუნის განმავლობაში, ათობით ავტორი ცდილობდა ტერმინის წარმომავლობა აეხსნა. სწორედ მათ ვერსიებში ხშირად მოიხსენებდნენ ლამაზ ქალებს და ერთ-ერთი ვარაუდით, სიტყვა კოქტეილი სწორედ მათი სახელების ინიციალებისგან იყო შემდგარი. გთავაზობთ ყველაზე რეალურ ვერსიებს:

 

1. Coquetier-ასე ჰქვია ფრანგულად პატარა ჭიქას, რომელშიც, როგორც ამბობენ, ვიღაც ფრანგი ნიუ-ორლეანში სტუმრებს შერეულ სასმელს სთავაზობდა. სტუმრები ხშირად ითხოვდნენ Coquetier-ს, დროთა განმავლობაში სიტყვამ ტრანსფორმაცია განიცადა და ის კოქტეილად იქცა.

image

2. შესაძლებელია, რომ ღვინოების შერევის უძველესი ფრანგული რეცეპტი, რომელსაც coquetel-ს უწოდებდნენ, 1777 წელს, ამერიკაში გენერალ ლაფაეტის მიერ იქნა ჩატანილი.

image

3. ერთ-ერთი ვერსიით, ვირჯინიელი ვინმე ბეტსი ფლანაგანი ჯარისკაცს შერეულ სასმელს ასმევდა.
მასში ყველა ის ფერი იყო, რომელიც მამლის კუდშია (cock-მამალი, tail-კუდი). ის ამ სასმელს კოქტეილს უწოდებდა.

image

4. 1769 წელს შექმნილი ეს ტერმინი ჯირითთან იყო დაკავშირებული და წმინდა სისხლის არმქონე ცხენს აღნიშნავდა. როგორც წესი, ასეთ ცხენებს კუდს ისე მოკლედ აჭრიდნენ, რომ ის მამლის კუდს უფრო გავდა. იმდროინდელი ჟურნალების მიხედვით, მოკლე კუდის (კოკ-ტეილი) მქონე ცხენს შერეული სისხლი ჰქონდა.

image

5. უძველესი დროიდან “cocked tail” (ზემოთ აწეული კუდი) ამაღლებული განწყობის მქონე ადამიანს ან ცხენს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სასმელს, რომელსაც ადამიანების განწყობის ამაღლება შეუძლია, სწორედ კოქტეილი უწოდეს.

image

“ცეცხლოვანი კოქტეილი” შეიცავს მცირე რაოდენობით აალებად მაღალგრადუსიან ალკოჰოლურ სასმელს, რომელიც დალევამდე იწვის.

 

image

 

მოდი ახლა ვნახოთ ყველაზე მარტივი 5 რეცეპტი:

 

1. “დებიუტანტი”

ინგრედიენტები:

30 მლ. ტეკილა
25 მლ. ატმის ლიქიორი
5 მლ. პიტნის ლიქიორი
1 ს. კ. ლიმონის წვენი
მოსართავად ერთი ცალი კოქტეილის ალუბალი

მომზადების წესი: ყველაფერს “შეიქერში” შეანჟღრევთ, ჭიქაში მოათავსებთ და შემდეგ ალუბალს ჩააგდებთ, სულ ეს არის “დებიუტანტი”.

image

2. “ფრანგული კოცნა”


ინგრედიენტები:


1 ჩაის კოვზი ჟოლოს პიურე
შამპანური.


მომზადების წესი: ჭიქაში ჟოლოს პიურეს ვდებთ და შამპანურს ვასხამთ.

image

3. ფორთოხლის კოქტეილი:


ინგრედიენტები:


ფორთოხლის წვენი,
მშრალი შამპანური.


მომზადების წესი: შამპანური ჭიქაში ნახევრამდე ფორთოხლის წვენს ვასხამთ, შემდეგ შამპანურით ვავსებთ.

image

4.კოქტეილი წითელი ღვინით


ინგრედიენტები:


1 კვერცხის გული,
80 მლ. წითელი ღვინო,
2 ჩ.კ. შაქარი, შამპანური,
გახეხილი მუსკატის კაკალი.


მომზადების წესი: შამპანურის გარდა, ყველაფერი შეიკერში აურიეთ. გაფილტრეთ, შემდეგ დაასხით შამპანური და მუსკატის კაკალი მოაყარეთ.

image

5. რძის კოქტეილი ბანანით:


ინგრედიენტები:

2 ჩ.ჭ. რძე
2 ცალიბანანი
100 გრამი ნაღების ნაყინი
ლიმონის ცედრა მოსართავად


მომზადების წესი: რძე წამოადუღეთ და გააგრილეთ. ბანანს მოაცალეთ კანი და გათქვიფეთ ბლენდერში. დაუმატეთ რძე, ნაყინი და განაგრძეთ თქვეფა ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.სასმელი გააცივეთ და მიირთვით ლიმონის ცედრით.

image

გემრიელად მიირთვით !

 

წყარო : intermedia.ge

თეგები
Close
Close