არქივი

დოგმა 95

2b0d16a44192

დოგმა 95 – მიმართულება თანამედროვე კინემატოგრაფიაში.
დანიელმა კინორეჟისორმა ლარს ფონ ტრიერმა ფილმზე მუშაობისას დაასკვნა, რომ ტექნიკა და სტილისტიკა მაყურებლისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია ვიდრე სიუჟეტი და პერსონაჟები. თავისი ბოლო ფილმი ტრიერმა ხელის კამერით გადაიღო ტრადიციული მეთოდების უგულებელყოფით რის შედეგადაც კადრები ბუნდოვანი და „მარცვლოვანი“ გამოვიდა. ეს მეთოდი გახდა კონცეპტუალური მანიფესტის საფუძველი და 1995 წელს ჩამოყალიბდა რეჟისორთა ჯგუფი „დოგმა 95“.

მანიფესტი

„დოგმა 95“ – ეს არის კინორეჟისორების კოლექტივი, რომელიც შეიქმნა 1995 წელს კოპენჰაგენში.
„დოგმა 95“–ის მიზანია დღევანდელ კინოში დანერგილი განსაზღვრული ტენდენციების ოპონირება.
„დოგმა 59“- ეს არის აქცია გადარჩენისთვის !

1960 წელს ყველაფერი დამთავრდა. კინო მოკვდა ითხოვდა აღდგენას. მიზანი იყო დიადი, მაგრამ საშუალები არ ვარგოდა. „ახალი ტალღა“ აღმოჩნდა მსუბუქი წყლის ჭავლი, რომელმაც სანაპიროზე ქვიშა ოდნავ დაასველა. თავისუფლებისა და საავტორო ლოზუნგების შედეგად დაიბადა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ნამუშევარი, მაგრამ ამან რადიკალური ცვლილებები ვერ მოიტანა. ეს ნამუშევრები თავად რეჟისორებს ჰგავდნენ, რომლებიც კინოში იმიტომ მოვიდნენ, რათა თავის „ლუკმას“ დაპატრონებოდნენ. ანტიბურჟუაზიული კინო გარდაიქმნა ბურჟუაზიულად რადგანაც დაფუძნებული იქნა ბურჟუაზიული ხელოვნების აღქმის თეორიებზე. ავტორობის კონცეფცია თავიდანვე იყო ამონარიდი ბურჟუაზიული რომანტიზმიდან, ამიტომ ის იყო ყალბი.

„დოგმა 95“-ის თანახმად კინო არ არის პირადი ბიზნესი !
დღევანდელი ტექნოლოგიური წნეხი კინოს მიიყვანს რადიკალურ დემოკრატიზაციამდე. პირველად კინოს შექმნა შეუძლია ნებისმიერს, მაგრამ რაც უფრო დიდია წვდომა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებასთან მით უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს ავანგარდი. შემთხვევითი არ არის, რომ ტერმინს „ავანგარდი“ ენიჭება საბრძოლო კონოტაცია. დისციპლინა- ეს არის ჩვენი პასუხი, ჩვენ ფილმები უნდა შევმოსოთ ერთგვარ უნიფორმაში.

„დოგმა 95“ გამოდის ინდივიდუალური კინოს წინააღმდეგ, რომელიც უდავო წესებისკენ უბიძგებს.
1960 წელს კინო სიკვდილის პირას მიიყვანეს და მის შემდეგ წარმატებით აგრძელებენ მის ქოლვას.
რეჟისორ-დეკადენტების „დიადი“ მიზანი – პუბლიკის მოტყუება. ნუთუ ესაა ჩვენი სიამაყის საგანი? ილუზიების გაჩენა ემოციების ხარჯზე? მხატვრის თავისუფალი არჩევანი კლოუნადის სასარგებლოდ?
პროგნოზირებადობა (სხვაგვარად დრამატურგია) – ეს არის ოქროს ხბო, რომლის გარშემოდაც ჩვენ ვცეკვავთ. თუ პერსონაჟს აქვს შინაგანი სამყარო მაშინ სიუჟეტი ითვლება რთულად და არ მიაკუთვნებენ „მაღალ ხელოვნებას“. ისე როგორც არასდროს მიესალმებიან ზედაპირულ კინოს შედეგი – გაღარიბება. ილუზიური გრძნობა, ილუზიური სიყვარული.

„დოგმა 95“-ის თანახმად კინო ეს არ არის ილუზია.
ტექნოლოგიური წნეხი ილუზიურ ფილმს გარდაქმნის ღვთაებრივად. თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დარჩენილი სიმართლის კვალის წაშლა. ილუზიის წყალობით კინოს შეუძლია ყველაფრის დაფარვა.
„დოგმა 95“ გამოდის კინოში ილუზიის წინააღმდეგ და ადგენს უდაო წესებს, რომელიც ცნობილია როგორც „ერთგულების ფიცი“

ერთგულების ფიცი

ვფიცავ დავიცვა წესები, რომელიც შექმნილი და დამტკიცებულია „დოგმა 95“ ის მიერ.

1. გადაღებები უნდა მიმდინარეობდეს ბუნებაში. არ შეიძლება რეკვიზიტების და დეკორაციის გამოყენება. ( თუ ფილმისთვის აუცილებელია სპეციალური რეკვიზიტი მაშინ გადაღებები უნდა მიმდინარეობდეს იქ სადაც ეს რეკვიზიტი არსებობს.)

2. მუსიკა არ უნდა მიდიოდეს განცალკევებით გამოსახულებისგან ან პირიქით.( მუსიკა არ შეიძლება იქნას გამოყენებული სცენაში თუ ის არ სრულდება ცოცხლად, სცენის მიმდინარეობისას)

3. კამერა აუცილებლად უნდა იყოს ხელის. ნებისმიერი მოძრაობა თუ უმოძრაობდა უნდა მიმდინარეობს ადამიანის ხელის მოძრაობის კარნახით ( არ შეიძლება ფილმის გადაღების დროს დამონტაჟებული იქნას კამერა)

4. ფილმი უნდა იყოს ფერადი. სპეციალური განათება ნებადართული არ არის ( თუ გადაღებებისთვის არასაკმარისი შუქია, მაშინ გამონაკლისის სახით შეიძლება კამერაზე ერთი გამანათებელი საშუალების დამონტაჟება, სხვა შემთხვევებში კადრი უნდა ამოჭრილი იქნას)

5. ოპტიკური ეფექტი და ფილტრი აკრძალულია.

6. ფილმი არ უნდა შეიცავდეს წარმოსახვით მოქმედებას ( მკვლელობა, სროლა არ შეიძლება იყოს ფილმის ნაწილი)

7. სიუჟეტები სადაც მოქმედება სხვა ეპოქაში ან ქვეყანაში მიმდინარეობს აკრძალულია ( მოქმედება უნდა ხდებოდეს აქ და ახლა)

8. ჟანრული ფილმები აკრძალულია.

9. ფილმის ფორმატი უნდა იყოს 35 მმ.

10. რეჟისორის სახელი არ უნდა ფიგურირებდეს ტიტრებში.

ვფიცავ, რომ ამ მომენტიდან როგორც რეჟისორი უარს ვამბობ ფილმში პირადი გემოვნების გამოვლენაზე! ჩემი უზენაესი მიზანია ჩემი პერსონაჟებიდან მაქსიმალური სიმართლის გამოწურვა. ვფიცავ გამოვიყენო ეს წესები ყველა შესაძლო გზებით.
კოპენჰაგენი, ორშაბათი, 13 მარტი 1995 წ.

„დოგმა 95“ის სახელით
ლარს ფონ ტრიერი
თომას ვინტერბერგი

 

წყარო : კინოსა და თეატრის შესახებ

Mersy

111

მსგავსი ამბები

Back to top button