არქივი

ბუდას საჩუქარი კაცობრიობას

5db48079251f
ლეგენდის თანახმად ეს პატარა მარცვალი ბუდამ კაცობრიობას შემდეგი სიტყვებით აჩუქა:“ ის ვინც ამ მარცვალს გთავაზობთ, თავად სიცოცხლეს გთავაზობთ.“ ადამიანებმაც მის მიერ ბოძებული საჩუქარი სათანადოდ დააფასეს და ამჟამად იგი პლანეტაზე მცხოვრები სამი მეოთხედი ადამიანის ძირითადი საკვებია.

არქეოლოგიური აღმოჩენები მოწმობს, რომ ბრინჯი ჯერ კიდევ 6-7 ათასწლეულის წინ მოჰყავდათ და საკვებად იყენებდნენ. აღმოჩენილია თიხის ჭურჭელი, რომელზეც მისი კვალია შემორჩენილი;სარწყავი არხები, რომლითაც მისი ნათესები ირწყვებოდა,ძველი ინდური და ჩინური ხელნაწერები, რომლებშიც იგი ღმერთების შესაწირად არის მოხსენიებული.

აღმოსავლურ ქვეყნებში და დასავლეთში მის მიმართ სხვადასხვაგვარი დამოკიდებულებაა. აზიის ქვეყნებში იგი სუფრის განუყოფელი ნაწილია.ზოგ ქვეყანაში ამ მარცვლეულს აღმერთებენ და ცდილობენ სხვა ინგრედიენტები არ შუერიონ,როგორც წესი, ამ მარცვლეულით სავსე ფიალას, როგორც ოჯახის სიწმინდის სიმბოლოს,სუფრის ცენტრში დგამენ და არ აყრიან მარილს, მხოლოდ მძაფრსურნელოვან სანელებლებს. ისიც ოდნავ, რათა ბრინჯმა ბუნებრივი არომატი მეტად შეინარჩუნოს.

ევროპაში ბრინჯმა პოპულარობა შედარებით გვიან მოიპოვა.თავდაპირველად იგი ძვირი ღირდა და ეგზოტიკურ მცენარედაც ითვლებოდა.ამ მარცვლისაგან მხოლოდ სამეფო ტკბილეულობას ამზადებდნენ.აზიისგან განსხვავებით ევროპის ქვეყნებში მას არ ეთაყვანებოდნენ.მიუხედავად ამისა ევროპულ სამზარეულოში სწრაფად დაიმკვიდრა ადგილი. მალე იტალიასა და ესპანეთში ბრინჯის ახალი ჯიშების გამოყვანა დაიწყეს, რომლებიც ხორცის, ზღვის პროდუქტებისა და სანელებლების არომატს შეიწოვდნენ.განსხვავებულია მისი სუფრასთან ჭამის წესიც-აღმოსავლეთში ხელით ან ჩხირებით მიირთმევენ, დასავლეთში-ჩანგლით.

c67cc6db1408

ეს მარცვალი ბე ჯგუფის ვიტამინის წყაროა და ბრინჯის მოყვარულებს ნერვულ სისტემასთან, თმასა და კანთან დაკავშირებული პრობლემები იშვიათად აწუხებთ.ხოლო ვიტამინი ორგანიზმს დაბერებისა და გულსისხლძარღვთა დაავადებებისგან იცავს.შესაძლოა სწორედ ამაშიც არის აღმოსავლელი ადამიანების დღეგრძელობის საიდუმლო.ამას გარდა, ეს მარცვალი შეიცავს მიკროელემენტებს:რკინას, თუთიას, მაგნიუმს, კალციუმსა და კალიუმს.

დედამიწაზე ბრინჯის 10 ათასამდე ჯიში იზრდება.მათგან ყველაზე გავრცელებულია ყავისფერი და თეთრი.ყავისფერს გადამუშავება და თეთრზე ორჯერ უფრო მეტი ხანი ხარშვა სჭირდება.თეთრი-ვიტამინების სიუხვით ძალიან ვერ დაიკვეხნის, რადგან სასარგებლო ნივთიერებები გადამუშავებისას იკარგება.სამაგიეროდ, მალე იხარშება, დიდხანს ინახება და ყავისფერთან შედარებით იაფიც ღირს.

bcaa2c3d150e

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button