გართობაკულტურა

საინტერესო საიტები (მეჩვიდმეტე ნაწილი)

43ba3d8a1148
Yahoo answers – ალბათ გსმენიათ ცნობილი ინტერნეტ კომპანიის Yahoo-ს საინტერესო სერვისების შესახებ ეს სერვისი კი ამ კომპანიის მრავალფეროვნებას და ლიდერობას კიდევ ერთხელ დაგიმტკიცებთ. Yahoo answers არის საიტი სადაც დარეგსიტრირდების შემთხვევაში შეგეძლებათ დასვათ კითხვა ან ჰკითხოთ რჩევა საიტის მომხმარებლებს რომლებიც აქტიურად ადევნებენ პოსტებს და კითხვებს თვალს ხოლო მათი სურვილის შემთხვევაში ისინი დააკომენტარებენ შენს რჩევას ან კითხვას და დაგეხმარებიან შეძლებისდაგვარად კითხვის არსიდან გამომდინარე. საიტზე ასევე შეხვდებით პატარა ოქროსფერ თასს რომელიც მიანიშნებს იმას რომ ეს კითხვა დღის საათის კვირის ან თვის საუკეთესო კითხვაა გვერდზე კი Best answer ეწერება. ადამიანი რომელიც დააკომენტარებს ამა თუ იმ კითხვას გვერდზე გამოჩენილი მოწონების და არ მოწონების ღილაკით შეგიძლიათ შეაფასოთ ასევე საიტზე არის 15-ზე მეტი კატეგორია რომელიც კითხვის დასმის დროს უნდა აირჩიოთ კითხვის არსიდან გამომდინარე უნდა მიუთითოთ შესაბამისი და მიახლოებული კატეგორია. მოკლედ ძალიან კარგი საიტია და შეგიძლიათ თავად ნახოთ. საიტი ჯერჯერობით მხოლოდ ინგლისურ ენაზეა ხელმისაწვდომი.
728f6964fec7
AzLyrics – დარწმუნებულივარ ხშირად მოგისმენიათ სიმღერა და მოგნდომებიათ ამ სიმღერის ტექსტი მაგრამ არ იცოდით სად როგორ და რანაირად მოგეძებნათ ამ სიმღერის ტექსტი მე კი გასწავლით ერთ კარგ საიტს რომელსაც AzLyrics ჰქვია.
მოგეხსნებათ ლათინური ანბანი იწყება A ასოზე და მთავრდება z ასოზე ამიტომაც ჰქვია ამ საიტს AzLyrics ანუ ჩვენ შეგვიძლია მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი სიმღერა ლათინური ანბანის ნებისმიერ ასოზე. საიტზე არის კატეგორია WHAT’S HOT? ანუ რა არის ცხელი სიმღერა ან ალბომი სადაც საუკეთესო სიმღერებს ნახავთ. საიტს აქვს ძებნის კატეგორია სადაც მოძებნით სასურველ სიმღერას.
ccd00fabfa74
AnswersGe – ასევე ერთ-ერთი კარგი ქართული კითხვა-პასუხის საიტი რომელიც დაახლოებით Yahoo answers-ის ანალოგია მაგრამ სრულიად განსხვავებული. საიტზე შეგიძლიათ ნახოთ ისევე როგორც საუკეთესო კითხვები ასევე უახლესი პოპულალური და უპასუხოდ დატოვებული კითხვები. საიტზე არის 27-მდე კატეგორია სადაც მოათავსებთ თქვენს კითხვას შინაარსის მიხედვით. კითხვების დასმით და ასევე სხვის კითხვებზე პასუხით თქვენ აგროვებთ ქულებს რის შემდეგაც ხდებით საიტზე უფრო და უფრო პოპულალური მომხმარებელი ასე რომ ნახეთ ეს საიტი და დასვით და მიიღეთ თქვენს კითხვებზე პასუხები ქართულად.
e9f55616bb6d
Replaypoker – თუ გიყვართ პოკერის თამაში და ვერ იპოვეთ საიტი სადაც უფასოდ შეგეძლებათ გაერთოთ ამ თამაშით მაშინ Replaypoker ზუსტად რომ თქვენთვისაა საიტზე შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში და მაშინ როდესაც მოგესურვებათ ითამაშოთ პოკერი რაც მთავარია დახვეწილი და მარტივი დიზაინით სათამაშოდ თქვენ არ დაგჭირდებათ არანაირი აპლიკაციების და დამატებითი პროგრამების გადმოწერა კომპიუტერში არამედ პირდაპირ Replaypoker-ზე საიტზე შესვლით და რეგისტრაციის ხოლო შემდეგ საიტზე ავტორიზაციის გავლით ანუ შესვლით შეძლებთ ითამაშოთ პოკერი უფასოდ მარტივად და კომფორტულად.

Back to top button