გართობაუცნაური

მიტოვებული ადგილები დედამიწაზე, რომელთა ხილვისას ძარღვებში სისხლი გეყინებათ

image

მსოფლიოში უამრავი მიტოვებული ადგილია, რომელთაგან თითოეულს თავისი ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი შემაძრწუნებლად გამოიყურებიან, მათ მიმართ ადამიანების ინტერესი და ცნობისმოყვარეობა საკმაოდ დიდია. ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ფოტოკოლაჟი მცირეოდენი განმარტებებით ისეთი ადგილებისა, რომელთა ნახვაზე ძარღვებში სისხლი გეყინებათ, თუმცა ინტერესის გამო მათი ხილვის სურვილი საკმაოდ ბევრ ადამიანს აქვს.

 

image

 

1. კუნძული ჰასიმა

image

რამოდენიმე ათეული წლის წინ კუნძულ ჰასიმაზე ქვანახშირს მოიპოვებდნენ და იქ 5 ათასამდე მეშახტე ცხოვრობდა თავის ოჯახებთან ერთად. მოგვიანებით ქვანახშირმა დაკარგა თავისი ფუნქცია, რადგან ძირითადი საწვავი მასალა ნავთობი გახდა. კუნძულზე ყველა შახტა დაიხურა, ხოლო მეშეხტეებმა სასწრაფოდ დატოვეს იქაურობა.

 

2. სანჩჟი

image

ტაივანში მდებარე ეს სახლები თითქმის ფუტურისტულად გამოიყურება. ისინი ააგეს აზიდან დაბრუნებული ამერიკელი ჯარისკაცებისათვის, მაგრამ 1980 წელს კომპლექსის დაფინსება შეწყდა მანამ, სანამ ის გაიხსნებოდა. ამჟამად ეს დასახლება საშინელებათა ფილმების გადასაღებ მოედანს ჰგავს.

 

3. მოცურავე ტყე

image

ავსტრალიაში არსებობს ტყე, რომელიც პირდაპირ მოდრეიფე ხომალდზე იზრდება. გემი მე-20-ე საუკუნის დასაწყისში ააგეს და 70 წლის განმავლობაში ის ამაყად სერავდა ზღვებსა და ოკეანეებს. 1972 წელს ხომალდი ჩამოწერეს და გადაიყვანეს ხოუმბუშის ყურეში. რადგან გემი უპატრონოდ იყო მიტოვებული, მას ბუნება დაესაკუთრა და ყოფილი გემი მოცურავე ტყედ გადააქცია.

 

4. მაუნსელას ფორტი

image

ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის სამეფო ფლოტმა ეს ფორტი დააარსა ინგლისის მიწების დასაცავად ჰაერიდან ან ზღვიდან თავდასხმის შემთხვევაში. ომი დამთავრდა, ხოლო ეს მდუმარე, მიტოვებული შენობები ისევ დგანან ჩრდილოეთის ზღვაში.

 

5. პრიპიატი

image

უკრაინის ქალაქი პრიპიატი ჩერნობილის ატომური ზონიდან სულ რამოდენიმე კილომეტრითაა დაშორებული. 1986 წლის აპრილში მომხდარ საშინელ ავარიამდე ქალაქში სიცოცხლე დუღდა, იქ ძირითადად ატომური ელექტროსადგურის მომსახურე პერსონალის ოჯახები ცხოვრობდნენ. რადიაციის მაღალი დოზის გამო ქალაქი დღემდე საშიში და საცხოვრებლად გამოუსადეგარი რჩება.

 

6. ბულგარეთის კომუნისტური პარტიის შტაბ-ბინა

image

ბულგარეთის კომუნისტური პარტიის სხდომათა დარბაზს ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ფორმის ეს მეტად არასასიამოვნო შენობა წარმოადგენდა. სსრკ-ის დაშლის შედეგ შენობა მიტოვებული იქნა, რამაც ის კიდევ უფრი შემზარავი და იდუმალი გახადა.

 

7. ნარა დრიმლენდის პარკი

image

1961 წელს იაპონიაში გაიხსნა ნარა დრიმლენდის პარკი, მაგრამ დაახლოებით 50 წლის შემდეგ ის დახურეს. ამჟამად პარკის ტეროტორია გაუდაბურებულია და შემაძრწუნებელი სანახავი.

 

8. დაუსახლებელი კუნძული, ფლორიდა

image

1981 წელს რომანოს კონცხზე ამერიკელი მილიონერის ბობი ლის სურვილის მიხედვით აააგეს ასეთი გუმბათისმაგვარი შენობები. მალე ლი გაკოტრდა, ეს შენობები კი მდუმარედ დგანან ახალი პატრონის მოლოდინში.

 

9. ახალი ბედორდ ორფეი

image

ბედორდ ორფეის ახალი თეატრი 1912 წელს გაიხსნა მასაჩუსეტსის შტატში. 1959 წელს თეატრი დაიხურა და ის მაღაზიებად გადააკეთეს. ამჟამად შენობა ცარიელია, სანამ ახალი პატრონი არ იპოვის ინვესტორს მისი რესტავრაციისათვის.

 

10. წყალქვეშა დაკარგული ქალაქი

image

ეს უძველესი ჩაძირული ქალაქი მდებარეობს ჩინეთში, პროვინცია ციანსჟიში. ის 1959 წელს შემთხვევით იპოვეს მუშებმა, რომლებიც ელექტროსადგურის მშენებლობაზე მუშაობდნენ. წყალქვეშ ჩაძირული ქალაქი 1341 წლისაა.

 

11. სადგური სითი-ჰოლი

image

ნიუ-იორკის მეტროს ეს სადგური 1904 წელს გაიხსნა. წლების შემდეგ ის უკვე ვეღარ ჯდებოდა თანამედროვე სტანდარტებში და 1945 წელს გააუქმეს კიდეც.

 

12. სალტოს სასტუმრო

image

კოლუმბიაში მდებარე ეს სასტუმრო 1928 წელს გაიხსნა. აქ ძირითადად ჩერდებოდნენ ტურისტები, რომლებიც 150 – მეტრიანი ჩანჩქერის ტიკინამას სანახავად ჩამოდიოდნენ. გაუგებარი მიზეზების გამო 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩანჩქერით დაინტერესება შეწყდა, სასტუმრომაც დაკარგა თავისი ფუნქცია და უდაბურ ადგილად გადაიქცა.

 

13. მიტოვებული სამხედრო ჰოსპიტალი გერმანიაში

image

ეს სამხედრო ჰოსპიტალი გერმანიაში, ქალაქ ბელიცში მდებარეობს. სწორედ აქ მკურნალობდა ახალგაზრდა ადოლფ ჰიტლერი, როცა ნაღმის ნამსხვრევით დაიჭრა 1916 წელს.

 

14. კაშხალი ბელგიაში

image

ეს არის ძველი ელექტროსადგური, რომელიც მონსო-სიურ-კამბრეში მდებარეობს.

 

15. ანტარქტიდაში ჩაძირული იახტა

image

ეს ბრაზილური იახტა ოდესღაც კატასტროფაში მოყვა და არდლის წყლების ხომალდი-მოჩვენება გახდა. ბრაზილიელები, რომლებიც ხომალდზე იმყოფებოდნენ, იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს, როცა უეცრად გრიგალი ამოვარდა და იახტა ჩაძირა.

 

16. ვილარდის ფსიქიატრიული საავადმყოფო

image

სულით ავადმყოფთა ეს ამერიკული საავადმყოფო 1869 წელს გაიხსნა. მის კედლებს უამრავი ტრაგიკული ისტორია ახსოვს-აქ დაახლოებით 50 ათასამდე პაციენტი დაიღუპა. ამბობდნენ, რომ მისი მთავარი ექიმი ავადმყოფებზე შემზარავ ცდებს ატარებდა. 1995 წელს საავადმყოფო საბოლოოდ დახურეს.

 

17. სოფელი ნეო თიუ

image

სინგაპურში მდებარე ეს სოფელი 2002 წლს დაცარიელდა. ოდესღაც ხალხმრავალი ადგილი ამჟამად ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების სავარჯიშო პოლიგონად იქცა.

 

დიახ, ამ ადგილების ფოტოსურათების ერთი შეხედვითაც კი ძარღვებში სისხლი გეყინებათ და შიშისაგან გაჟრჟოლებთ, მაგრამ მოდით, უკუვაგდოთ შიში და უფრო სასიამოვნო რამეზე ვიფიქროთ: იქნებ ვინმემ უკვე ამოირჩია რომელიმე მათგანი თავის ახალ საცხოვრებელ ადგილად და ცოტაოდენი ხნის შემდეგ უსიამოვნების და შიშის ნაცვლად მის ხილვაზე სასიამოვნო გრძნობაც კი დაგეუფლოთ… ვინ იცის, რა არ ხდება ამ სამყაროში, ცხოვრება ხომ მოულოდნელობებითაა სავსე.

 

წყარო : intermedia.ge

Back to top button