არქივი

ქრისტოფერ ნოლანი ამჟღავნებს საიდუმლოს ფილმ “დასაწყისის” ფინალურ სცენაზე

QjEcGvanRKc

ქრისტოფერ ნოლანმა პრინსტონის კურსდამთავრებულებთან ლექციაზე ისაუბრა თავის ჩანაფიქრზე, ფილმ “დასაწყისის“ ფინალური სცენის შესახებ, სადაც ე.წ. ბზრიალა ტრიალებს განუწყვეტლივ და სანამ ჩვენ დავინახავთ ის ეცემა თუ არა ფილმიც მთავრდება.

director christopher nolan in the dark knight rises 2012 movie i 114095
მან მოუყვა კურსდამთავრებულებს ყველაფერი რეალობის აღთქმაზე, რისი თქმაც მას უნდოდა ამ ფილმში. რეჟისორი ფიქრობს, რომ ყველას შეუძლია ჰქონდეს საკუთარ რეალობა, და ეს ნორმალურია, თუ კი ადამიანი ბედნიერია.

“მე ვფიქრობ, რომ დროთა განმავლობაში ჩვენ რეალობას აღვიქვამთ ისე როგორც “ცუდ ნათესავს“ ჩვენს გონებაში, რაღაცნაირი გაგებით. მე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენი ოცნებები, ჩვენი ვირტუალური რეალობა, აბსტრაქციები, რომლებიც ჩვენ მოგვწონს და რომლითაც ჩვენს თავს შემოვფარგლავთ, ჩვენი რეალობის ნაწილია. როგორც, ფილმ “დასაწყისის“ ფინალურ სცენაში, სადაც ლეონარდო დიკაპრიო, კობი, დარჩა თავის შვილებთან – თავის სუბიექტურ რეალობაში. მისთვის სულერთი იყო, ეს ყველაფერი რეალურად ხდებოდა თუ არა, და ამაშია მთელი აზრიც: ყველა რეალობა შესაძლებელია იყოს ერთნაირად დამოუკიდებელი. კამერა ასრულებს გადაღებას, სწორედ მაშინ, როცა უკვე ფიქრობ რომ ბზრიალა სადაცაა დაასრულებს ტრიალს და უცებ შავი ეკრანი“
1728796afbd63897

“საერთოდ ასეთი სიტყვის შემდეგ ამბობენ “მისდიე შენს ოცნებას“, მაგრამ მე ამას არ გირჩევთ, რადგან მე მინდა რომ თქვენ მისდიოთ თქვენს რეალობას.“ – სწორედ ამ აზრის გადაცემა უნდოდა რეჟისორს მაყურებლებისათვის.

კითხვები ამ ფილმის დასასრულთან დაკავშირებით ყველაზე ხშირი იყო ნოლანის ნამუშვრებს შორის. მან ისიც კი თქვა რომ კინოთეატრიდან ფინალურ სცენამდე წავიდა, რადგან იცოდა კითხვებით შეაწუხებდნენ.

tumblr nov0l2luHq1uvai9yo1 500

buffalo

white buffalo

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button