გართობაუცნაური

აჩრდილი სამყარო

6a00d8341bf7f753ef0192aa3250f0970d pi

ჩვენი სამყარო სავსეა სინათლით, სწორედ ამის გამო ჩვენთვის სამყაროს დიდი ნაწილი ხილულია, მაგრამ არსებობს სამყაროს ნაწილი, რომელიც უბრალოდ არ ჩანს. მას ბნელი მატერია ეწოდება.

ზოგადად ალბათ ყველა ფიქრობს თუ ვერ ვხედავთ, რატომ ვართ დარწმუნებული რომ ის ნამდვილად არსებობს და რეალურია. მაგრამ ფაქტია რომ ბნელი მატერია არსებობს. ამას მისი მიზიდულობით ვამტკიცებთ. მისი გრავიტაცია დაფიქსირებულია და დათვლაც შესაძლებელია. მაგრამ აქვე ცდნება დიდი კითხვა რა არის ამ ბნელეთის უკან. იქნებ სხვა სამყარო, სხვა გალაქტიკა ან თუნდაც სხვა ცივილიზაცია. ან თუნდაც ხომ არ ელის ჩვენ ნათელ სამყაროს საფრთხე ბნელეთის სამყაროსგან. ეს არის მნიშვნელოვანი კითხვები რომელიც ბნელი მატერიის ხსენებისას ჩნდება.

რისგან შედგება ბნელი მატერია?

ერთადერთი რაც ვიცით ის არის, რომ ბნელ მატერია აქვს მასა, რომელსაც მას ელემენტარული ნაწილაკი X-Bozon აძლევს. მეცნიერებისათვის ეს ერთადერთი ხელჩასაჭიდია. ბნელი მატერიის გამოსააშკარავებლად ერთადერთი გზა არის ბნელი მატერიის ქიმიურ რეაქციაში შეყვანა, რათა მან თუნდაც იცვალოს ფერი ან დატოვოს რაიმე ხილული კვალი. ამის განხორციელება ძალიან რთულია და ძვირია. უკეთესი გზა კი ბნელი მატერიის მოძებნა კი არა, არამედ მისი შექმნაა. დღესდღეობით არსებობს კოლაიდერები, გიგანტური ამაჩქარებლები, რომელმაც არაერთი ფუნდამენტური ნაწილაკი შექმნეს.

ბნელი მატერიის პოვნა აჩრდილი სამყაროს დასანახად გვჭირდება. აჩრდილი სახელი მეცნიერებმა ალბათ იმიტომ შეარჩიეს, რომ ამ სამყაროს მოჩვენებებს უკავშირებენ. რამდენიმე ათწლეულის წინ მეცნიერმა იპოვა მტკიცებულება, რომელიც აჩრდილს დაუკავშირა. ამ ნივთიერებას მოჩვენების მსგავსი უნარები ჰქონდა.  ამ ნაწილაკს Neutrinos ეწოდა. დღესდღეობით ეს ნაწილაკი ბნელი სამყაროს გასაღებად ითვლება. 

ზოგადად სამყაროში მასას X-Bozon იძლევა. X-Bozon ერთი ნივთიერების ორ ნაწილაკს აკავშირებს ერთმანეთთან. ამ ნაწილაკებს მემარცხენე და მემარჯვენე ნაწილაკებს უწოდებენ. ყველა მემარცხენე ნაწილაკს ჰყავს თავისი მემარჯვენე მეწყვილე და პირიქით. Neutrinos-ის ნაწილაკები კი მხოლოდ მემარცხენებია, მემარჯვენე Neutrinos არაა აღმოჩენილი, მაგრამ ფაქტია რომ Neutrinos აქვს მასა. ეს ეწინააღმდეგება ფიზიკის კანონებს, სწორედ ამიტომაც ფიქრობენ, რომ  Neutrinos მემარჯვენე ნაწილაკი ან თავად ბნელი მატერიაა ან მისი ნაწილი მაინც. შესაძლოა სწორედ ესაა ბნელი მატერიაა.

მემარჯვენე ნაწილაკის თვისებებზე მეცნიერებმა მცირე ინფორმაცია მაინც იპოვეს. მათი აზრით Neutrinos მემარჯვენე ნაწილაკი X-Ray-ს წარმოშობს. სამყაროში ბევრი ასეთი ნათებაა, მაგრამ ისინი ჩვენთვის მიუწვდომელია.

ბნელ მატერიაზე კიდევ ერთი მოსაზრებაც არსებობს. როცა დროსა და სივრცეში მასიური სხეული ჩნდება ის დროის და სივრცის დეფორმაციის იწვევს. სწორედ ამიტომაც სინათლე ამ გარღვევას გვერდს აუვლის რაც მას უხილავს ხდის.

მალე ალბათ შევძლებთ თანამედროვე ტექნიკური მიღწევებით ბნელი მატერიის საიდუმლოს გაშიფვრას!

Lord Kobiti

 

წყარო : scifigeorgia.wordpress.com

lordkobiti

nothing interestin

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button