სწრაფი სესხი

პრეზპაქტი #2 დრო. (საშიში ისტორიების მორიგი ნაწილი)

პირველი ნაწილი ნახეთ აქ: პრეზპაქტი#1: შავი კიბით ჩასვლა

პრეზპაქტი#2:დრო

თავი 1: პაქტი ჩვენსა და მათ შორის.

 

მინდა მეტად განვავრცო ცხრამეტ ივნისის შესახებ ამბავი. მე და მართა დიდიხნის მეგობრები ვართ. იაკე სულ ორი წელია რაც გავიცანით. მას თავიდან გამოცანებით ვეთამაშებოდით. პირველ რიგში გავარკვიეთ ოთხ ხიდში. ალბათ, თქვენ არ იცით რა არის ოთხი ხიდი. აგიხსნით: ოთხი ხიდი არის თეორიული და ამავდროულად პრაქტიკული წარმოსახვა პარალელურ სამყაროზე. კერძოდ, მოსაზრების თანახმად ადამიანს შეუძია დაუკავშირდეს პარალელურ სამყაროს ოთხი ხიდის საშუალებით. ესენია: სიზმარი, მთვარე, ურთიერთკავშირი და ფიქრი. ყველაზე მთავარი კი რწმენაა. სავსე მთვარეობისას( I ხიდი ) ვცდილობთ ჩვენი გონება გავწმინდოთ ფიქრით (II ხიდი) სინამდვილეში კი ვართ ასტრალურ მდგომარეობაში, ანუ სიზმარში(III ხიდი) და ტკაც! გადავდივართ სხვა სამყაროში და ჩვენსა და სხვა სამყაროს შორის მყარდება ურთიერთკავშირი (IV ხიდი) ეს ძალიან ზოგადად გითხარით, თორემ ისე, ყველაფერი მეტად რთულია. შემდეგ დავიწყეთ სპირიტიზმის და ოკულიზმის გამოცანები. ამას სხვა მოყვა იმს სხვას კიდევ სხვა…

ბოლოს, როცა იაკეს გამოცანებით ყველაფერი ვასწავლეთ და მის მახვილგონივრულობაშიც დავრწმუნდით, ის ჩვენ „ჯგუფში“ გავაწევრიანეთ.

სინამდვილეში მას იკა ჰქვია. უბრალოდ მე შევარქვი იაკე(რატომ ამას პრეზპაქტ#3-ში გაიგებთ) პირვლად ჩემს სახლში შევიკრიბეთ. მართა საოცრად ლამაზი იყო. მაშინ მგონი მომწონდა კიდეც. ახლა საუკეთესოზე საუკეთესო მეგობრები და სამეული ვართ. ჯერ კიდევ მაშინ გრძელი თმა ჰქონდა. მისაღებ ოთახში შევიყვანე მართა და იაკე. ტუჩები მოვცქმუტე და ბედნიერად გავიღიმე:

-მართა გამოიცანი!

-ოღონდ ეგ იყოს!!!

მართას სიცილი წასკდა. იაკე გაკვირვებული იყურებოდა. ვერ ხვდებოდა რაზე ვლაპარაკობდით…

კომოდისკენ გავეშურე და გრძელი უჯრა გამოვაღე. უიჯის დაფა ამეთვისტოს ამულეტი, აბლამი, კრისტალური დომეი ხელში ამებლანდა. სკივრს დავწვდი და ამოვიღე. მართასკენ სირბილით წავედი

-ვაიმეეეე!

-ხო!!!

სახე გაგვინათდა. სკივრში ღიფრონის ქვიშა ეყარა რაც ადამიანს მოხეტიალე სულების დანახვის საშუალებას აძლევს. ღიფრონის ქვიშა ახლა ჩემთვის არაფერი არაა, მაგრამ მაშინ სერიოზულ რამეს წარმოადგენდა. იაკეს ავუხსენით რა იყო. ჯერ გაუკვირდა, მერე გაუხარდა.

-ეს ხომ ძალიან მაგარია!

-ჰო. დავეთანხმე

მერე ტყეში გვქონდა შეკრებები. აქვე გამოვცადეთ ღიფრონის ქვიშაც. იმდენად საცოდავები არიან ეს აჩრდილები რომ…

ჩვენი ურთიერთობის სამი წლის თავზე მოხდა ეს ყველაფერი. (19 ივნისს ვგულისხმობ)

17 ივნისს მწველი დღე იდგა…

ბავშვებმა გადავწყვიტეთ ტყეში წავსულიყავით. იქ ხომ მეტად გრილა! სამივენი ღიფრონის ზემოქმედების ქვეშ ვიყავით. ტყეში საკმაოდ ბევრი მოხეტიალე ვნახეთ. სწორედ აქ ვნახეთ პირვლად ანდრო (ჰო, ის რუსი კრიმინალი). ის მგონი რაღაც სერიოზულს წარმოადგენდა აჩრდილებს შორის, რადგან მკაფიოდ ჩანდა მისი ზეგავლენა სხვებზე. შეგვეშინდა. არა მგონი მარტო მე და იაკეს შეგვეშინდა რადგან მართა კოპებშეკრული აქეთ-იქით იყურებოდა. მერე კი წამოიძახა:

-ეიი. ღიფრონმა მოქმედება შეწყვიტა. ლაშა მომე რაა…

ჩანთაში ხელი ჩავყავი, მწვანე, თითქოს რადიაციული ფხვნილი მსუყედ ამოვიღე. მერე ცოტა ჩავყარე და ბოლოს ისე დავიტოვე, რომ მხოლოდ საჩვენებელ თითებზეღა მეცხო.საფეთქლებზე მივადე ფხვნილიანი თითები (რადგან ეს ხსნიდა ყველაზე მნიშვნელოვანს- ტვინის ჩაკრას) და დავიწყე:

-მწვანე კრისტალური ღიფრონი დომეის გავლენით აღწევს ტვინში. ხედავ იმას რასაც არ უნდა ხედავდე! შენი თვალის ლინზა გამოსახულებას სწორედ აღიქვამს! სწორედ ღიფრონი ხსნის საიდუმლოს! გწამდეს!

-გამოვიდა?

-ჰო. რა ქაოსურად დარბიან… ყოჩაღ ქული ხარ!

მემგონი გავმწვანდი… მიყვარდა ღიფრონის შელოცვა რადგან ყოველთვის წარმატებულად სრულდებოდა და კომპლიმენტებით ვტკბებოდი (ზოგადად ვის არ უყვარს კომპლიმენტი)

-გეყოფათ. ღიმილიანი სახით შეგვაწყვეტინა იაკემ. მოკლედ მართა იმ ქერა კაცს ხედავ?

-უფრო კონკრეტულად ამიხსენი! ბევრნი არიან!

-აი წინ. ზუსტად შენ წინ. ყველა გარსახვევია. შავი მანტია აცვია. ამაზრზენი სახე აქვს.

-ჰო დავინახე. მერე?

-არ გაინტერესებს ყველანი რაზე ეხვევიან?

-კი

-მოკლედ ჩავიხატავ მაგ უჟმურ კაცს და ნანს ვაჩვენებ.

-ვინაა ნანა?

-ჩემი მეზობელი

– და მაგან საიდან უნდა იცოდეს?

-რავი. ყველაფერი იცის ამ დაბაზე და იქნებ მაგ კაცზეც გაუგია რამე?

-ჰო კაი ჯანდაბას!.

მემგონი ჩანახატი კი არა შედევრი შევქმენი (ახლა წერისას უჯრიდან ამომაქვს ნახატი და ვრწმუნდები რომ მართლაც იდეალურად მაქვს დახატული. პირადად მე ძალიან მომწონს) იქვე მივახატე რამდენიმე „მოსამსახურე“. ნახატი მუქი იყო (რადგან ღიფრონი ბლოკავს მზეს), მაგრამ სახეები მძაფრად ჩანდა. იმდღესვე სურათი ნანას ვანახე.

-დაიცადე შვილო. ხო იცი ჩემი თვალების ამბავი. სათვალეს მოვიტან. პატარა ტანი საძინებელში შეცუნცულდა და უკან მალევე, დიდი სათვალით დამშვენებული გამოვიდა.

-აბა მანახე

-აი, ნახეთ

ცხრად მოხრილი ტანი შეცბა.

-ვინ დახატა შვილო ეს?

– რა მნიშვნელობა აქვს. არვიცი ზუსტად. უბრალოდ ვინარის თუიცით?

-მისმინე შვილო ახლა შეუძლოდ ვარ. ხვალ კაფე „ესტერში“ დამპატიჟე და ყველაფერს მოგიყვები.

დაპატიჟების ხუმრობაზე გადაიხარხარა და საშინელი სუნი რომელიც პირიდან ამოდიოდა სახეზე მომაფრქვია. ლამის სკამიდან გადავყირავდი…

-კარგით

მოუთმენლობამ შემიპყრო. წუთები საათებად იქცა. იმ ღამეს ვერ დავიძინე…

მეორე დღეს (18 ივნისს) ნანაჩკას დილაუთენია დავადექი. მეგონა ისიც როგორც ყველა ქართველი მოხუცი ადრე დგებოდა. მაგრამ შევცდი…

-ვინ არის?

– მე ვარ ნანა ბებო. ლაშა. გამიღეთ.

-ლაშა და ჯანდაბა შენ!!! რას შემაშინე.

ალბათ, ოც წუთზე მეტხანს ველოდე სანამ გამოვიდოდა.

კარი გაიღო. ვიწრო სარკმლისფორმიან კარიდან ქალბატონი გამორნარნარდა. მერე, კვლავ, მიტრიალდა პატარა გასაღებით კარს უჩხვლიტა და ტკაც! კარი ჩაკეტა.რომ შემომხედა სიცილი ამიტყდა. უცნაური სათვალე ეკეთა. აი იცით როგორი? ჰარი პოტერსა და აზკაბანის ტყვეში, მოხეტიალე ჯადოქრების ავტობუსის მძღოლს რომ უკეთია, აი ეგეთი! ჰო ზუსტად ეგეთი!

სათვალე თვალებზე მიტყეპნილი ჰქონდა და ძლივს-ძლივობით აპაჭუნებდა.

-წავედით აბა…

„ესტერი“ საკმაოდ კარგი კაფე იყო და ამავდროულად საკმაოდ ძვირიც. ორკაციანი კუპეები დაკავებული იყო, ამიტომ გარეთ დავჯექით. გარეთაც საკმაოდ კომფორტულად იყო მოწყობილი  ყველაფერი. ქოლგებით იყო გადაფარული მაგიდები. რბილი დივნები ელაგა. დივანში ზმორვით ჩავჯექი.  ნანა, ალბათ, ძალიან მსუბუქი იყო, იმიტომ რომ მისი ჩაჯდომისას დივანს დეოფრმაცია არ განუცდია.

-მისმინე შვილო. საგიჟეთიდან მოიპარე ეგ სურათი?

-რაა??

-აბა საიდან გაქვს?

-აუ… რამნიშვნელობა აქვს საიდან მაქვს!!!

ქალი შეხტა. მერე წყენა დაეტყო. ჩემგანაც ცუდი ჟესტი იყო მოხუცისთვის ყვირილი… მაგრამ მეც აღელვებული ვიყავი…

-ბოდიშით.

-შვილო მაგ კაცს ანდრო ჰქვია. პარანორმალი იყო. გეუბნები გაანებე მაგ კაცს თავი! არაფერს მოგიტანს ცუდი ამბების გარდა, არაფერს!

-უფრო დეტალურად მომიყევით!

-ჰო, კარგი. 1999-ში საქართველოში ჩამოვიდა. აქ მომრავებულ ეკლესიებზე გული ერეოდა. მერე აქ ჩამოვიდა. აქ ეკლესია ერთგანაა და ისიც შორს. კერძო სახლები, როგორც ვიცი არ მოსწონდა და ამიტომ კორპუსის ბინაში დასახლდა. ზამთარში ჩამოვიდა და გაზაფხულის მიწურულს უკვე საგიჟეთში იყო. როგორც ვიცი მეზობლებს დაურეკავთ პოლიციაში და უთქვამთ, რომ მისი სახლიდან ყვირილი გამოდიოდა დღისით და ხალხს მოსვენებას არ აძლევდა. ჰოდა ჯერ ნარკოლოგიურ დეპარტამენტში წაიყვანეს. ნარკომანი იყო. მერე ფსიქოტესტი ჩაუტარეს, გიჟიც იყო…

ბოლო სიტყვაზე გაეცინა, მაგრამ ვერ მივხვდი რატომ.

-ჰოდა ასე… 1999-ში ჩამოვიდა და 2000-ში უკვე საგიჟეთში იჯდა.

– ლ ი ნ გ ს     კ რ ო ფ ი ! ! !

– რა შვილო?

-არა არაფერი. ძალიან ძალიან დიდი მადლობა! მიგაცილებთ სახლამდე.

-არა არგინდა ძმიშვილთან უნდა გავიარო.

ლინგს კროფი, ლინგს კროფი… ლინგს კროფის წყევლა! აი რა სჭირდა ანდროს!!! ლინგს კროფის წყევლის დადება მხოლოდ სატანას შეუძლია! სიწმინდის სიძულვილი და დღისით ყვირილი. დღისით და არა ღამით! იმ ღამეს „მშვიდად“ მეძინა…

ცხრამეტში ქარიანი და ბნელი დღე იდგა. ამ დღეს სავსე მთვარე იყო ნავარაუდები. როგორც იცით იმ ღამის ნაწილი პრეზპაქტ#1-შია აღწერილი. ასერომ გავაგრძელებ იქიდან საიდანაც გავწყვიტე. კანალიზაციიდან გამოვიდა… ყარდა! აბლამი რომ მივუშვირე გაქრა. მივხვდი რომ იაკესკენ წავიდა… დავიგვიანე. სამწუხაროდ დავიგვიანე… მართას მისი თავი მუხლებში ედო. ჩემ დანახვაზე ტირილი გაუმძაფრდა.მივხვდი რომ მეც ვტიროდი. თან ძალიან. იაკეს ფერი არ ედო… გარდაიცვალა. ახლაც კი როდესაც ამ ამბავს ვიხსენებ, სამი წლის შემდეგ საშინლად ვწუხდები და ცრემლი მომდის…

მორჩა ჩემი მოღვაწეობა ამ დღიურში. მართას ვუთმობ. მიყვარხარ მართა! იმედია მალე ვნახავთ იაკეს…

მართა. ცხრამეტი ივნისის მოვლენიდან სამი წლის შემდეგ:

სკოლაში დავდივარ. 12 კლასში ვარ. პირადი დღიურიც მაქ . ორი საუკეთესო და ისე უამრავი მეგობარი მომეძებნებადაბადების დღე ამასწინებზე მქონა. როგორც წესი სრული იდიოტობა იყოჩემი, ალბათ, უცნაური ხასიათის გამო ცოტა თაყვანისმცემელი მყავს. ჩემზე ჭორებიც კი დადის შეპყრობილიაო. რა თქმა უნდა, ტყუილი. სულ დამავიწყდა, მართა მქვია. რავი გვარი რაში გაინტერესებთნუ მოკლედ ჩვეულებრივი გოგონა ვარ. ზამთარში ყელამდე სვიტერით, ცხელი ყავით და კრუასანით ხელში. სახლში დედმამასთან და ორ დასთან ერთად ვცხოვრობ. დაგაინტერესდებოდათ რაზე ვგონივარ ხალხს შეპყრობილი. ალბათ იმიტომ რომ ამქვეყნიური უაზრობის შემყურეს უბრალოდ მეტად მიტაცებს მისტიკა. მისტიკა და ყველაფერი აბსოლიტურად რაც პარანორმალურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. ამასწინებზე ფოთში ვიყავი დედაჩემის მამიდაშვილთან. ღმერთო რა უაზრობაა ეს ნათესავებთან ტანტალიიქ ვერანაირად ვერთობი. სახლში ვზივარ სულ. ფილმებიც მომბეზრდა. აი წიგნებიც კი უაზრობად მეჩვენება. სწორედ ამიტომ შემარქვეს შეპყრობილი, ალბათ, სკოლაში სულ ასე უხასიათოდ რომ ვარ. ზოგი ცივსისხლიანსაც მეძახის. არადა, არადა ერთდროს ხომ კარგად ვიყავი? ერთდროს ხომ მხიარულად დავრბოდი დერეფნებში? მაგრამ არა. რატომ ? რატომ ? ეს კითხვა მიტრიალებს. ამის ამბის შემდეგ სამი წელი გავიდა. აი ამ სამ წელში შემიპყრო ისედაც სინანულით შეპყრობილს დემონმა! მეც დაუძლურებულმა ვეღარ გავუწიე წინააღმდეგობა. ჩემი ტრაგიკით შეიძლება ბესტსელერს ვწერდე, მაგრამ არარის ეს ბესტელერი! ეს რეალობაა, მკვდარი რეალობა რომელიც არ მაძლებს უფლებას გავშალო ფრთები, ამაყად, ღიმილით გავხედო მომავალს. რატომ ღმერთო, რატომ შემიბოჭე მომავალი? ტრაგიკული გეგონებით,მაგრამ ვარ ხალხნო ვარ! რატომ არ ვარ ნორმალური? კეკლუცი ხალხი რომ არ მომწონს? სოციალურ ქსელში რომ გულებზე დალაიქებზერომ ვაჭრობენ ეგენი რომ არ მომწონს? რეალურად ჩემი არანორმალურობის მიზეზი სამი წლის წინ გადაწყდა. ჩემი ცისარტყელაც კი გააშავთეთრა.
ალბათ, ბევრს ვახვევ ჩემ შავბნელ ცხოვრებას თავზე, მაგრამ გამიგეთ, ჩემი თავი მეცოდება უკვე. განა ცოდო არვარ 18 წლის ასეთი ცხოვრებისთვის. ჩვენ შეიძლება ერთადაც კი ვთამაშობდით სილაში. ერთმანეთს სილას თავში ვაყრიდით. ვჩხუბობდით ნიჩაბზე რომელიც ორი გვქონდა და შეგვეძლო გაგვეყო. უკიდეგანობის ზღურბლზე მიდგას ცალი ფეხი. წარსულის ამბავი, ამბავი რომელმაც ხელი მკრა და ცის უსასრულობაში ჩამაგდო. ღრუბლის ნახევარს დღესაც ვეპოტინები რომ საერთოდ არ მოვწყდე ამქვეყნიერებას და არ ჩავარდე სამარადისო უფსკრულში.
ჩემს მაგიდასთან ვზივარ ახლა. სანათის ყვითელი შუქი მელანს აბრჭყვიალებს. ზამთრის სუსხიანი საღამოა. ფანჯრებიდან ქარი ხმაურით შემოდის და აზრებს მიფანტავს. შაბათია. დღეს ოთახიდან არც კი გავსულვარ. ახლა ლოგინზე ერთი ნახტომით გავჩნდი. თერმომეტრი ავიღე და მჭიდროდ ჩავიდე


ავტორი: chaphichadze

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE