არქივი

ირაკლი (მეფე) ჩარკვიანი – მშვიდი ცურვა

294bffc8f0e9

მე ვდგავარ ცენტრში და ესჩემი ადგილია, ეს ჩემი ქალაქია და მე ვარ ეს ქალაქი, ეს ხალხი,ის ხალხიც კი რომლებმაც ბოთლები და სანთებელები დაგვიშინა. ეს უბედური ხალხიც მე ვარ, ამიტომ რა აზრი აქვს სადმე წასვლას. მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და გადავიხურავ ტალახიან მიწას! ეს ირაკლი ჩარკვიანის სიტყვებია თავისი ავტორომანიდან, სადაც ის ყვება თავისი განვლილი გზის შესახებ, გვიხატავს მომავალს და თავის სიკვდილს.4b0c18ebd391

მე ვცდილობ დავემსგავსო სტიქიას და არა ადამიანს ამიტომ მიყევით მშვიდ დინებას, რომელიც ერთ დღეს თავის უდაბურ კუნძულზე გაგრიყავთ.

მე ვგრძნობ იმ სენს, რომელიც მარადიულობას უდრის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება რომელიც არის ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა გასხივოსნება სრულიადაც არ ასახავს იმ სისრულეს რომელიც ერთი წამით გვხვდება ხოლმე ჩვენ მოკვდავთ, და მერე გვტოვებს შიზოფრენიულ მორევში ხორცის და ვნების

სიმდაბილს და მონობის.

a02ad5fa3e8f

ყოველი ჩვენგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა სიკვდილამდე რამოდენიმე წუთით ადრე ეუფლება, ამიტომ ისინი ვინც სიცოცხლეშივე აღწევენ მიზანს და ხდებიან მეფენი, რჩებიან ისტორიას. სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას რასაც უკვდავება ჰქვია.

მე ვარ გმირი რომელიც არასოდეს ჩაიდენს გმირობას, მე ვარ მეფე რომელიც არასოდეს მოახვევს თავის აზრს ქვეშევრდომებს და იმ ხალხს რომლებმაც ჯერ ვერ მიაღწიეს სულიერების იმ პიკს საიდანაც ყველაფერი მოჩანს. მე არ მჭირდება მოწაფწეები და არც მოწაფეებს სჭირდებათ მეფე, რომ მათ სულიერი ნახტომი განახორციელონ. ყოველი მათგანი მეფეა და ადრე თუ გვიან დარწმუნდებით ჩემი სიტყვების სისწორეში.

ირაკლი ჩარკვიანმა იწინასწარმეტყველა თავისი სიკვდილი. ის წერდა: რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს,

ჯოჯოხეთად მონათლეს. სინამდვილეში კი სიკვდილი დიდი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე,

რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს.
cc5996076af6
მეფე კაიფობდა იმიტომ რომ ნარკოტიკების მთავარი ჯადო იმ ილუზიის გაჩენაში მდგომარეობს რასაც ჩვენ სიყვარული ვეძახით ანუ კაიფში ყოფნა მეფისათვის შეყვარებულ მდგომარეობაში ყოფნას ჰგავდა.

აღდგომა ხომ ძალიან ძნელია, განსაკუთრებით კვირა დღეს როცა ყველას ყველაფერი ეზარება!!!!!

ჩემი პირველი რომანი რასაც მე მშვიდ ცურვას ვეძახი, სწორედ იმიტომ იწერება რომ, აგიხილით თვალები და უკეთ დაგანახოთ ის, რასაც ისედაც ხედავთ!!
eccc22b4b8d4
ირაკლი მეფე_ჩარკვიანი

სიმდაბილს და მონობის.a02ad5fa3e8f

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button