სწრაფი სესხი

მისტიკური ადგილები (ნაწილი 2)

მისტიკა და იდუმალება ბევრ ჩვენგანს იზიდავს, ყოველგვარი ამოუხსნელი მოვლენა ინტერესს აღძრავს და ნერვებს აღიზიანებს. ალბათ ამიტომ იგონებენ მწერლები საზარელ ისტორიებს, ხოლო კინემატოგრაფისტები ,,საშინელებათა ფილმებს’’ იღებენ, რომლებსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ჩვენს პლანეტაზე უამრავი საშინელი ადგილია, რომლებიც გამონაგონზე ნაკლებ როდი აფორიაქებენ ჩვენს წარმოსახვას. მე მოგიყვებით ორი მისტიკური ადგილის: შავი ბამბუკის ხევის და ივაჩევის ტბის შესახებ.

შავი ბამბუკის ხევი
სამხრეთ ჩინეთში მდებარეობს მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი ადგილი ჰეიჯუს ხეობა, რომლის სახელწოდებაც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც ,,შავი ბამბუკის ხევი’’. აქ, იდუმალ გარემოებებში, საკმაოდ ხშირად ხდება საშინელი ავარიები და უგზო უკვლოდ იკარგება მრავალი ადამიანი.
ასე მაგალითად1950 წელს ხეობაში დაუდგენელი მიზეზების გამო დაიმსხვრა თვითმფრინავი: საჰაერო ხომალდს არავითარი ტექნიკური გაუმართაობა არ ჰქონდა და არც ეკიპაჟს გადაუცია უბედურების სიგნალები. იმავე წელს, სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ხევში უგზო–უკვლოდ დაიკარგა ასამდე ადამიანი! თორმეტი წლის შემდეგ ხეობამ ამდნეივე ადამიანი ,,ჩაყლაპა’’, – გაქრა მთელი გეოლოგიური ჯგუფი. გადარჩა მხოლოდ გიდი, რომელმაც მოგვიანებით განაცხადა, თუ რა მოხდა. როდესაც ექსპედიცია ხეობას მიუახლოვდა, ის ოდნავ ჩამორჩა. ამ მომენტში უეცრად სქელი ნისლი გაჩნდა, რის გამოც ერთი მეტრის რადიუსშიც კი არაფრის დანახვა არ იყო შესაძლებელი. გიდმა ამოუხსნელი შიში იგრძნო და ადგილზე გაქვავდა. რამდენიმე წუთის შემდეგ, როდესაც ნისლი გაიფანტა, ჯგუფი აღარსად ჩანდა… დაკარგული გეოლოგები, ისევე, როგორც მთელი მათი მოწყობილობა, ვერსად იპოვეს.
1966 წელს ამავე ადგილას გაქრა სამხედრო კარტოგრაფთა რაზმი, რომელიც რელიეფური რუკის კორექტირების მიზნით ატარებდა სამუშაოებს, ხოლო 1976 წელს ხევში დაიკარგა მეტყევეთა ჯგუფი.
არსებობს მრავალი ვერსია, რომელიც განმარტავს შავი ბამბუკის ხევის ანომალიურ თვისებებს. ამ ვერსიათა თანახმად, ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს დამპალი მცენარეების მიერ გამოყოფილი გაზები, ასევე, ხეობაში არის ძლიერ გეომაგნიტური და აგრეთვე – ამ ზონაში მდებარეობს გადასასვლელები პარალელურ სამყაროში.
ასეა თუ ისე, ჩინური ,,სიკვდილის ხეობის’’ საიდუმლოება დღემდე ამოუხსნელია, რაც იმ ადგილებში უამრავ ტურისტს იზიდავს.


ივაჩევის ტბა
რუსეთის ერთ–ერთი ავბედითი ზონა მდებარეობს ვოლოგდის ოლქში, ქალაქ ჩერეპოვეცის მახლობლად – ივაჩევია ტბის რაიონში რომლის, რომლის ნაპირებსაც ზამთარ–ზაფხულ მრავალი დამსვენებელი სტუმრობს.
ამ ადგილას საკმაოდ ხშირად იკარგებიან უგზო–უკვლოდ ადამიანები. ამასთან ადამიანთა გაუჩინარებაში ბრალს დებენ უცხოპლანეტელებსა და ურჩხულებს, უჩინარ ბოროტ ძალებსა და სხვა სამყაროებში გადასასვლელებს.
ტბაზე ნამყოფი ადამიანები ამბობენ, რომ მასთან მიახლოებისას გულისცემა და სუნთქვის რიტმი უნელდებოდათ, ხოლო შემდეგ შეშფოთების განცდა ეუფლებოდათ, რაც გაუცნობიერებელ შიშში გადადიოდა, თითქოს გვერდიით რაღაც მტრული ძალის არსებობას გრძნობდნენ.
სხვა ,,თვითმხილველთა’’ ნაამბობით, ისინი ლამის ფიზიკურად გრძნობდნენ რაღაც იდუმალ ძალას, რომელსაც ზოგჯერ საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ემორჩილებოდნენ. შესაძლოა, იქ სწორედ ამის გამო ხდება ხშირად თვითმკვლელობები. ოთხი წლის წინ ივაჩევის ტბის რაიონში მკვლევართა ჯგუფი გაიგზავნა. კვლევის შედეგად მეცნიერებმა იმ ადგილებში გეომაგნიტურ ცვლილებათა ნიშნები დაადგინეს, რამაც შესაძლოა სხვადასხვა ანომალია გამოიწვიოს.

სკეპტიკოსები ადამიანთა გაუჩინარებას უფრო პროზაული მიზეზებით ხსნიან – ყველა უბედურებაში ისინი ტბის მახლობლად მდებარე ჭაობებს ადანაშაულებენ. იქ ყოველთვის უფრო დიდი იყო ჩადენილი დანაშაულებისა და თვითმკვლელობათა რაოდენობა რუსეთის სხვა გუბერნიებთან და ოლქებთან შედარებით.
ადგილობრივი მცხოვრებლები, ისევე როგორც სკეპტიკოსები, დარწმუნებული არიან, რომ ივაჩევი სრულიად ჩვეულებრივი ტბაა, რადგანაც მათ უცნაური არაფერი გადახდენიათ. ჭეშმარიტება, როგორც ხშირად ხდება, ალბათ სადღაც შუალედშია.


ავტორი: flawless

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE