ულამაზესი სოკოები
დედამიწაზე სულ 100 ათასი სახეობის სოკო არსებობს. ზოგი მათგანი საკვებად ვარგისია, ზოგი არა. ვერ ვიტყვით, რომ სოკოს რაღაც არაამქვეყნიური გემო ჰქონდეს, თუმცა ზოგიერთი მათგანი (გემოსთან ეს რა შუაშია მაგრამ მაინც) იმდენად ლამაზი და მიმზიდველია, რომ მათი ჭამა დიდი საცოდაობა იქნებოდა. სამწუხაროდ ბოტანიკურ ლექსიკონში მათი სახელწოდებების თარგმნა ვერ მოვახერხე, თუმცა ამჯერად უნდა მომიტევოთ, არ შემეძლო ამ წვრილმანის გამო სიახლე არ დამედო.
ბუნებაში უაზროდ არაფერი ჩნდება, ბაქტერიით დაწყებული სპილოთი დამთავრებული ყველა ცოცხალ ორგანიზმს ბუნებაში თავისი ადგილი გააჩნია. ადგილთან ერთად გააჩნია დადებითი და უარყოფითი მხარეებიც. ამ შემთხვევაში საუბარი მაქვს სოკოზე. სოკო ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს ან თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებენ. არსებობს მოსაზრება, რომ სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლებოდეს ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამყაროდ.
იმედია მოგეწონათ სიახლე <3
flawless