არქივი

კიბოს შესახებ

430127d09614
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დღეისთვის მსოფლიოში  ყოველწლიურად კიბოთი საშუალოს ავადდება 10 000000, და ამავე მიზეზით ყოველწლუირად დაახლოებით 6 000000 ადამიანი. კიბოთი ადამიანი ძირითადად მისი პროფესიული და შემოქმედებითი განვითარების  ოპტიმალურ ასაკში (45-65 წელი)  ავადდება, როდესაც მისი საქმიანობა            მაქსიმალურ ეფექტშ იძლევა; კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა დღეისათვის უკვე სოციალური სფეროს პრიორიტეტულ  მამართულებას წარმოადგენს.

ავთვისებიან სიმსივნეთა სიაგნოსტიკის, მკურნალობისა და ფროფილაქტიკის საკითხებში დიდი წარმატებების მიუხედავად, ბევრი რამ ამ ჯგუფის დაავადებათა შესახებ ჯერ კიდევ  ბუნდოვანია.

ელემენტარული ცოდნა ამ დაავადებათა ხელშემწყობი მიზეზების შესახებ, დაგეხმარებათ  მათ თავიდან აცილებაში.

რა არის კიბო?

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს ეძახიან, რომლებიც ატიპური უჯრედების გაუკონტროლებული ზრდითა და გამრავლებით ხასიათდებაიან.

რა განსხვავებაა კიბოს და ნორმალურ უჯრედებს შორის?

ნორმალური უჯრედების ზრდა და გამრავლება გარკვეულ კანონზომიერებას ემორჩილება და  ხორციელდება მიზანმიმართულად. კიბოს უჯრედების ზრდა გამრავლება უმიზნოდ, გაუკონტროლებლად ხდება. კიბოს უჯრედები აზიანებენ ნორმალურ უჯრედებს, და შესაძლოა გავრცელდნენ სხეულის სხვა ნაწილებზეც.

როგორ ვრცელდებიან კიბოს უჯრედები ორგანიზმშ?

კიბოს უჯედები ჩაიზრდებიან მეზობელ ქსოვილებში, ხოლო სხეულის დაშორებულ ნაწილებში გადააქვს სისხლს და ლიმფას. პირველად კიბოს გავრცელებას სხვა ორგანოებში (დაზიანებული ორგანოს გარეთ) მეტასტაზებს უწოდებენ.

რას წარმოადგენს კიბოსწინარე  მდგომარეობა?

კიბოსწინარე მდგომარეობაშესაძლოა გარდაიქმნას კიბოდ.

როგორია კიბოს განვითარების მექანიზმი?

კიბოს განვითარების მექანიზმი დღემდე ბუნდოვანია. თუმცა ცნობილია მრავალი ფაქტორი, რომლებიც განისაზღვრება კონცეროგენული  –  კიბოს განვითარების ხელშემწყობი, ამ ფაქტორებს მიეკუთვნება თამბაქო და მისი ნაწარმი, მავნე საწარმოო ნარჩენები, სხვადასხვა  ქიმიური ნივთიერების ზემოქმედება, მაიონიზებელი გამოსხივება, მზის ჭარბი დასხივება და სხვ.

არის თუ არა თამბაქოს წევა კიბოს განვითარების ხელშემწყობი, ანუ რისკ-ფაქტორი?

ფილტვის კიბოს შემთხვევათა თითქმის 87%-ში დაავადების განვითარების მიზეზს თამბაქოს წევა წარმოადგენს.  მწეველებში მაღალია პირის ღრუს, ფილტვების, ბრონქების, ხორხის, საყლაპავის, პანკრეასის, კუჭის და სხვა ორგანოების კიბოს განვითარების შესაძლებლობა. საბოლოოს, კიბოთი სიკვდილობის თითქმის 30% უკავშირდება თამბაქოს წევა  (თამბაქოს წევა ასევე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორიატრია სულის დაავადებების, ინსულტის,  ქრონიკული ბრონქიტის და სხვა დაავადებათათვის).

არის თუ არა სიგარეტის რომელიმე სახეობა უსაფრთხო?

მცნება  –  “უსაფრთხო ” სიგარეტი –        არამართებულია;

არის თუ არა ნაკლებად უსაფრთხო თამბაქოს ღეჭვა?

არა. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ საღეჭი თამბაქოს მოხმარებისას იზრდება პირის ღრუს კიბოს სიხშირე (თამბაქოს ამგვარი მოხმარება ჩვენს ქვეყანაში გავრცელებული არ არის).

რამდენად სწრაფად იზრდება სიმსივნური წარომაქმნი?

სიმსივნური წარმონაქმნის ზრდის სიჩქარე ცვალებადია. ზოგიერთი ლოკაციის კიბო სწრაფად იზრდება, ზოგი – შედარებით ნელა, რამდენიმე წლის განმავობაში.

კიბო ვითარდება ყველა რასის და ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებში; მაგრამ კბოს განვითარების შანსი ასაკობრივ ადამიანებში ბევრად მეტია, მაგრამ ის შესაძლოა განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.

მსგავსი ამბები

Back to top button