არქივი

ადამიანის ამოცნობის მეცნიერულად შემოწმებული 4 თითქმის უტყუარი მეთოდი

ed280000612f
თავად მეცნიერები ამტკიცებენ, რომ მათ მიერ შემოწმებული მეთოდები 100-პროცენტიან შედეგს იძლევა, თუმცა ვფიქრობ, ჩვენთვის ,,ჩვეულებრივ მოკვთათდავისთვის”, უმჯობესია, თავი დავიზღვიოთ და მხოლოდ ამ მეთოდებს არ ვენდოთ. სწორედ ამიტომ დავამატე სათაურში ,,თითქმის უტყუარი” – ადამიანი ისეთი უცნაური ვინმეა და იმდენად ინდივიდუალური სულაც არ არის გამორიცხული, მეცნიერების მიერ შემუშავებულ არც ერთ თეორიაში არ ჩაჯდეს. ჰოდა, სწავლულების 100%-ს ყოველი შემთხვევისთვის 1% გამოვაკლოთ და შევუდგეთ იმ ადამინების ხასიათის, საიდუმლოებებისა და ფსიქიკის მდგომარეობის შესწავლას, რომელთა მიმართ გარკვეული ინტერესი გვამოძრავებს.

1. ფეხსაცმლები ადამიანის ვინაობის დადგენაში დაგვეხმარება!
რა თქმა უნდა, ფეხსაცმელი ვერ დაგვეხმარება, გავიგოთ ადამიანის პოლიტიკური შეხედულებები, მაგრამ სამაგიეროდ, შესაძლებელია, რომ პატრონის შესახებ ძალიან პირადული ინფორმაცია გასცეს. აგერ ბატონო მაგალითები
* მშფოთვარე, აბეზარი ადამინები არჩევენ ახალ, კარგად მოვლილ ფეხსაცმელებს;
* ადამინები, რომლებიც პრაქტიკულ ფეხსაცმელებს იცვამენ ჩვეულებრი, საკმაოდ დამთმობები არიან;
* მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ფეხსაცმელს რომელიც გარეგნულად არც თუ კომფორტული ჩანს;
* აგრესიული ადამიანები როგორც წესი, დაბალყელიან ფეხსაცმელებს იცვამენ, რომელიც არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება.
თუკი ახლა კითხულობთ ამ ყველაფერს და ფიქრობთ:,,ჩემი ფეხსაცმელი არც არაფერს ამბობს ჩემს შესახებ, რადგან ის იმიტომ ავირჩიე, რომ იაფი ღირდა და ამავდროულად კომფორტული იყოო”, სწორედაც რომ ესეც ადამიანის კონკრეტულ ტიპზე მიუთითებს, რომელიც სწორედ ამგვარად აზროვნებს. ზოგადად, მთელი ფოკუსი ისაა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორი ლოგიკით ხელმძღვანელობთ, როცა ფეხსაცმელების მაღაზიაში შედიხართ. მთავარია ის, რომ შესაძენის გაკეთებისკენ სწორედ თქვენი პიროვნების ტიპი გიბიძგებთ.
a2ea59220be0

2. ადამიანები, რომლებიც ბევრ ტკბილს ჭამენ, ხშირად სხვებზე სასიამოვნოები არიან.
კვლევები დაბეჯითებით ცხადყოფს, რომ ადამიანები, რომლებსაც ხელში მუდმივად კანფეტი და შოკოლადი უჭირავთ, ურთIერთობებში მართლაც ბევრად სასიამოვნოები არიან და უფრო მეტ კეთილ საქმეს აკებენ, ვიდრე დანარჩენები.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ტკბილეულის მოყვარული ადამიანი ძალიან ხშირად ზრდილობიანი და თავაზიანია. შეუძლია სხვისი გაჭირვების გულთან ახლოს მიტანა.
ed280000612f

3. როცა ქალს ჩვილი მარჯვენა ხელში უკავია, შესაძლოა ეს მისი დეპრესიულობის ნიშანი იყოს.
ბავშვის დაბადება უბედნიერესი მოვლენაა ქალის ცხოვრებაში, მაგრამ, რამდენადაც ცნობილია, ბევრ ახლადგამომცხვარ დედიკოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია უჩნდება.
მეცნიერები ამბობენ, რომ ჩვეულებრივ ქალები (ხშირად მამაკაცებიც) ჩვილს მარცხენა ხელით იკავებენ, მიუხედავად იმისა, რომელი ხელია დომინანტი. ეს არის ადამიანის ერთ-ერთი უჩვეულო თავისებურება, რომლის ზუსტი ახსნა არ არსებობს.
სამაგიეროდ მეცნიერებმა იმის ახსნა შეძლეს, რომ დედებს, რომლებიც ბავშვებს მარჯვენა ხელით იკავებენ ან არწევენ, დეპრესია გაცილებით ხშირად უჩნდებათ.
რატომ ხდება ასე? არსებობს მოსაზრება, რომ სარკასტულ ჟესტებს (მაგ: შუა თითის ჩვენება) რომელთაც ადამიანი გაღიზიანების ან გაბრაზების დროს იყენებს ინსტიქტურად სწორედ მარჯვენა ხელით მიმართავს. სავარაუდოდ, შინაგანი მღელვარება მოქმედებს ქალზეც, როცა სი ბავშვს მარჯვენა ხელით იყვანს.
c36b90d51f1b

4. სიმეტრიული სახის ნაკვთების მქონე ადამიანებიუფრო ხშირად ხდებიან მდიდრები ხოლო ასიმეტრიული ნაკვთების მქონენი – ლიდერები.
რასაკვირველია, კარგ გენოფონს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სახის სიმეტრიაზე სხვა ფაქტორებიც ახდენს გავლენას: კვება ბავშვობის წლებში, ეკოლოგია, დაბალი სოციალური სტატუსი, დაავადებები და ა.შ. როგორც მეცნიერები ამბობენ, სწორი სიმეტრიული სახის ნაკვთების მქონე ადამიანებს საერთო ნიშანი აერთიანებს – მდიდარი მშობლები.
კვლევების შედეგების თანახმად, სიმეტრიული სახის ნაკვთების მქონე ადამიანებს უზრუნველი ბავშვობა ჰქონდათ, ხოლო ვინც არცთუ ხელსაყრელ პირობებში იზრდებოდა, სწორი ნაკვთები იშვიათად აქვს და მათI სახე ხშირად ასიმეტრიულია. გარშემომყოფები მათგან არცთუ ბევრ მოელიან და შედარებით აგდებულად ეპყრობიან. ამის გამო ასიმეტრიული სახის ნაკვთების მქონე ადამიანები ნებით თუ უნებლიედ ლიდერებიც ხდებიან.

9a0532301511

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Back to top button