გართობაუცნაური

უთავოთა ხეობა

8583732d5dcb
მისტიკა და იდუმალება ბევრ ჩვენგანს იზიდავს.ყოველგვარი ამოუხსნელი მოვლენა ინტერესს აღძრავს და ნერვებს აღიზიანებს. ალბათ სწორედ ეს უდევს საფუძვლად მწერლების მიერ შექმნის საზარელ ისტორიებს, ხოლო კინემატოგრაფისტები ,,საშინელებათა ფლმებს” იღებენ, რომლებსაც მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ჰყავს, ზოგისთვის კი ეს მისი საყვარელი ჟანრიც კი არის. ჩვენს პლანეტაზე უამრავი საშინელი და შემზარავი ადგილია, რომლებიც გამონაგონზე ნაკლებ როგი აფორიაქებენ ჩვენს წარმსახვას. ასეთი ადგილების რიცხვს მიეკუთვნება კანადაში მდებარე იდუმალი ადგილი, რომელიც ,,უთავოთა ხეობის” სახელით არის ცნობილი.
უთავოთა ხეობა
კანადის ჩრდილო-აღმოსავლეთოთ მდებარეობს ხეობა, რომელიც პირქუში რეპუტაციით სარგებლობს. XX საუკუნის დასაწყისამდე ამ უდაბურ ადგილს სახელწოდება არ ჰქონდა, თავისი საზარელი სახელი მან მხოლოდ 1908 წელს მიიღო, მას შემდეგ, რაც იქ სამი წლით ადრე დაკარგული ოქროს მაძიებლების თავმოკვეთილი ჩონჩხები იპოვეს.
XIX საუკუნის ბოლოს კანადის ჩრდილო-დასავლეთი ოქროს ციებ-ცხელებამ მოიცვა. 1897 წელს სახელ-განთქმულ კლონდაიკში ძვირფასი ლითონის საკმაოდ მასშტაბური მოპოვება დაიწყო. ერთი წლის შემდეგ კლონდაიკის ციებ-ცხელება დასრულდა და სწრაფად გამდიდრების მსურველები იძულებული გახდნენ ახალი ,,ელდორადო” მოეძებნათ. მაშინ ექვსი გულადი ყმაწვილი მდინარე სოუნაჰანის გასწვრივ მდებარე ხეობაში გაემართA, რომელსაც ინდიელები ყოველთვის არიდებდნენ თავს.
ოქროს მაძიებლებს ცრურწმენებისთვის ყურადღება არ მიუქცევიათ. ამის შემდეგ ისინი ცოცხალი აღარავის უნახავს. კანადის პოლიციის კარტოთეკაში შემორჩენილი არის ოფიციალური მონაცემები ხეობის მრავალრიცვოვან მსხვერპლთა შესახებ: მას შემდეგ რაც ამ ადგილმა თავისი ნაკლებ მიმზიდველი სახელი დაირქვა, აქ რეგულარულად ქრებოდნენ ადამიანები, ხოლო შემდეგ მათ სხეულებს თავმოკვეთილად პოულობდნენ.

8583732d5dcb
აღსანიშნავია ისიც, რომ დაღუპულთა უმეტესობა ოქროს მაძიებლები იყვნენ, ამასთან, ყოველი მათგანი საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემებიტ გამოირჩეოდა და თავის დაცვა მათთვის ძნელი საქმე წესით არ უნდა ყოფილიყო.
რა თქმა უნდა ამ ფაქტებთან დაკავშირებით გამოითქვა უამრავი ვარაუდი, რომ უთავოთა ხეობაში ბანდიტები დათარეშობდნენ, ანდა ადგილობრივი მცხოვრებლები ამგვარად იცავდნენ თავიანთ ოქროს, თუმცა ინდიელები ამტკიცებდნენ, რომ ადამიანებს ადგილობრივი ,,თოვლის კაცი” – სასკვაჩი ხოცავს.
1978 წელს ხეობაში გაემგზავრა ექსპედიცია დოქტორ ჰენკ მორტიმერის ხელმძღვანელობით. ექვსი მკვლევარი ტექნიკის ბოლო დროინდელი მიღწევებით იყო აღჭურვილი და, რა თქმა უნდა, ყველაფერი მზად ჰქონდათ თავის დასაცავად.
ადგილზე მისვლის შემდეგ მეცნიერებმა გადმოსცეს, რომ კარავი დადგეს და ხეობის სიღრმისკენ მიემართებოდნენ. საღამოს კიდევ ერთი ზარი გაისმა. ოპერატორი შემზარავმა ყვირილმა შეაძრწუნა: ,,კლდიდან სიცარიელე გამოდის! ეს საშინელებაა…”, შემდეგ კი კავში გაწყდა.
ცხადია, ექსპედიციის დასახმარებლად დაუყივნებლის გაიგზავნენ სამაშველო სამსახურის წევრები, რომლებიც აღნიშნულ ადგილზე შეტყობინებიდან სულ რაღAც ნახევარ საათში მივიდნენ ვერტმფრენის საშუალებით, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო შემთხვევის ადგილზე ვერც ადამიანები ნახეს, ვერც კარავი. ერთ-ერტი მკვლევარის თავმოკვეთილი სხეულის აღმოჩენა, ტრაგედიიდან მხოლოდ ექვსი დღის შემდეგ მოხერხდა.
ყოველივე ამის შემდეგ უთავოთა ხეობამ მისტიკური ადგილის სახელი მოიხვეჭა, დამიანები კი ისევ იკარგებოდნენ… 1977 წელს ამ ავბედით ხეობაში მკვლევართა კიდევ ერთი ჯგუფი გაემართა – ანომალიურ მოვლენათა სპეციალისტები და სამხედროები, რომლებიც ასევე გაუჩინარდნენ. მათ უკანასკნელად ასეთი რამ გადმოსცეს: ,,სქელმა ნისლმა ალყაში მოგვაქცია…”
მომაკვდინებელი ხეობის საიდუმლოება დღემდე ამოუხსნელია, თუმცა, ამის მიუხედავად, იგი მაინც არ განიცდის ცნობისმოყვარე და ექსტრემალური ტურისტების ნაკლებობას.

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Back to top button