სწრაფი სესხი

პრეზპაქტი #1: შავი კიბით ჩასვლა (საშიში ისტორიების მორიგი ნაწილი)

ხალხის საცოდაობას საზღვარი არ აქვს. მეტროში, ეკლესიებთან ყველგან მხვდებიან. მე მათგან ვისმენ ამბებს. მერე ვწერ, მერე ვაქვეყნებ.
როდესაც გზაზე გადმოვდივარ ერთი მანქანა შხუილით მასწრებს, ლამისაა გამიტანოს. მივხვდი რომ გზის გადაკვეთა არაა სწორი. ამიერიდან მიწისქვეშა გადასასვლელით ვისარგებლებ. სახლი ქალაქგარეთ მაქ, ტბის პირას. მიჭირს ასე სიარული სკოლაში. ჩემს სახლთან დაბა დასახლებაა. ამ პატარა დაბაში პოლიციის შენობაც გვაქვს, სკოლაც(თუმცა სკოლაში ქალაქ გარეთ დავდივარ), ბაღიც საავადმყოფოც და… საგიჟეთიც კი. ერთი მეზობელი ძალიან მოხუცი მყავს. მთელი ისტორია იცის ამ პატარა დაბის. მეგობარი რამდენიმე მყავს. ერთ-ერთს ეგვიპტური მითოლოგია აინტერესებს, მეორეს შუმერული აქსესუარები აქვს, მე კი ჩემ თავს სპირიტიზმის და ოკულიზმის თეორიულ დოქტორად მივიჩნევ. ერთი სიტყვით ჩვენ სამს პატარა, მისტიკური წრე გვაქვს. ამ მოთხრობის წერა იმიტომ დავიწყე რომ გიამბოთ რა მოხდა ცხრამეტ ივნისს:
სავსე მთვარეობა იყო. რიტუალის შესრულება დავიწყეთ. I ფაზის მთვარე ტბაში ლანდავდა. ზემოთხსენებული მოხუცი დედაბრისგან გავიგეთ ერთი ამბავი: ადრე დაბის საგიჟეთში რუსი კრიმინალი გამოკეტეს რომელიც სერიული მკვლელობების გამო გაგიჟებულიყო. გაგიჟებული თავის პალატაში ცეკვავდა, ხტუნაობდა, კედლებზე ხატავდა და… ღამით ლოცულობდა. დღემდე მუშაობს საგიჟეთი.
…ბავშვები შენობის გარეთ დავჯექით. დღემდე იყო საგიჟეთში რაღაც, რომელიც გიჟთა მდგომარეობას ამძიმებდა და იშვიათ შემთხვევაში კლავდა კიდეც. იაკემ დაიწო
-conda de lucos amorindes dre ucos. AMA!
ტბაზე ბაყაყებმა ყიყინი დაიწყეს. ქარი გაძლიერდა- საგიჟეთის ფანჯრიდან წუილით გამოჰქროდა და სახეში უხეშად მასკდებოდა. იაკე აგრძელებდა თან ციბრუტივით ტრიალებდა. მართას გავძახე:
-ცოტახანი მოიცადეთ, მალე მოვალ.
ბავშვებს გავცდი შემდეგ შევეცადე ხმამაღლა დამეყვირა
-იაკე შეეცადე გაუძლო.
ჩემი ხმა წყვდიადში მიიმალა. მეკი მარტოობის ზღვა წუთებმა შემიპყრეს.
ხურჯინიდან დანა ამოვიღე. ტყისკენ გავიქეცი. სიღრმეში რომ შევედი ტრიალი მდელო მოვნახე და მიწაზე დავითის ვარსკვლავი მოვხაზე. მთელი ხმით დავიწყე ყვირილი:
-de lamos I no. ba ioucres. AMA!
ხეებისაკენ გავიხედე. ძლიერმა ქარმა შეიპყრო უჟმური მაგრამ ამავდროულად საოცრად ლამაზი ტყე. მცენარეებმა საშინელი „კივილი“ ატეხეს.
…ჩემკენ ჩვეულებრივი ადამიანი დაიძრა
-მუცლის მონა
-ეშმაკის მონა!
სიცილმა ყველაფერი გააყრუა…
მან ხვარხვარი დაიწყო:
-წამოდი ნუღარ მალოდინებ!
დემონის ზანტი სხეული გაქრა.
დაბის უახლოესი სანიაღვრე მოვძებნე თავი ავხადე და ჩავხტი.
და როდესაც ლუინის აბლამი ხელში მიჭირავს უცბად კანალიზაციის ყველაზე გრძელი მილიდან აყროლებული გამოდის. გაქცევას აზრი არაქვს. საჭირო მხოლოდ პან-ეგზორციზმია…
პირველი ნაწილის დასასრული. წიგნს სამი ნაწილი აქვს: პრეზპაქტი #1: შავი კიბით ჩასვლა; პრეზპაქტი #2: დრო; პრეზპაქტი #3: ვერ შეძლებ გადაარჩინო ყველა.

 

გიორგი ჩაფიჩაძე (სხვაგან გადატანის შემთხვევაში მიუთითეთ ავტორი!; დაიცავით საავტორო უფლებები! )

ასევე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი სხვა მოთხრობები: შავი ; მოსიარულეები ; აბსტრაქტული პალატები


ავტორი: chaphichadze

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE