გასართობისაკითხავიუცნაური

9 ყველაზე უცნაური ადგილი მსოფლიოში

მსოფლიოში ბევრი უცნაური ადგილია , თუმცა ეს ადგილები ნამდვილად განსაკუთრებულია.

1.კინოთეატრი შუა უდაბნოში

დაახლოებით ათი წლის წინ , ფრანგმა ტურისტმა Sinai Peninsula-მ გადაწყვიტა , რომ უდაბნო იქნებოდა იდელური ადგილი მისი ექსცენტრული იდეისთვის. მას სურდა აეშენებინა კინოთეატრი და ამისთვის კაიროდანაც კი ჩამოიტანა ინვენტარი, თუმცა ყველაფერი ისე არ განვითარდა როგორც სინაი ელოდა. პრემიერაზე პროექტის მოწინააღმდეგეებმა დენი გადაჭრეს და ამიტომ ყველაფერი ჩაიშალა. კინოთეატრში დღემდე არ გასულა არცერთი ფილმი. დამნაშევეებად ადგილობრივი ავტორიტეტები მოისაზრებიან , რომლებიც მხარს არ უჭერდნენ პროექტის განხორციელებას. 150 ხის სკამი კი დღემდე დარჩა უდაბნოში , რომლის ნახვაც Google-ს რუკიდანაც შესაძლებელია.

2.Fucking , ავსტრია

null

დიახ , მართლაც არსებობს ქუჩა ავსტრიაში სახელად Fucking . ადგილობრივები ამბობენ , რომ ქუჩას ეს სახელი იმიტომ დაარქვეს რომ უბრალოდ ძალიან მოსწონდათ. აქ რამდენიმე ქუჩას ქვია ასე .

3.მოჰავის ჯიხური

null

60-იან წლების დასაწყისში მეშახტეებმა გადაწყვიტეს დაედგათ ტელეფონის ჯიხური მოჰავის უდაბნოში, რათა ოჯახის წევრებთან კავშირი არ გაეწყვიტათ. დიდი ხნის შემდეგ კი , როცა ისინი უდაბნოდან წავიდნენ , ჯიხური კვლავ უდაბნოში დარჩა. მისგან უახლოესი დასახლება კი მილებით იყო დაშორებული . ჯიხურის მინები ჩამსხვრა , სინათლეები კი გადაიწვა, თუმცა რაც მთავარია სატელეფონო ხაზები კვლავ მუშაობდა და 30 წელი ელოდებოდა ზარის ხმას . საბოლოოდ 1997 წელს ტელეფონმა დარეკა ! ზარის ავტორი სახელად დიუსი შემთხვევით წააწყდა ინფორმაციას ჯიხურზე და გადაწყვიტა მანამდე დაერეკა სანამ ვინმე არ უპასუხებდა. დიდი ხნის შემდეგ უდაბნოში მცხორებმა სახელად დუელერმა ტელეფონს უპასუხა.
ჯიხური რომლის მიღწევაც მხოლოდ ტრანსპორტითაა შესაძლებელი მალე ტურისტებისთვის პოპულარული ადგილი გახდა. ისინი საათობით მგზავრობენ რომ უბრალოდ ტელეფონს უპასუხონ. ერთერთმა ტეხასელმა ტურისტმა კი 32 დღე გაატარა უდაბნოში და ამ დროის განმავლობაში 500 ზარს უპასუხა.

4.Colleto Fava

null

კოლეტო ფავა არის 1500 მეტრის სიმაღლის გორაკი ჩრდილოეთ პიდმონტის რეგიონში , იტალიაში. 2005 წელს ვენის ხელოვანთა ჯგუფმა დაამთავრა მასიური , ვარდისფერი კურდღლის აღმართვა გორაკის ფერდობზე. კურდღლის სიმაღლე 60 , სიგანე კი 6 მეტრია. ხალხი გაკვირვებული აკვირდებოდა სამუშაოებს და ზოგიერთი ტურისტი მასზე დასასვენებლად აძრომასაც კი ცდილობდა. ხელოვანები აცხადებენ რომ სამუშაოები 2025 წლამდე გაგრძელდება

5.ყველაზე პატარა ქვეყანა

null

თქვენს წინაშეა ყველაზე პატარა ქვეყანა Sealand. იგი ინგლისის სანაპიროსთან , სუფოლკიდან 10 კილომეტრში მდებარეობს. დასახლებული მხოლოდ ის ტერიტორიაა რასაც სურათზე ხედავთ , თუმცა ქვეყნის გარშემო მდებარე ზღვა 20 კილომეტრის მანძილზე მათ ეკუთვნით.

6.ადგილი ირვინში

null

2008 წლის აღწერით , ქალაქ ირვინგში(ამერიკა) იყო 10 კმ² ადგილი სადაც მხოლოდ 1 ადამიანი ცხოვრობდა. 2004 წელს კი ქალაქის მერმა სიუზენ კოლინსმა განაცხადა , რომ როდესაც ისინი ქმნიდნენ უძრავი ქონების საკუთრების სიებს აღმოჩნდა რომ ამ ადგილას არცერთი ადამიანი არ იყო დარეგისტრირებული და ისიც გაუკვირდა თუ საიდან იპოვა აღმწერმა 1 ადამიანი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს , მან ასევე განაცხადა რომ ერთადერთი დასაბეგრავი ქონება მხოლოდ სატელეფონო ბოძები იყო.

7.ყველაზე პატარა პარკი მსოფლიოში

null

მილ ენდსის პარკი პორტლენდში , იმით გამოირჩევა რომ ის ყველაზე პატარა პარკია მსოფლიოში. პარკი გინესის წიგნში 1971 მოხვდა. მისი გარშემოწერილობა 610 მილიმეტრია, საერთო სივრცე კი 0.2916 მ². თავდაპირველად პარკი სატრანსპორტო მოძრაობის დასარეგულირებლად შეიქმნა , მაგრამ მალევე შეიცვალა დანიშნულება და დასასვენებელი პარკი გახდა , თუმცა რამდენადაა ამ პარკში დასვენება შესაძლებელი თქვენ თვითონ გადაწყვიტეთ :)

8.ყველაზე დახრილი ქუჩა

null

ბალდვინის ქუჩა , ახალ ზელანდიაში , დუნედინში მდებარობს. იგი მსოფლიოს ყველაზე დახრილ ქუჩად ითვლება. მისი დახრილობა ოფიციალურად 35%-ია , თუმცა მოსახლეობის აზრით იგი გაცილებით დახრილია და მოითხოვენ ქუჩა თავიდან გაიზომოს.

9.ქალაქი Llanfairpwllgwyngyllgogerychwyrndrobwllllantysiliogogogoch

null

ქალაქი უელსში მდებარეობს . მისი სახელი 58 ასოსგან შედგება და ნიშნავს “ღვთისმშობლის ეკლესია კაკლის ტყის დაბლობში , მდინარისა და წმინდა ტასილიოს ეკლესიის მახლობლად. ადგილობრივები ქალაქს შემოკლებით Llanfairpwll (გამოითქმის Thlan Vire Puth) ეძახიან . ქალაქს სახელი 19 საუკუნის ერთერთმა ცნობილმა კომიკოსმა შეარქვა.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close