გასართობისაკითხავისასარგებლო

რამდენიმე ფაქტი იამაიკაზე

იამაიკა მცირე კუნძულოვანი სახელმწიფოა რომელიც კარიბის ზღვაში მდებარეობს. მისი ფართობი 11,100 კვადრატული კილომეტრია,ის კარიბის ზღვის ზომით მესამე კუნძულია,პირველად ის ესპანელებმა აღმოაჩინეს თუმცა 1655 წლიდან მას ინგლისი დაეუფლა.ამჟამად ამ კუნძულზე 2,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს(მათ შორის ადგილობრივი მცირე ეთნიკური ჯგუფი ტაინო).მისი დედაქალაქია კინგსტონო ხოლო მმართველობის ფორმა კი კონსტიტუციური მონარქიაა. ქვემოთ მოგითხრობთ რამდენიმე ფაქტს ამ პატარა კუნძულოვანი ქვეყნის შესახებ.

  • იამაიკა – პირველი კარიბული სახელმწიფოა რომელმაც დამოუკიდებლობა მოიპოვა.
  • პირველი რაც ქრისტეფორე კოლუმბმა 1494 წელს „ახალ სამყაროში“ თავისი მეორე მოგზაურობის დროს დაინახა – იამაიკის ლურჯი მთების მწვერვალი იყო.
  • იამაიკა ინგლისის მიერ დაპყრობილი პირველი კოლონია იყო.ეს 1655 წელს კუნძულიდან ესპანელების განდევნის შემდეგ მოხდა.
  • 1688 წელს იამაიკა პირველი ბრიატნული კოლონია იყო რომელმაც დაარსა ფოსტა.
  • იამაიკა იყო პირველი დასავლეთის სამყაროს ქვეყანა რომელმაც რკინიგზა ააშენა,მან დაასწრო შეერთებულ შტატებსა და ინგლისს, ინგლისში რკინიგზა მხოლოდ 18 წლის შემდეგ გაკეთდა.
  • იამაიკა ბანანების პირველი კომერციული მწარმოებელი იყო დასავლეთ ნახევარსფეროში.
  • ეს იყო პირველი კუნძული კარიბის ზღვაში რომელმაც რომის კომერციის მიზნით წარმოება დაიწყო.
  • იამაიკა პირველი ქვეყანაა რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას გლობალურ ფონდთან რომელიც ეხებოდა შიდსთან,მალარიასა და ტუბერკულოზის ბრძოლას.
  • იამაიკა კარიბის გაერთიანების პირველი ქვეყანა (Caricom-ორგანიზაცია, რომელშიც შედისკარიბის ზღვის აუზის 15 ქვეყანა და დამოკიდებული ტერიტორია. ორგანიზაციის მთავარი მიზანია წევრებს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და თანამშრომლობის გაზრდა)იყო რომელმაც მოხსნა შეზღუდვები სატელეკომუნიკაციო სექტორში,მას შემდგე კონკურენტებისათვის ან გაერთიანების სხვა ქვეყნებიც გაიხსნა.
  • 1994 წელს იამაიკა პირველი ქვეყანა იყოკარიბის რეგიონში რომელმაც თავისი ვებსაიტი jamaicatravel.com გახსნა.
  • იამაიკის საფეხბურთო ნაკრები პირველი გუნდი იყო ინგლისურენოვან კარიბულ ქვეყნებს შორის რომელმაც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილიეობა,ეს 1998 წელს მოხდა.
  • 2006-2007 წლებში მსოფლიოს ყველაზე სწრაფ სპრინტერების ტიტულს როგორც ვაჟთა ასევე ქალთა შორისაც იამაიკელები – ასაფა პოუელი და შერონ სიმპსონი ფლობდნენ.
  • შტატებს თუ არ ჩავთვლით,იამაიკამ მსოფლიო და ოლიმპიური ჯილდოების უმეტესობა მოიპოვა.
  • იამაიკა პირველი ტროპიკული ქვეყანაა რომელმაც მონაწილეობა მიიღო ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში. მათი გუნდის წარმატებებმა ბობსლეიში (ციგაობის ნაირსახეობა) შთაგონებად იქცა ერთ-ერთი პოპულარული ფილმის „მაგარი ვირაჟი“-ს (Cool Runings) გადაღებისთვის.
  • ქვეყნებს შორის რომელთა წარმომადგენლებმაც ყველაზე ხშირად მოიპოვეს მის მსოფლიოს ტიტული,იამაიკა მეოთხე ადგილზე დგას,მას წინ უსწრებენ: ინდოეთი,ვენესუელა და დიდი ბრიტანეთი.
  • იამაიკაზე ყველაზე ხშირად ჩნდებიან ტყუები (ორი ან მეტი).
  • და თუ ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტები არ იცოდით,ეს უკანასკნელი ნამდვილად გეცოდინებათ – იამაიკა ძალიან პოპულარული მომღერლის – ბობ მარლის სამშობლოა :)
თეგები

LemonGrass

Beginner Blogger
Close
Close