საკითხავისურათებიუცნაური

მაიმუნის 5 უცნაური სახეობა

მაიმუნის 5 უცნაური სახეობა

1)გვერეცა

გვერეცა მაიმუნი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 70 სმ აღწევს, კუდისა — 90 სმ. აქვს ლამაზი, შავი, გრძელი, აბრეშუმივით მბზინავი ბალანი; გრძელი თეთრი ფოჩი გასდევს გვერდებზე, რომელიც ზურგს ქვემოთ ერთდება და თეთრ ნახევარწრეს ქმნის. კუდი (ან კუდის ბოლო), თვალზედა ზოლი, ბაკენბარდები, ულვაში და წვერიც თეთრი აქვს. უკანა კიდურები წინაზე გრძელია, წინა კიდურებზე ცერი დამოკლებულია. ლოყისუკანა პარკები არ აქვს. გავრცელებულია ეთიოპიაში. მრავლდება წლის ნებისმიერ დროს. შობს ერთ ნაშიერს. ძვირფასი ბეწვის გამო გვერეცას ანადგურებენ ამიტომ იშვიათად გვხვდება.

2)ჰამადრილი
ჰამადრილი ძუძუმწოვარი ცხოველი პრიმატების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 80 სმ, კუდისა 60 სმ, მასა 20-30 კგ აღწევს. დედალი მამალზე მომცროა. ჰამადრილს აქვს წაგრძელებული დინგი, კარგად განვითარებული წითელი ფერის საჯდომი კორძები. გავრცელებულია აღმოსავლეთ ეთიოპიაში, აღმოსავლეთ სუდანში, ჩრდილოეთ სომალიში, არაბეთის ნახევარკუნძულზე. ცხოვრობს სავანებში, კლდიან ადგილებში. ყოვლისმჭამელი ცხოველია. მაკეობა გრძელდება 170 დღემდე. უმეტესად შობს 1 ნაშიერს. ცოცხლობს 30 წლამდე. აკლიმატიზირებულია სოხუმის მიდამოებში.

3)ცხვირა მაიმუნი
ცხვირა მაიმუნი ძუძუმწოვარი ცხოველი ანთრისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 55-75 სმ, მასა 12-24 კგ აღწევს. აქვს ძალზე გრძელი ცხვირი (აქედან სახელწოდება), რომელიც უფრო განვითარებული აქვს მამალს. ცხვირა მაიმუნის ბეწვი ხშირია. თავი, მხრები, ზურგი და კიდურების ზედა ნაწილები აგურისფერ-წითელია, სხეულის დანარჩენი ნაწილები — მონაცისფრო. გავრცელებულია კუნძულ კალიმანტანზე. ცხოვრობს ტყეში, მეხეური ცხოველია, იკვებება უმთავრესად ფოთლებით, ნაყოფით. კარგად ცურავს. ქმნის 20-მდე ინდივიდისაგან შემდგარ ხროს.

4) გაბიონები
გიბონები ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი გიბონისებრთა ოჯახის წარმომადგენლები არიან. გიბონების პირველიწარმომადგენელები დედამიწაზე, დაახლოებით, ორი მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ. დღეისათვის მეცნიერება იცნობს ამ პატარა პრიმატების ცხრა სახეობას, რვა სახეობის წარმომადგენლები ერთი ზომისანი არიან და განსხვავდებიან მხოლოდ ფერებით. შედარებით დიდი ზომისაა ე.წ. სიამანგი, რომელიც ბინადრობს იმავე გეოგრაფიულ რაიონებში, სადაც ვხვდებით თეთრხელა და შავხელა გიბონებს.)გაბიონები

5)მანდრილი
მანდრილი უმდაბლესი ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. მამლის სხეულის სიგრძე 70-80 სმ, მასა 20 კგ აღწევს. დედალი მამალზე პატარაა. მანდრილის წინა კიდურები უკანაზე გრძელია. აქვს დიდი თავი, წინ წამოწეული ფართო სახე. გვარში 2 სახეობაა: ჩვეულებრივი მანდრილი და დრილი. ჩვეულებრივ მანდრილს კაშკაშა შეფერილობა აქვს. მამალს ღია წითელი ცხვირი აქვს, ლოყის გასწვრივ ნაოჭიანი პრიალა ლურჯი ლილვაკები გასდევს. მანდრილი გავრცელებულია დასავლეთ აფრიკაში, ტენიან და კლდოვან ტყეში. უმეტეს დროს მიწაზე ატარებს, მაგრამ ხეზე სძინავს და იკვებება. ნაირჭამიაა. მძვინვარე, აგრესიული ცხოველია. მაკეობა 8 თვემდე გრძელდება.

 

წყარო : ka.wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close