გასართობისაკითხავიუცნაური

მსოფლიოს სასაცილო კანონები

მსოფლიოში ძალიან ბევრი უცნაური და სასაცილო კანონია რომლის მიღების მიზეზის ან საჭიროების გაგება ძალიან ძნელია,თუმცა ფაქტია რომ ისინი არსებობს და რამდენიმე მათგანს ამ პოსტში იხილავთ.

ალაბამაში იკრძალება მანქანის ახვეული თვალებით მართვა,ხოლო ვერმონტში – გათხოვილმა ქალმა პროთეზის ჩასმამდე ქმრის წერილობითი თანხმობა უნდა წარადგინოს.

საფრანგეთში კანონით იკრძალება ღორისთვის ნაპოლეონის დარქმევა.

ინგლისში ჯერ არავის გაუუქმებია 1644 წელს ოლივერ კრომველის მიერ მიღებული კანონი  რომელიც შობაზე ტკბილი ღვეზელების ჭამას კრძალავს,მოცემული კანონი კრომველმა ნაყროვანების ცოდვის აღსაკვეთად შემოიღო.

ქალაქ იორკში ნებადართულია შოტლანდიელის მოკვლა თუ მას მშვილდ-ისარი უჭირავს.

იტალიის ქალაქ ტროპეაში არსებობს კანონი რომელიც მკაცრად გასაზღვრავს თუ ვის ეკძალება პლიაჟზე გახდილი სიარული,“მსუქან,უშნო და ულამაზო ქალებს პლიაჟზე გახდილ მდგომარეობაში გამოჩენა ეკრძალებათ“.

ჩინეთში თუ თავის მოკვლას აივნიდან გადახტომით გადაწყვეტთ და გადახტომის შემდეგ ცოცხალი დარჩებით – გამვლელი ვალდებულია თქვენი დაწყებული საქმე ბოლომდე მიყვანოს და მოგკლათ,ხოლო თუ თქვენ ქუჩაში სუიციდის მცდელობისას ადამიანი გადარჩინეთ – დაჯარიმებდით! (რა თქმა უნდა! კანონი გავალდებულებთ დაასრულოთ მისი სიცოცხლე თქვენ კი პირიქით მოიქეცით =))

ურუგვაიში უფლება გაქვთ არ გადაიხადოთ სადილის საფასური (რესტორანში) თუ თავში სნაიპერმა გესროლათ.

აიდაჰოში იკრძალება თევზაობა – აქლემზე ჯდომისას.

ინდონეზიაში გაუპარსავი ფეხების მქონე გოგონა კოლგოტის შეძენისას 30%-იან ფასდაკლებას იღებს.

ბელგიაში,სტუდენტს რომელმაც ვერ გამოიძინა,უფლება აქვს პირველ მერხზე დაიძინოს.

მექსიკაში ნებადართულია შეაფურთხო პოლიციელს თუ ის წესისამებრ არ წარმოგიდგათ.

საფრანგეთსა და ინგლისში იკრძალება რკინიგზის სადგურებზე კოცნა.

ჰოლანდიაში შეიძლება 5 დღით ჩაგსვან ციხეში იმის გამო რომ,მარიხუანა მარტომ შეიძინეთ,ხოლო პედაგოგთან ერთად მარიხუანის შეძენა მხოლოდ იმ სტუდენტს შეუძლია რომელსაც მთელი წლის მანძილზე არცერთი გაცდენა არ აქვს.

რუმინეთში იკრძალება გაუღიმო გოგნას თუ საკუთარი სახლი არ გაქვთ.

ტეხასში:

  1. იკრძალება ფეხზე დგომისას მოსვა სამ ყლუპზე მეტი ლუდი.
  2. ფეხშიშველი სიარული შეიძლება მხოლოდ 5 დოლარის გადახდის შემთხვევაში
  3. თავდამსხმელი ვალდებულია თავისი მსხვერპლი 24 საათით ადრე გააფრთხილოს განზრახვის შესახებ.

შვეიცარიაში კანონმდებლებს აზრად მოუვიდათ აეკრძალათ ათი საათის შემდეგ უნიტაზის ხმაურით ჩარეცხვა რათა ამით მეზობლებს არ შეშლოდათ ხელი.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სასტიკად აკრძალულია სექსუალური აქტის დროს ჭადრაკის თამაში.

ავსტრალიაში იკრძალება საკუთარი სიკვდილის დღეს ქორწილი დაგეგმვა და ამავე ქვეყანაში სტუდენტს უფელბა აქვს დაახრჩოს (წყალში ჩაძიროს) ის პედაგოგი რომელიც ამ უკანასკნელს ემუქრება რომ,არასდროს დაუწერს ჩათვლას.

ეთიოპიაში:

  1. ნებსმიერი ადამიანი ვალდებულია სიკვდილის წინ სამჯერ დააცემინოს რათა გამოუშვას უარყოფითი ენერგია
  2. ადამიანის ცემა არ ითვლება დანაშაულად თუ მას მხოლოდ მარჯვენა ფეხით სცემთ.

ოჰაიოს შტატში კბილის პასტას მხოლოდ სრულწლოვანებზე ყიდიან.

ავსტრიაში კატებთან ხუმრობა იკრძალება! დიახ თქვენ უფლება არ გაქვთ გაეხუმროთ კატას.

ოკლაჰომაში მოქალაქე რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით აკვარიუმი გადააქვს ვალდებულია ჯერ თევზები ამოიყვანოს აკვარიუმიდან და მერე ჩაჯდეს ავტობუსში,აკვარიუმიდან წყლის გადაღვრა სავალდებულო არ არის!

კალიფორნიაში ცხოველებს შეჯვარება ეკრძალებათ სკოლების,ეკლესიებისა და საზოგადოებრივი კვების ადგილებიდან 500 მეტრზე უფრო ახლო მანძილზე. ამავე შტატში ავტომობილს უფლება აქვს იმოძრაოს 60 მილი საათში სიჩქარით თუნდაც მძღოლის გარეშე.

LemonGrass

Beginner Blogger

მსგავსი ამბები

Close
Close