კრეატივირეკორდებისაკითხავი

ყველაზე ძვირადღირებული კერძები

ბლოგში წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ძვირადღირებულ საჭმელს მსოფლიოში

10) Mattake ან Matsutake სოკო – 1000$

Mattake ან Matsutake არის ყველაზე ძვირადღირებული სოკო მსოფლიოში, რომლის პოვნაც შეგიძლიათ აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ევროპაში, იაპონიაში, ჩინეთში, კორეაში, ამერიკაში, ფინეთში და შვედეთში.

ეს სოკო დამალულია ფოთლების ქვემოთ ტყეში და მისი პოვნა ძალიან რთულია. იაპონიაში წლიური მოსავალი შეადგენს ათას ტონამდე.

9) სასტუმრო Westin-ის ბაგეტი – 1000$

ეს ბაგეტი შექმნა Frank Tujague-მ, სასტუმრო Westin-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ერთი შეხედვით, ეს ჩვეულებრივი ბაგეტია, რომელსაც ყოველ დილით მიირთმევთ საუზმეზე.

მასში შედის ყველის კრემი და კენკრა მოოქროვილი ფოთლებით.

8) Zillion Dollar Lobster Frittata – 1000$

8 ადგილს იკავებს ომლეტი, ლობსტერით და ხიზილალით, რომელსაც აკეთებენ ნიუ იორკში, რესტორან Norma-ში.

7) Craftsteak’s Wagyu Ribeye-ის სტეიკი – $2,800

Wagyu საქონლის ხორცი შეიცავს მაღალი რაოდენობით ომეგა 3 და ომეგა 6 ცხიმოვან მჟავებს.

ამ სტეიკისთვის ძროხებს ზრდიან სპეციალური მეთოდებით, ასმევენ ლუდს და უკეთებენ მასაჟებს.

6) Bombay Brasserie Samundari Khazana Curry – $3,200

ამ კერძში შედის, მოოქროვილი ლობსტერები, ოთხი მოლუსკა და ოთხი მწყერის კვერცხი ხიზილალით.

5) Domenico Crolla’s Pizza Royale 007 – $4,200

Domenico Crolla არის შოტლანდიელი შეფ პოვარი, რომელიც ცნობილია პორტრეტების გაკეთებით პიცებზე.

მან გადაწყვიტა შეექმნა Pizza Royale 007, რომელიც გააკეთა შემდეგი ინგრედიენტებით: ლობსტერები, ხიზილალა, შოტლანდიური შებოლილი ორაგული, პროშუტო გაჟღენთილი შამპანიურით.

ზემოდან ამ პიცას ადევს 24 კარატიანი ოქროსგან გაკეთებული ფანტელები, რომლის წაღებაც სახლში არ შეიძლება, ვინაიდან ისინი უნდა შეიჭამოს.

4) Densuke შავი საზამთრო – $6,100

შავი საზამთრო ძალიან იშვიათი ხილია. განსაკუთრებით Densuke-ს შავი საზამთრო, რომელიც მხოლოდ იაპონიაში კუნძულ ჰოკაიდოში იზრდება.

ამ საზამთროს მოსავალი წელიწადში, მხოლოდ რამოდენიმე ათეულს შეადგენს.

3) Yubari King ნესვი – $22,872

ეს არ არის ჩვეულებრივი ნესვი, რომლის ყიდვას სუპერმარკეტში შეგიძლიათ. ეს ნესვი ფასობს თავისი პროპორციებითა და სიტკბოთი.

ეს ნესვები ისეთი მოთხოვნადია, რომ ხშირად ტარდება აუქციონები მხოლოდ მათთვის.

ბიზნესმენმა, რომელიც ფლობს სუვენირების მაღაზიას და ზღვის პროდუქტებტების რესტორანს, შეიძინა Yubar King-ის ნესვი 23 000 დოლარად აუქციონზე.

2) Almas ხიზილალა – $25,000

ეს არის უაღრესად იშვიათი ხიზილალა, ირანიდან.

ხიზილალა, ისედაც ძვირადღირებული საკვებია, მაგრამ ამ ხიზილალის იშვიათობა, მას გაცილებით ძვირადღირებულს ხდის.

1) Italian White Alba Truffle – $160,406

ტრიუფელი ისედაც ძვირადღირებული საკვებია, მაგრამ არა ისეთი როგორიც იტალიური თეთრი ალბას ვერსია.

დიდი თეთრი ალბას ტრიუფელი, რომელიც იწონიდა 1.51კგ-ს შეიძინა ჰონკონგელი ინვესტორის მეუღლემ, 160 ათას დოლარად.

 

წყარო : tbilisee.com

loading...

Kapo

Magari Var

მსგავსი ამბები

Close
Close