არქივი

პიროვნული აშლილობა და მისი სახეები

Strange1

პიროვნული აშლილობის ტიპები                              

პიროვნული აშლილობა – ძალიან გავრცელებული დაავადების სახეა, რომელიც ფსიქოთერაპევტულ მკურნალობას საჭიროებს.ის ჩნდება დაბადებიდან მიღებული გარკვეული პიროვნული სტრუქტურის ნიადაგზე. არ არსებობს პიროვნების „ცუდი“ ტიპი – არსებობს მისი განვითარების წარმატებული და წარუმატებელი პირობები,რომელსაც მივყავართ ჰარმონიასა და ბედნიერებასთან ან ტრაგედიასა და ფსიქიკურ აშლილობასთან ანუ ამ ინდივიდის შესაძლებლობების შკალის ერთი ბოლოდან – შკალის მეორე მხარეს.

ჩვეულებრივ გვხვდება ერთგვარი შუალედური მდგომარეობა,მაგრამ თუ ის იხრება შკალის „ცუდი“ მხრისაკენ ისე, რომ ეს პიროვნული თავისებურებები იწვევენ შფოთვას ან ზიანს გაყენებთ თქვენ ან თქვენს გარშემომყოფებს – ეს გვაძლევს მიზეზს მივმართოთ ექიმს.ხოლო ექიმის საქმეა – პირველ რიგში დასვას სწორი დიაგნოზი და თუ ეს მართლაც პიროვნული აშლილობაა – მოახდინოს მისი კლაფისიკაცია ეფექტური მკურნალობის მიზნით.

პიროვნული აშლილობები იყოფა 3 ჯგუფად:

  • A ჯგუფი-თავისებური აზროვნების პროცესი,შეუსაბამო მოქმედება
  • B ჯგუფი-ხასიათის არამდგრადობა, დისოციალური სიმპტომები, უარზე გაღიზიანება.
  • C ჯგუფი-შფოთვა, გაღიზიანება კრიტიკით ან სიმკაცრით.

გახსოვდეთ:

  1. „სუფთა“ ტიპები ბუნებაში არ არსებობს
  2. ტიპი – აშლილობას ჯერ კიდევ არ ნიშნავს
  3. პიროვნული აშლილობები იკურნება და ბოლოს:
  4. პიროვნული აშლილობა შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ პიროვნებას,ხოლო იყო პიროვნება – ნებისმიერი ადამინის საპატიო უფლებაა.

გადალახეთ აშლილობა (თუ გაქვთ რა თქმა უნდა) და მიიღეთ მაქსიმალური სარგებელი თქვენი პიროვნებისგან მაგრამ,მტერ-აშლილობას პირისპირ უნდა იცნობდეთ,ამიტომ ქვემოთ გავეცნობით და აღვწერთ ყველაზე გავრცელებულ პიროვნულ აშლილობებს.

 

გავეცნოთ თითოეულ მათგანს:

  1. ამრიდებლური პიროვნული აშლილობაადამიანები ასეთი ტიპის აშლილობით კი ისურვებდნენ სხვებთან დაახლოებას მაგრამ, მათ ეშინიათ უარყოფის,წინასწარ შემზადებულნი არიან კრიტიკისა და უარყოფითი პასუხისთვის,არიან სოციალურად დათრგუნილნი,მარტოსულნი და გარიყულნი.

წარმოდგენა საკუთარ თავზე: უვარგისი,არაკომპეტენტური. „მე ცუდი ვარ,უსარგებლო,არა მიმზიდველი“, „მე არ ძალმიძს არასასიამოვნო გრძნობების ატანა“.

წარმოდგენა სხვების შესახებ: პოტენციურად კრიტიკულები,არა დაინტერესებულები,დამამცირებლები.

სტრატეგია: გაექცენ სიტუაციებს რომელშიც შეიძლება მოხდეს მათი შეფასება.

ემოციები: შფოთვის (შესაძლო უარყოფით შეფასებასთან დაკავშირებით) და მწუხარების (თავის არიდების შედეგი:ახლო ურთიერთობებისა და წარმატებების არ არსებობა) ერთობლიობა.

 

  1. დამოკიდებული პიროვნული აშლილობაამ ტიპის აშლილობის მქონე ადამიანებს ჭირდებათ „საყრდენი“ და მხარდამჭერი: მის გარეშე თავს სუსტად და დაუცველად გრძნობენ. ამგვარად,წარმოდგენა საკუთარ თავზე ისეთივე აქვთ , როგორც მომრიდებლური აშლილობის მქონეთ „ამრიდებლური“ (სუსტი,არაკომპეტენტური),მაგრამ,

წარმოდგენა სხვებზე განსხვავებული აქვთ – დამოკიდებული პიროვნება ორიენტირებულია მზრუნველ,მოსაწონ,კომპეტენტურ „მეურვეზე“.შესაფერისი მეურვის არსებობის შემთხვევაში დამოკიდებული პიროვნება „იფურჩქნება“ და შეუძლია ეფექტური მოქმედება.

სტრატეგია: რა თქმა უნდა,იპოვოს მეურვე,დაუკავშირდეს და მიეჯაჭვოს მას.

ემოციები: შფოთვა, არსებულ მეურვესთან შესაძლო დაშორებასთან დაკავშირებით,რომელსაც შეიძლება მობეზრდეს თავისი როლი (მეურვის).

 

  1. პასიურ-აგრესიული პიროვნული აშლილობა – ესეთი ადამიანი ითხოვს „თავისუფლებას“ მაგრამ, ვერ უმკლავდება მას. წუწუნებს „ძლევამოსილებაზე“ მაგრამ,წყურია მისი აღიარება.

წარმოდგენა საკუთარ თავზე:  დამოუკიდებელი,თუმცა დაუცველი გარე ზემოქმედებისგან. ერთის მხრივ მათთვის აუტანელია კონტროლის ქვეშ ყოფნა,ხოლო მეორეს მხრივ – სურს რომ იცავდნენ,იწონებდნენ, და მხარს უჭერდნენ მას.

წარმოდგენა სხვებზე:  მომაბეზრებლები,მომთხოვნები, მაგრამ ამავდროულად – მზრუნველები.

სტრატეგია: დაფარული ოპოზიცია

ემოციები:  შეფარული რისხვა და პასიური მორჩილება „ძალაუფლებისადმი“ – შფოთვა საპასუხო რეპრესიების მოლოდინში.

  1. ობსესიურ-კომპულსიური პიროვნული აშლილობა – სახელწოდება მომდინარეობს შემდეგი სიტყვებიდან: obsession (შეპყრობილობა,აკვიატებული აზრი) და compulsion (იძულება). ამ მიმართულების წარმომადგენელი – სერიოზული ადამიანია,რომლისთვისაც სიტყვები „კონტროლი „ და „უნდა“ (ვალდებულება -must) გადაწონიან სხვა დანარჩენს.

წარმოდგენა საკუთარ თავზე:  პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე როგორც საკუთარი თავის ასევე სხვების მიმართაც მაგრამ,ამ „ძლიერების“ უკან ხშირად არაკომპეტენტურობისა და დაუცველობის შიში იმალება და ამ შიშის ერთადერთი „შხამსაწინააღმდეგო საშუალება“ იმ წესების მკაცრად მიყოლაა, რომლებიც შემუშავებულ იქნა ცხოვრების სხვადასხვა შემთხვევებისათვის.

წარმოდგენები სხვაზე: მოკლედ რომ ვთქვათ – ფეთხუმები, მოუწესრიგებლები.

სტრატეგია:  მაქსიმალური კონტროლი (წესების შემუშავება,თვითკრიტიკა) როგორც საკუთარი თავის ასევე სხვებისაც (წესების დაცვის მოთხოვნა და დაწუნება/დასჯა მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში).

ემოცია:  წუხილი (ადამიანური ბუნების არასრულყოფილების გამო) და იმედგაცრუება (გამოსასწორებელი ძალისხმევის ნაკლებეფექტურობის გამო).

  1. პარანოიდული პიროვნული აშლილობა – ნუ შეგეშინდებათ! ეს ის არ არის რაც გაიფიქრეთ (ილუზიები დევნის ან იმის შესახებ რომ ვინმე გითვალთვალებს),არა! პარანოიდული პიროვნებები უბრალოდ არ ენდობიან სხვებს და არიან ეჭვიანები,ცხოვრობენ იზოლირებულად,არიან ემოციურად ცივები.

წარმოდგენა საკუთარ თავზე:  „ვარ სათნო მაგრამ,ცუდად მეპყრობიან“

წარმოდგენა სხვებზე: „უმეცრები,მიდრეკილნი ტყუილისა და ბინძური ხრიკებისაკენ. (როგორ შეიძლება მათ ენდო… კარგს რას უნდა ელოდე მათგან…).

სტრატეგია: იყოს ფხიზლად.

ემოცია: რისხვა მოსალოდნელი ბოროტი განზრახვის ან მისი ბოროტად გამოყენების გამო.

  1. ანტისოციალური პიროვნული აშლილობა: მსგავსი ტიპი თავად აწესებს „თამაშის წესებს“, ის – მარტოხელა მგელია და ამით სრულიად კმაყოფილია. ხასიათდება კრიმინალური ქმედებებით, ვერ ეწყობა სოციალურ წესებს, არიან აგრესიულები და არ გააჩნიათ სინანული, სიბრალული და სინდისის ქენჯნა.

წარმოდგენა საკუთარ თავზე: მარტოსული,დამოუკიდებელი,ძლიერი

წარმოდგენა სხვებზე: პარაზიტები (დიდი უმრავლესობა) და მტაცებლები

სტრატეგია: ძარცვა,ძალადობა,ცბიერი მანიპულაციები და თაღლითობა.

ემოცია: მრისხანება იმასთან დაკავშირებთ რომ ის უფრო მეტს იმსახურებს ვიდრე სხვები.

  1. ნარცისული პიროვნული აშლილობა – ალბათ გახსოვთ მითი მშვენიერ ყმაწვილ ნარცისზე, რომელმაც უარყო ნიმფა ექოს სიყვარული და მდინარეში დანახული საკუთარი ანარეკლის სიყვარულით დაიღუპა?! მათ სჯერათ, რომ არიან განსაკუთრებულნი,გარშემომყოფებისგან მოითხოვენ განდიდებას,მწვავედ რეაგირებენ კრიტიკაზე,ახასიათებთ შურიანობა.

წარმოდგენა საკუთარ თავზე:“მე განსაკუთრებული და უნიკალური ვარ,ვდგავარ საზოგადოებრივ წესებზე მაღლა.“ თუმცა გულის სიღრმეში ეჭვი ეპარებათ თავიანთ დიდებულებაში და ამიტომ ნარცისებს მუდმივად ესაჭიროებათ იმის ყურება , თუ როგორ არიან სხვები აღფრთოვანებულნი მათი ცქერით.

წარმოდგენა სხვებზე: მისი სტრატეგიაა – აიძულოს ადამიანები რომ აღფრთოვანდნენ მისით.

ემოცია: რისხვა იმ შემთხვევაში თუ მისით არ აღფრთოვანდებით.ასეთ შემთხვევაში ნარცისი შეიძლება დეპრესიაშიც კი ჩავარდეს.

  1. პიროვნების შიზოიდური აშლილობა – ამ ტერმინის ნუ შეგეშინდებათ! ბევრი ცნობილი პიროვნება იყო შიზოიდი: გარკვეულ ფარგლებში განმარტოება და ჩაკეტილობა აძლიერებს შემოქმედებითობას. ამ ადამიანებს არანაირი რეაქცია არ აქვთ არც შექების და არც კრიტიკის მიმართ.ისინი არიან გაუცხოებულნი და დაშორებულნი საზოგადეობისთან.

წარმოდგენა საკუთარ თავზე: დამოუკიდებელი მარტოხელა

წარმოდგენა სხვებზე: მომაბეზრებლები, „მზღუდავენ“.

სტრატეგია: თავი შორს დაიჭიროს სხვებისგან რადგან მათი დაახლოების მცდელობები მათ გაანადგურებს.

ემოცია: შიზოიდები არ არიან მიდრეკილნი თავის სამყაროში სხვების შეშვებისადმი,ამიტომ იქმნება შთაბეჭდილობა რომ მათ არ გააჩნიათ ძლიერი გრძნობები,თუმცა ყველასთვის ვინც მათ თავიანთ სამყაროში შეუშვეს ნათელია მწუხარების შედეგად იზოლაცია.

  1. ისტერიული პიროვნული აშლილობა – ახასიათებთ გაზვიადებული ქცევები და ზედაპირული ემოციები.

წარმოდგენა საკუთარ თავზე: მომხიბლავი,მგრძნობიარე და ყურადგების ცენტრში ყოფნის ღირსი.

წარმოდგენა სხვებზე: მგრძნობიარეები,ადამიანები რომლებიც აღფრთოვანდებიან მათით.რაღაცით გვანან ნარცისებს მაგრამ ნარცისებისგან განსხვავებით ისტერიული პიროვნული აშლილობის მქონე პირები გარშემომყოფა მიმართ უფრო თბილები არიან.

სტრატეგია: იმყოფებოდნენ მუდმივად ყურადღების ცენტრში,გასცენ და მიიღონ სიხარული, თუ ეს არ გამოსდით ამის მიღწევას ყველაფრის ფასად ეცდებიან.

ემოცია: ფარული შფოთვა რომელსაც ენაცვლება რისხვა და სევდა,როდესაც მათი გეგმები იშლება.

 

ეხლა კი შევეცდები რამდენიმე აშლილობის მაგალითის მოყვანას ყველაზე ცნობილი საბავშვო პერსონაჟის,ვინი-პუჰის რამდენიმე მეგობრის მაგალითზე:

გოჭუნა: ვინი პუჰის საუკეთესო მეგობარი,სუსტი,დაუცველი არსება,მაგრამ შეუძლია გადავიდეს აქტიურ მოქმედებაზე და სიმამაცეც კი ჩაიდინოს თუ გვერდით საიმედო მეგობარი ეგულება,ანუ გოჭუნა დამოკიდებული პიროვნების მქონე არსებაა.

ბაჭია: მუდმივად საქმეშია ჩართული,როგორც კი თვალს ახელს,მაშინვე გრძნობს რომ დღეს ყველა და ყველაფერი მასზეა დამოკიდებული, რა თქმა უნდა ის ობსესიურ – კომპულსიური ტიპია ისევე როგორც ბუ,რომელშიც ბაჭია თავის მონათესავე სულს ხედავს,თუმცა მომენტებში კარგად ჩანს რომ ეს ორი პერსონაჟი არც ისეთი ჭკვიანია როგორც თავად ჰგონიათ,მაგალითად მომენტი როდესაც ბუ ფანქრის ბოლოს კვნეტს და ფიქრობს სიტყვა congratulations (გილოცავ) როგორ იწერება.

ვეფხვი: პერსონაჟი რომელიც ბედნიერებას ასხივებს,არის აქტიური,ზოგჯერ ზედმეტად აქტიური და იმდენად  მომაბეზრებლადაც კი რომ კურდღელი მის ტყეში წაყვანას და იქ დატოვებას გადაწყვეტს. ალბათ მიხვდით,ვეფხვი ისტერიული აშლილობის მქონე ტიპაჟია.

პატარა კენგურუ რუნარცისის მაგალითია,მას სურს მუდმივად აქებდნენ და ყურადღების ცენტრში იყოს.ზომიერი ნარცისიზმი ყველა ბავშვშია მაგრამ,მთავარია ის ზრდასთან ერთად გაქრეს და პიროვნება გადაეჩვიოს მუმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის მოთხოვნას.

ვირი იო-იო,ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია,საწყალი იმიტომ რომ მარტოსულია და მარტოსული იმიტომ რომ – შიზოიდია,თუმცა სერიოზული პიროვნული აშლილობისგან ის ჯერ კიდევ შორსაა,რადგან მას შეუძლია სიხარული,ანუ აქვს ემოციები,ცდილობს გამოსწორდეს და იურთიერთოს ტყის სხვა ბინადრებთან.  გარდა შიზოიდურისა იო-იოში პარანოიდული ტიპიც გვხვდება. როდესაც ის კუდის გარეშე დარჩა (ბუ შემთხვევით მოაწყვეტს მას კუდს და თან წაიღებს) და დათუნია პუჰმა მას ყურადღება კუდის დაკარგვაზე გაამახვილებინა იო-იო ნაღვლიანად პასუხობს: „ბუნებრივია, გასაკვირი არც არის… ალბათ ვიღაცამ წაიღო,სხვას რას უნდა ელოდე მათგან?!“

ეს უბრალოდ მაგალითებია და არ ვამტკიცებთ რომ ჩვენი ბავშვობის საყვარელი პერსონაჟები ფსიქიატრის პაციენტობის კანდიდატები იყვნენ.

პიროვნული აშლილობის მქონე ადამიანთა უმრავლესობა უკმაყოფილოა საკუთარი ცხოვრებით,აქვთ პრობლემები სამსახურში,უჭირთ ადამიანებთან ურთიერთობა.ისინი ვერ ხვდებიან რომ მათი აზრები და ქცევა მიუღებელია საზოგადოებისთვის და იშვიათად მიმართავენ ექიმს ან თუ მიმართავენ მხოლოდ სტრესის ან დეპრესიის ჩივილით,ამის მიზეზად გარე ფაქტორებს,სხვა ადამიანებს ასახელებენ და ვერ ხედავენ პრობლემას საკუთარ თავში. ძალიან დიდი ხანი ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ფიქრობდნენ რომ,პიროვნული აშლილობები არ იკურნება თუმცა,ბოლო დროს დამტკიცდა რომ მისი მათი განკურნება შესაძლებელია ფსიქოთერაპიის ზოგიერთი სახით.

ფსიქოანალიზი დიდ დახმარებას უწევს ექიმებს პიროვნული აშლილობის გამკლავებაში.

LemonGrass

Beginner Blogger
Back to top button