არქივი

კალორიულობა კვების პროდუქტებში

c8fbd9a76c17

ადამიანის დიდ ნაწილს აინტერესებს საკვები, რომელსაც მიირთმევს რამდენად კალორიულია და როგორ აისახება კალორიების რაოდენობა მის წონაზე. სიახლეში ნახავთ კალორიების რა რაოდენობაა განსაზღვრული ასაკის და პროფესიის მქონე ადამიანისთვის ყოველდღიურად სჭირო.

ადამიანის ორგანიზმსა და გარემოს შორის გაზთა განუქყვეტელი ცვლის გამო ხდება საკვების სახით მიღებული ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა, ანუ ჟანგვითი პროცესები. ამ პროცესების შედეგად ორგანიძმში წარმოიშვება სითბო, რომელიც ამოძრავებს ადამიანის კუნთებს. ეს სითბო აუცილებელია ყველა სასიცოცხლო პროცესისათვის.
ადამიანის ორგანიზმში 1 გრამი ცილის ან ნახშირწყლის დაწვის შედეგად წარმოიშვება 4,1 კალორია სითბო, 1 გრამი ცხიმის დაწვის შედეგად კი – 9,3 კალორია.

35e4a41b9866

ადამიანის მოთხოვნილება საჭმლის კალორიულ და ხარისხობრივ შემადგენლობაზე დაყოფილია ოთხ ჯგუფად:
I ჯგუფს ეკუთვნიან გონებრივი მუშაკები, რომლებიც ცხოვრების უმეტეს დროს დამჯდარ მდგომარეობაში ატარებენ. მათი დღიური მოთხოვნილება 3000 კალორიას შეადგენს.
II ჯგუფს მიეკუთვნებიან ფიზიკურად მომუშავენი, რომელთა მუშაობა მეტ წილად მექანიზებულია. მათი დღიური მოთხოვნილება საშუალოდ 3500 კალორიას უდრის.
III ჯგუფს მიეკუთვნებიან ისინი, რომლებიც საშუალოდ 4000 კალორიას მოითხოვენ. ეს ის ადამიანებია, რომლებიც ფიზიკურად მუშაობენ, მაგრამ არა დიდი დატვირთვით.
IV ჯგუფს შეადგენენ ის ადამიანები, რომლებიც მძიმე ფიზიკურ მუშაობას ეწევიან. მათი დღიური მოთხოვნილება 4500 – 5000 კალორიამდე აღწევს.

0b29894b8a60

ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნილება კალორიებზე სხვადასხვა საკში ასეთია:
1 -დან 3 წლამდე 1000 კალორიაა.
3- დან 5 წლამდე 1500 კალორია,
5- დან 8 წლამდე 1800 კალორია,
8- დან 12 წლამდე 2000 კალორია,
12- დან 16 წლამდე 2400 კალორია.

იმ მოზარდების ორგანიზმი, რომლებიც სწავლობენ სახელოსნო სასწავლებლებში და გონებრივ მუშაობასთან ერთად, ფიზიკურ მუშაობასაც ეწევიან, დღე-ღამის განმავლობაში 3000-3500 კალორიას მოითხოვს.

4b3653e6e5b0

ძირითადი საკვები პროდუქტების კალორიულობა:

პროდუქტის დასახელება და კალორიების რაოდენობა 100 გრამ პროდუქტში (მილიგრამებში)
მზესუმზირის და სხვა მცენარეული ზეთები 911
ხორბლის ფქვილი 335
ხორბლის პური 270
ბრინჯი (გასუფთავებული) 336
სიმინდი 310
შვრიის ბურღული 360
მაკარონი, ვერმიშელი 327
ბარდა 250
ოსპი 260
სოია 390
კარტოფილი 88-91
ჭარხალი 60
მჟაუნა 24
სტაფილო 45
ახალი კომბოსტო 52
მჟავე კომბოსტო 30
პომიდორი 22
გოგრა 25
გამხმარი ბოსტნეული 242
ბოსტნეულის კონსერვი: ბადრიჯანი 135
საჭმელი სოკო ახალი 30
საჭმელი სოკო, გამხმარი 238
ვაშლი, მსხალი 54
ალუბალი 56
ყურძენი 75
ჟოლო 36
ქიშმიში 260
კენკრის მურაბა, ხილფაფა, ჯემი 245
თხილი 630
შქარი 400
თფლი 321
შოკოლადი 460
კაკაოს ფხვნილი 510
საქონლის ხორცი, საშუალო სიმსუქნის 150
ხბოს ხორცი 120
ღორის ხორცი, მსუქანი 407
ცხვრის ხორცი მსუქანი 350
შაშხი 275
მოხარშული ძეხვი 230
შებოლილი ძეხვი 195
წვრილი ძეხვი ( სოსისი ) 180
ღვიძლი ( ხბოსი, ცხვრის, ხარის ) 134
ქათმის ხორცი მსუქანი 155
ბატის ხორცი საშუალო სისუქნის 335
ხიზილალა 254
ქათმის კვერცხი 166
ძროხის რძე მოუხდელი 68
არაჟანი 269
ხაჭო 96
ველი მოუხდელი რძისაგან 425
შვეიცარიული ყველი 330
ჰოლანდიური ყველი 185
კარაქი 812
ერბო 913
კვერცხის ფხვნილი 566
მარგარინი 810

41d155dba973
c8fbd9a76c17

flawless

ani didishvili 15 wlis zugdididan

მსგავსი ამბები

Back to top button