არქივი

კანფეტი

87422ba87636

კანფეტის შესახებ .. :)

სიტყვა კანფეტი ლათინურიდან თარგმანში ნიშნავს „სასუსნავის მომზადებას”. პირველი კანფეტები გაჩნდა ეგვიპტეში. იმ დროისთვის შაქარი არ არსებობდა, ამიტომ იყენებდნენ ფინიკს და თაფლს. აღმოსავლეთში კანფეტებს ამზადებდნენ ნუშის და ფიგისგან, ხოლო ძველ რომში თხილსა და ყაყაჩოს თესლს თაფლთან ერთად მოადუღებდნენ და ფარავდნენ კუნჟუტით. ძველ რუსეთში იყენებდნენ ნეკერჩხლის წვენს და თაფლს.

ყველაზე უსამართლოდ დადანაშაულებული კანფეტი არის შოკოლადი. XVI ს-ში ევროპაში გატაცებული იყვნენ შოკოლადით, მას მიაწერდნენ მაგიურ და სამკურნალო თვისებებს. ბუნებრივია ეს მოლოდინი არ გამართლდა და ამიტომ შოკოლადი ყველა უბედურების სათავედ მიიჩნიეს. იმ პერიოდში ერთი ქალბატონი მეგობარს წერილში წერდა: „გირჩევ არ მიირთვა შოკოლადი, რადგან ერთი ჩემი ნაცნობი ფეხმძიმობისას მიირთმევდა მას და სრულიად შავი ბავშვი გააჩინა”.

XIX ს-ში წვეულებებზე ყველაზე ცნობილი და მდიდარი ქალბატონებიც კანფეტებს შეუმჩნევლად იწყობდნენ რედიკულში. იმ პერიოდში შოკოლადის ფაბრიკები არ არსებობდა, ამიტომ ყველა წვეულებისთვის სხვადასხვა კონდიტერი ამზადებდა სპეციალურ კანფეტებს.

ყველაზე ცნობილი კანფეტია პრალინე. ის 1663 წელს საგანგებოდ მომზადდა გერმანიაში ფრანგი ელჩის საპატივსაცემოდ. პრალინე დღესაც რეკორდულად სწრაფად იყიდება გერმანიასა და შვეიცარიაში.
ყველაზე საოცარი კანფეტებია – ფინური კანფეტები. ფინელები მას ამზადებენ მჟავეს, მარილიანს (ლუდისთვის) და ნავთის გემოს მქონესაც კი.

მსგავსი ამბები

Back to top button