TECH & მეცნიერებაგართობა

რა არ მოსწონთ ვარსკლავებს თავიანთ გარეგნობაში

865b320786bf

როგორც აღმოჩნდა, შოუბიზნესის ვარსკვლავები თავიანთი გარეგნობით ისეთი აღფრთოვანებულნი არ არიან, როგორც მათი თაყვანისმცემლები. პირიქით, თითქმის ყველა მათგანს აქვს სუსტი წერტილი, რასაც თურმე ძალიან განიცდიან. რა არ მოსწონთ ვარსკვლავებს თავიანთ სხეულში.

სანდრა ბალოკი: ჩემს თავს ლამაზს ვერ ვუწოდებ, თანაც საშინელი სიცილი მაქვს – ერთდროულად ხვრინვას და აფთრის კივილს ჰგავს.

330ef56f3d99

სკარლეტ იოჰანსონი: ზოგჯერ მინდა სულ სხვა ფორმის თვალები მქონდეს, უფრო თხელი ცხვირი, უფრო მაღალი ვიყო და უფრო სწორი აღნაგობა მქონდეს. საკმაოდ გაღუნული ფეხები მაქვს.

1080dbd94dc5

ჯულია რობერტსი: ზოგჯერ სარკეში ჩახედვის მეშინია, თვალებქვეშ იმხელა “ტომრები” მკიდია.

dedb17d06ab1

ვიქტორია

ბექჰემი: არ იღიმის, იმიტომ რომ ფიქრობს, მახინჯი ღიმილი მაქვსო. რცხვენია მუცლის გამოჩენის და სიგამხდრის. გარდა ამისა, ფიქრობს, რომ მისი სხეულის ყველაზე უშნო ნაწილი ფეხები და ტერფებია.

6d2a92816aa3

შაკირა: ჩემი სხეულის ძალიან მრცხვენია, მაქსიმუმი, რისი გამოჩენაც შემიძლია, მუცელია.

57501a182bf3

კეტი პერი: “ბავშვობაში ღმერთს ვეხვეწებოდი, იმხელა მკერდი გამეზარდოს, რომ დაწოლილი ფეხებს ვერ ვხედავდე-მეთქი”.

8618c6f9b5f0

კირა ნაითლი: “ჟურნალებში წერენ, მუცლის გამოჩენა მოდაში აღარააო. საინტერესოა, სხვა რა უნდა გამოვაჩინო? მკერდი საერთოდ არ მაქვს”.

365e48f9955e

კლაუდია შიფერი თავის თავს “აყლაყუდას”  ეძახის და პანიკურად ეშინია მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარების.

ebc1f0a715c7


სინდი კროუფორდსი:
თავისი მკერდი არც ახალგაზრდობისას მოსწონდა და ახლაც ფიქრობს, რომ მეტისმეტად “ჩამოკიდებულია”. ამიტომ ღრმა დეკოლტეს არ იცვამს.

865b320786bf

კეიტ მოსი: “იმდენად არ მომწონდა ჩემი მკერდი და ისეთი კომპლექსი მქონდა მისი გამოჩენის, რომ ამ კომპლექსის დაძლევას ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდ წარმატებად მივიჩნევ”.

11ab5bf46ab7

ანჯელინა ჯოლი: ყველასთვის ცნობილია, რომ ანჯელინას თავისი ტუჩები არ მოსწონს – ზემეტად დიდიაო, ფიქრობს კინოვარსკვლავი.

4c63bbe1d475

 

წყარო – dainteresdit.ge

Back to top button