არქივი

მხოლოდ ფაქტები

ce90fa195e08

  1. ძველ და შუა საუკუნეებში ჭადრაკს მრავალი ეგზოტიკური მოდიფიკაციის ფიგურები ჰქონდა: დრაკონები, კენტავრები, მხედრები, ეპისკოპოსები. ცივილიზაციამ ამ ფიგურებს სხვადასხვა სამხედრო სპეციალიზაციის, მათ შორის, გამნაღმველებიც დაუმატა. მეოცე საუკუნეში, კერძოდ, პირველმა მსოფლიო ომმა ჭადრაკი ტანკებითა და თვითმფრინავებით გაამდიდრა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კი გამოიგონეს დამანგრეველი ძალის ფიგურა – პაიკი, ბოლო ჰორიზონტალურ ხაზზე მიღწევისას ის ატომურ ბომბად იქცეოდა. მას უნდა გარიდებოდა ირგვლივ ყველა ფიგურა, როგორც მოწინააღმდეგის, ასევე თავისიანები.


2. სიტყვა ,,ბიბლიატრია’’, რაც ნიშნავს მეცნიერებას წიგნების რესტავრაციის შესახებ, პირველად ფრანგმა კლასიკოსმა ფილოლოგმა ბუასონდმა შემოიტანა.
3. 1925 წელს საფინანსო კომისარიატმა წამოაყენა წინადადება, მონეტებზე გამოესახათ საბჭოთა კავშირის სხვადასხვა მხარე: 5 – კაპიკიანზე – კავკასია, 3–კაპიკიანზე – აღმოსავლეთი, 2–კაპიკიანზე – უკრაინა, კაპიკიანზე – ბელორუსია.
4. ეგვიპტის დედოფალი ხატშეპსუტი (ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეთხუტმეტე საუკუნე) იძულებული იყო, ეტარებინა წვერი, რათა ის თავის ხალხს მიეღო, როგორც გვირგვინოსანი მმართველი.
e7edb2f0bc06

5. ნორვეგია – თეთრი დათვი, კანადა – კურდღელი, მალვინის კუნძულები – პინგვინი, კონგო – სპილო, სინგაპური – ზღვის ცხენი… – ეს ცხოველებია გამოსახული ამ ქვეყნების მონეტებზე.
6. ,,კეთილი ეშმაკი’’ , ‘’ბოროტი ანგელოზი,, – ეს მოლუსკების სახელებია, რომლებიც ჩრდილოეთის ზღვაში ბინადრობენ.
7. სოციოლოგთა გამოკითხვით შედგა პროფესიების სია, რომელთა წარმომადგენლები სამსახურში ყველაზე მეტ ტყუილს იყენებენ: პირველ ადგილზე გავიდნენ სადაზღვევო აგენტები, მეორეზე – პოლიტიკოსები… მეოთხეზე – ავტომობილით მოვაჭრეები… მეექვსეზე – ასტროლოგები.

a969d6eff682

8. ტიბეტში გულისცემის, ანუ პულსის 400–ამდე ნაირსახეობას გამოარჩევენ – დაწყებული ,,გუგულით’’, როდესაც ადამიანს არაფერი აღელვებს, დამთავრებული ,,ტოროლათი’’, როდესაც აუცილებელია სერიოზული ზომების მიღება ჯანმრთელობის აღსადგენად.
9. თამბაქოს საწინააღმდეგო კამპანიის დროს ევროპაში გამოუშვეს პლაკატი: ,,ქემელის’’ სტილიზებული კოლოფი, რომელზეც, აქლემის ნაცვლად გამოსახული იყო მისი ჩონჩხი.

მსგავსი ამბები

Back to top button