საკითხავისასარგებლო

ჩვილი

ჩვილი დედის სხეულში ცხრა თვის განმავლობაშ იზრდება და მაშინ იბადება, როცა გარე სამყაროში ცხოვრებისთვის უკვე მზად არის.

ბავშვის ჩასახვა

ბავშვის ჩასახვას ორი ადამინაი სჭირდება – ქალი და მამაკაცი. ქალის სხეულში მრავალი პატარა, მრგვალი უჯრედია, რომლებსაც კვერცხუჯრედები ჰქვია. მამაკაცის სხეულში კი თავკომბალასებრი უჯრედები, სპერმატოზოიდები წარმოიქმნება. სპერმატოზოიდები ქალის სხეულში შეცურდება. იქ ერთი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს შეუერთდება და იწყება ჩანასახის განვითარება.

        

საშვილოსნოში

ქალს მუცელში აქვს წელვადი “პარკუჭი” – საშვილოსნო. სწორედ აქ იზრდება ბავშვი. საშვილოსნო სავსეა თბილი სითხით, რომელიც ბავშვს იცავს.

        

ზრდა და მოძრაობა

ჩასახვიდან დაახლოებით ოთხი თვის შემდეგ დედა უკვე გრძნობს მუცელში ბავშვის მოძრაობას. ბავშვი იმხელა ხდება, რომ მუცელს შიგნიდან აწვება და ზოგჯერ ფეხებსაც კი ურტყამს.

დაბადება

ბავშვის დაბადებისას დედის საშვილოსნო იკუმშება და ბავშვს დედის სხეულზე ფეხებს შორის არსებული ხვრელიდან გამოდევნის. ამას მშობიარობა ჰქვია. მშობიარობას ზოგჯერ შეიძლება რამდენიმე საათი დასჭირდეს.

დედას ჰგავს თუ მამას?

ბავშვი ან დედას ემსგავსება ან მამას ან ორივეს ერთად. ეს დამოკიდებულია მის გენებზე. გენები ინსტრუქციის მსგავსი რამაა ბავშვის ორგანიზმში, რომელიც “კარნახობს”, თუ როგორ უნდა გაიზარდოს ის. ბავშვს გენები დედის კვერცხუჯრედებისა და მამის სპერმატოზოიდისგან მოჰყვება.

acaco27

HELLO I LOVE UCNAURI.COM

მსგავსი ამბები

Close
Close